 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2009 |
განათებული ჩანან ხედები... შენ მთვარის სულში რომ იხედები, ცას უერთდები, ვით განთიადი... ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი, მიწდება ყველა გვირგვინოსანი- მარადიული ფარავს წყვდიადი...
ვინ თქვა მერმისი სისხლის გარეშე, სიცოცხლე, როგორც მზე მოთარეშე, თავისუფალი იყო მსახური... ყოვლის მქირდავი, ყოვლის მგმობელი, რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი, დრო-წარმავალი და უსახური.
ბნელში მზაკვართა მზერა იელვებს, ვერ ურიგდები სიცარიელეს, გეწვის თვალებში ცეცხლი-ფაფარი... ამ ხარო-დილეგს ვერ ურიგდები, გძმობენ ჰაშიშით მთვრალი რინდები, აქ რომ ვერ ნახეს თავშესაფარი.
გაყვითლებული, როგორც ფოთოლი ანდა კვირტები, ჯერაც თოთონი, დაიკარგები მთების უბეში... ვინ დაგვამსგავსა მთელი ცხოვრებით, მაწანწალები და მათხოვრები, ქვეყნად რომ ვეღარ ჰპოვეს ნუგეში...
ფრთონავს სანთელი...სითბო ღვთიური და სიყვარული მარადიული, სად ჩაიშრიტა, ღამისმთეველი... ქრება კერპები ათასნაირთა, ღმერთო მაღალო, რისთვის? საიდან? მაინც ამდენი ფარისეველი.
ო, მითიური სუნთქავს ნერგალი, ნერგალი...როგორც შხამით ეკალი, მოწამლულია ცოდვით ჰაერი; მადლის მტვირთველი არ ჩანს არავინ და სიკვდილივით გულშემზარავი აბელის გვერდით დგება კაენი.
განათებული ჩანან ხედები... შენ მთვარის სულში რომ იხედები, ცას უერთდები, ვით განთიადი... ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი, მიწდება ყველა გვირგვინოსანი- მარადიული ფარავს წყვდიადი... ------------------------------------------------------
მოწამლული მერიდიანი
გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე, როგორც ტკივილი უსაფეხურო... ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს, როდემდე უნდა იცადო გარეთ! გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე...
გისოსებსშორის ლომის სიარულს არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა... ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა ორსახოვნებამ შენმა, იანუს! გისოსებსშორის ლომის სიარულს...
კოჭლი დროება მართავს მასკარადს, აჩხავლებულა ყვავების გუნდი... რაში გჭირდება, მონარქის მუნდირს თუ როგორ ირგებს ვინმე მასხარა... კოჭლი დროება მართავს მასკარადს...
და მარყუჟივით გახრჩობს მანტია, პირსისხლიანი ბორგავს იუდა... იცი, იუდას მოყვრად ვინ უნდა, რადგან გაცემა და ღალატია. შენ მარყუჟივით გახრჩობს მანტია...
ცრუმორწმუნენი ჩუმად კვნესიან, საოცრებაა თავის გატანა, სულში გიძვრება როცა სატანა,- მართალ ნაბიჯებს ზომავს მესია! ცრუმორწმუნენი მაინც კვნესიან...
ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ ვერ მოიმაგრა ფესვი სრულიად... მერიდიანი მოწამლულია და გასაჭირი ყველას ეყოფა! ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ...
გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე, როგორც ტკივილი უსაფეხურო... ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს, როდემდე უნდა იცადო გარეთ! გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. 5მეამა ერთობ 5მეამა ერთობ
19. ჰო.. ვეთანხმები ბატონ დავითს.. 5 ჰო.. ვეთანხმები ბატონ დავითს.. 5
18. დახვეწილი ოსტატის ხელი!! დახვეწილი ოსტატის ხელი!!
17. გმადლობთ!:) გმადლობთ!:)
16. რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი, დრო-წარმავალი და უსახური. ...................... მერიდიანი მოწამლულია...
მომეწონა თქვენი ლექსები.ძალიან... რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი, დრო-წარმავალი და უსახური. ...................... მერიდიანი მოწამლულია...
მომეწონა თქვენი ლექსები.ძალიან...
15. დიდი ხანია, რაც ვიცნობ გუჯარს, ის ლექსით სუნთქავს და ლექსით იწვის, აჰა, ქამანდი ვესროლე სიტყვის და ვით მოუვლის, თავადვე იცის... დიდი ხანია, რაც ვიცნობ გუჯარს, ის ლექსით სუნთქავს და ლექსით იწვის, აჰა, ქამანდი ვესროლე სიტყვის და ვით მოუვლის, თავადვე იცის...
