და წამი ჩუმი, ჩახშობილი, ყრუა ზმანება, როს იტყვის მარტივს გაღებულა კარიბჭე ჩვენსას, რანი ვართ ნეტავ,სახილავი გასცა თვალებმა, რამდენი მოგვსდევს ,შეპარვია ვირთხები სხვენსაც,
ჩვენია ეს დრო აღარავის არ მივცეთ კმარა, რადგან უეკლოდ ვარდებია მხოლოდ ქებული, დაგვდევენ ეკლად რომ არ იყოს მზე წარა-მარა, მსახურად ღამის დღე რომ ააქვს წამოწყებული,
შიშია ჩვენსას,ათასობით გაიქცა წამი, გარბენის წუთად დარჩენილა ოცნება მდარე, რადგანც ზვირთებს შეექცევა ნანახი ხვალის, ყოფაა ასე,ნაყოფივით უხეში,მწარე,
რატომღაც ვიბრძვი,უნიათოდ არ მინდა მოვკვდე, არც შემკულ ვარდებს ,ტიტებივით სახელი ერქვას, მივდივარ მტერი და მდევარი წყეული მომდევს, ასეა ჩემი და სამშობლოს დღეს გულის ფეთქვა,
მე მჯერა ხალხის ,დაიბნევა ალბათ ნახირი, რას მეტყვის ზეცა თუ კი მჟავე ფიქრი მეწვია, აქვეა ზღვები მაგრამ შორი მათი ნაპირი, მინდოდა მტერი საბრძოლველად გამომეწვია,
ვერ გეტყვი რატომ,შევარჩიე ბრძოლა უქებრად, ან მისი ხიბლი ეშხიანი ქალის თვალივით, ლეწავენ გმირებს საყდარივით, წამებს ულევად, დრო იყო მაშინ გაგონილი ქება ,წამივით,
ასეა მშობლის ტირილივით, მწუხრი ჩამოწვა, მე ვერ ვარ მშვიდად გზანი ჩემი არის მართალი, ვიწყებდით ბრძოლას სამშობლოსი იყო გამოცდა, ვიწყებდით ბრძოლას,ბრძოლა იყო ომის მაგვარი,
გამოდი ისევ სახვალიოდ რეკენ ზარები, ზარების ხმაზე შემკობილა ჩვენი დიდება, თუ ვინც ვერ ხედავს დახუჭვია მასაც თვალები, ისმინოს სიტყვა და შერისხონ მტერი გმირებმა,
ასეა საწყისს მინდობილი ჩემი ბგერები, მე მესმის ზეცის უსაშველო სულის წამება, მე ქართლველ გმირებს ამ სტრიქონით მოვეფერები, იცოცხლონ მარად და სიმწარე დარჩეს წამებად,
ვისთვისაც მოვა, სხვათათვისაც იყოს ზაფხული, ქება დიდება არად მითქვამს თურმე ვაებად, რაკი ვარ მარტო ამ ფიქრებით გადაკარგული, ჩიტივით მშვიდად რომ მეორედ აღარ გაება,
ბევრია ისე გაგონილის ჩუმი მარყუჟი, ბევრია მტერიც ანაზდეულ ღამედ ჩამოწვა, ასეა თხრობა განგმირული ჩემი ამ წუთის, ასეა მტერის უხილავის მიწად ჩამოსვლა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დაუმეგობრდი საკუთარ მარტოობას,
"ჩიტივით მშვიდად რომ მეორედ აღარ გაება"
დაუმეგობრდი საკუთარ მარტოობას,
"ჩიტივით მშვიდად რომ მეორედ აღარ გაება"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|