| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 6 აპრილი, 2024 |
წლები,თვეები,დღეები გადაქცეულა წამებად, წარსულის მოგონებები მექცა ყოველდღე ზმანებად. ფიქრები როგორც ღრუბლები, დაცურავს სულის სიღრმეში, ნეტავი დაბრუნდებოდეთ, წლებო გაფრენილ სივრცეში. უკან დამრჩალი ბავშვობის დამყვება მე აჩრდილები, ის მხიარული და ლაღი, გათენებული დილები. ის უდარდელი დღეები, ნათელი სხივით ნაფერი, თავს შეგახსენებს ხეების, მსუბუქი სიოს ნამღერი. მაშინ როდესაც წარსულში, ყველაფერს ჰქონდა სხვაფერი, ის სიყვარული და სითბო, მოგონებები ზღვაფერი. ახლა კი სხვა დრო მოვიდა, სხვა სიყვარულით ნაჯერი, ვერ დააბრუნებ მას უკან, დრო ხომ არ არის დამჯერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა:მართალი ხარ მუხა, თუ წარსული არ გახსოვს მომავალსაც არ აქვს აზრი, პატივის ცემა წარსულს კარგი იყო თუ ცუდი მაინც შენი გავლილია, ამ ყველსფრის მერე სწავლობ ცხოვრებას და შესაბამისად ემზადები მომავლისთვისაც.
მუხა:მართალი ხარ მუხა, თუ წარსული არ გახსოვს მომავალსაც არ აქვს აზრი, პატივის ცემა წარსულს კარგი იყო თუ ცუდი მაინც შენი გავლილია, ამ ყველსფრის მერე სწავლობ ცხოვრებას და შესაბამისად ემზადები მომავლისთვისაც.
1. წარსულის მოგონება, როგორიც არ უნდა იყოს , მაინც სასიამოვნოა. წარსულის მოგონება, როგორიც არ უნდა იყოს , მაინც სასიამოვნოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|