14. მეორე ლექსი უფრო-უფრო მომეწონა...
გისოსებსშორის ლომის სიარულს არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა... ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა ორსახოვნებამ შენმა, იანუს! გაიხარეთ! :) მეორე ლექსი უფრო-უფრო მომეწონა...
გისოსებსშორის ლომის სიარულს არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა... ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა ორსახოვნებამ შენმა, იანუს! გაიხარეთ! :)
13. გაიხარეთ, ჩემო კარგებო!!:) გაიხარეთ, ჩემო კარგებო!!:)
12. ძალიან კარგი ლექსებია...ძარღვიანი და ტკივილიანი...555555555
და სიკვდილივით გულშემზარავი აბელის გვერდით დგება კაენი. ძალიან კარგი ლექსებია...ძარღვიანი და ტკივილიანი...555555555
და სიკვდილივით გულშემზარავი აბელის გვერდით დგება კაენი.
11. სასიმღერო ლექსები გაწვთ... თითებზე მცივა და ბევრს ვერ გწერთ, მაგრამ გეფერებით ბევრს:) სასიმღერო ლექსები გაწვთ... თითებზე მცივა და ბევრს ვერ გწერთ, მაგრამ გეფერებით ბევრს:)
10. ო, მითიური სუნთქავს ნერგალი, ნერგალი...როგორც შხამით ეკალი, მოწამლულია ცოდვით ჰაერი; მადლის მტვირთველი არ ჩანს არავინ და სიკვდილივით გულშემზარავი აბელის გვერდით დგება კაენი. !
ო, მითიური სუნთქავს ნერგალი, ნერგალი...როგორც შხამით ეკალი, მოწამლულია ცოდვით ჰაერი; მადლის მტვირთველი არ ჩანს არავინ და სიკვდილივით გულშემზარავი აბელის გვერდით დგება კაენი. !
9. "ვინ თქვა მერმისი სისხლის გარეშე, სიცოცხლე, როგორც მზე მოთარეშე, თავისუფალი იყო მსახური... ყოვლის მქირდავი, ყოვლის მგმობელი, რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი, დრო-წარმავალი და უსახური" მე მიხარია რომ თქვენი ლექსების გაცნობის საშუალება მომეცა! ერთერთი საუკეთესო ხართ! გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ თქვენი დახვეწილი და გემოვნებიანი პოეზიით! :) :) :) "ვინ თქვა მერმისი სისხლის გარეშე, სიცოცხლე, როგორც მზე მოთარეშე, თავისუფალი იყო მსახური... ყოვლის მქირდავი, ყოვლის მგმობელი, რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი, დრო-წარმავალი და უსახური" მე მიხარია რომ თქვენი ლექსების გაცნობის საშუალება მომეცა! ერთერთი საუკეთესო ხართ! გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ თქვენი დახვეწილი და გემოვნებიანი პოეზიით! :) :) :)
8. ჰო, ბატონო ელგუჯა. ზოგი მხოლოდ ორი ქულით აფასებს, თუმცა ეს არამგონია მნიშვნელოვანი იყოს.
ლექსები მშვენიერია.
მოკითხვა თქვენ! ჰო, ბატონო ელგუჯა. ზოგი მხოლოდ ორი ქულით აფასებს, თუმცა ეს არამგონია მნიშვნელოვანი იყოს.
ლექსები მშვენიერია.
მოკითხვა თქვენ!
7. მეც 2-იანი უნდა დაგიწეროთ რადგან მაღალი ქულის დაწერის უფლება არ მაქვს :) ჩვეულებრივი მოკვდავი წევრი ვარ :)) მეც 2-იანი უნდა დაგიწეროთ რადგან მაღალი ქულის დაწერის უფლება არ მაქვს :) ჩვეულებრივი მოკვდავი წევრი ვარ :))
6. როდემდე უნდა იცადო გარეთ! გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე....
როდემდე უნდა იცადო გარეთ! გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე....
5. გაგამ 2-იანი დამიწერა:)) რა იყო, შე კაცო, რას მერჩი?...შენს გემოვნებაში ვერ ვჯდები?:) გაგამ 2-იანი დამიწერა:)) რა იყო, შე კაცო, რას მერჩი?...შენს გემოვნებაში ვერ ვჯდები?:)
2. წარმატებები წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|