ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2024


მეზვრე

თრობამ უსიამომ განზე გამისროლა,
ღვინო მშვიდობისა თურმე დაილევა,
წლებმა ქარაგემებით ისე ჩამიქორლა,
თითქმის დამშვიდებულს ზღვები აირევა,
მეტყვი მშვიდობის დარ ამბავს სამკაულად,
საქმე სიტყვიანი თუ კი შევაშველე,
გემი მშვიდობისთვის რჩება გაღიმებად,
ქარი ბობოქრობს და ვეღარ შევაჩერე,
მეთქმის განგმირული ჩვენი გმირებისა,
რადგან სატირალი მათი უსაშველო,
ასე ქართულია სისხლი დინებისა,
დრო არ დაილევა წამი უნდა წელო,
შხეფი ადესისაც თურმე ქვევრინი,
ასე სანაპირო ,შველა წაქცეული,
თუ ვერ დავინახეთ იქვე ჩვენიანი,
ფიქრი აღარ არის ,ასე არქაული,
ფიფქებს,ნაიარევს გული მიჭედავდა,
თოვლი შენახეთქმა ღვინომ გააწითლა,
თურმე მარტო ვიყავ ის კი მიბედავდა,
აზრის დადინებაც ზვავად გააზვირთა,
ქუჩა ნისლიანი თუ კი შემეყარა,
მაშინ ვეღარ ვიცან მთვრალი ჩანაფიქრი,
აზრებს თრობის მსგავსი ალი შეეპარა,
თოვლის ზვავი იყო განა ერთი ფიფქი,
ასე მეზვრის მსგავსად თუ ღირს შერკინებად,
არის ეზოს დარი თურმე შემეცნება,
გასცა საზღური, ოქრო მერკინება,
არა ვისაც უყვარს ბევრი ვერ ექნება,
შიში ანაზდეულ დარში გაჭედილი,
აზრი დინებისა თურმე მოსკოვური,
წყება დასაწყისშიც კარგად არეკლილი,
ღვინოს შეუხამეს ყველი,მომცრო პურით,
მაგრამ საწადელი შხეფის ქარაგმები,
ვაი საცოდავი ჩემი საქართველო,
თუ კი წაიქცევი აქ შენ ვერ ადგები,
ჩემო მიწაწყალო სხვისთვის სანატრელო,
ასე გულამოფსკვნილ ვისღა ვიტირებდი,
თურმე სისველეა ღვინის საფასური,
თუ კი შემოდგომას ჩვენთან იცინებდი,
მაშინ კილომეტრი ზღვადა განაცური,
მე მკლავს, ყოველია რუსის განაფიქრი,
მე მწამს არქაულის არა ახლანდელის,
ვიცი მზაკვრულია მათი ჩანაფიქრი,
ახლად მოგვაჩვენეს ისევ ასი ძველიც,
არა არაფრისთვის განა გავისარჯე,
ასე სიტყვა ითქვას ზღავში გაგნებისა,
თუ კი სიტყვიანად საქმით დაიხარჯეთ,
გწამდეს უსაშველოდ თქვენი განგებისაც.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები