ახლა როგორა ხარ ჩემო ქალბატონო, თმაზე შეგამჩნიე უხვი ჭაღარები, შენ არ აღიარებ მაგრამ მე მიგიხვდი, გული აგიძგერდა როგორ გამალებით.
ახლა რაღას მეტყვი ჩემო ქალბატონო, ქარს რომ გაატანე ჩვენი სიყვარული, პასუხს ვერ მიბრუნებ აღარ დამაღონო, გულში არ გაივლო ჩუმი სინანული.
მაინც მენატრები ჩემო ქალბატონო, წლებიც მენატრება დარდში გალეული, ტკბილი მოგონების ჩუმი სადღეგრძელო, იცი ბევრი შემრჩა მორცხვად დალეული.
ახლა რაღას ელი ჩემო ქალბატონო, ორნი ფეხაკრეფით ბილიკს მივუყვებით, შენი ჩუმი ცრემლი აღარ გამაგონო, გვერდით მიდგახარ და ვერას მეუბნები.
ახლა განშორების მძიმე წამებია, ალბათ ვეღარ გნახავ ჩემო ქალბატონო, გიშვებ,ასე მართლაც არვინ მყვარებია, წავალ შენი ცრემლით აღარ დამაღონო..
???? ლ.ბ 02/04/2024
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|