ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2024


იდეის საქართველო

სიმშვიდის მსგავსი უწყებების ასე ნარნარი,
სიშორე ხალხთა ,გადასულა საზრვარს ჭაბუკიც,
გაშილი მდელო,გაშოტილი გოგო ბაღნარში,
აჩუქეს ზეცა მაგრამ ვისი მიწის საჩუქრის,
ასეა ბევრი და ბევრისგან გზები ილევა,
რომ გამოსავალად წაღებული, ნაპირს მშვიდობა,
იწყება წლებით, განშორებით მიდის ირევა,
არარის წასვლა დღეს სამშობლოს განაყიდობა,
ვინმე თუ ნათლობს განათლებას იქვე ეძებდნენ,
და წამოღებულს თერგის მსგავსი როდი დაარქვეს,
ჭრელია ყოფა იქაური თურმე შეჯერდნენ,
და ყოველ სიტყვას სანუკვარი ხიბლი წაართვეს,
არ  არის კარგი აზიური თურმე თუთუნი,
არც კავკასიონს გადმოსული ვინმე ჩინელი,
სიტკობო არა აქვს ამ სტუმრობას დგება უკუნი,
ევროპის მწყემსი არ ჩამოვა იმას ნუ ელი,
დაარქვეს ყოფა მისვლა-მოსვლას არ უჩანს ბოლო,
დაყოფა ვიცი მაგრამ ასე მტერი დაგვჯაბნის,
დარჩება მარტო იმ ბიბინა ბალახში გოგო,
ტალახი გვაცხეს აღარ მოგვცეს დრო რომ დაბანის,
სიშორის მსგავსი უფერობა გარშემო ქუხდა,
დღეს ყველა ფერადს უმწიკლობა თურმე წაერთვა,
და გამარჯვება ერთიანი დარჩება რუხად,
თუ კი გაზაფხულს ყვავილნარი სადმე გაექცა,
დღეს თესვის დროა,სათესური ევროპის ყურე,
და საყურებლად დაჭყეტილი ათასი თვალი,
არ ზდევენ მართალს,უფრო მეტად უსმენენ ჩუმებს,
გახევდა ქვევრი,უღვინობით გამონაცვალი,
მალე მოგველის დამცირება, ისე არასდროს,
არ გვსდევენ,მაგრამ საზდევარი უბე გაიხა,
იწვოდეს ყველა სიყვარულით ჩემო ადათო,
თურმე წავიდნენ,ყველა წავა ხმები დაირხა,
მაგრამ რის გამო ვანაცვალო ჩემი ბედობა,
იმ ქვეყნის ნახირს გამოკვებილს იქაც ტყუილით,
ასეა ქვეყნის მარტო ყოფნის მძიმე ხვედრობა,
ოქრო კი ფასობს გამოყვება ბევრი ყმუილით,
შეჩერდა ფიქრი აღარ დავთმობ ამ ჩემ საუბარს,
გაშრება ის ზღვა პორტისთვის რომ შემონახული,
თუ მოვა მტერი აქვე მისი ერი დაუბამს,
გიყვება მშვიდად თურმე არის შენი მსახური,
ასეა მშვიდად მივეკედლეთ წარსულის ლანდებს,
რომ სინანულად გაქვავება კლდეში აღმართო,
თუ გვინდა ერი ,ერთმანეთი თუმც შეგვიყვარდეს,
გეტყვიან ყვირი,გამერიდე იქით წარმართო.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები