დღეს ყოფა მძიმე,ემსგავსოდეს დიდ გასამჯელოს, თავისუფლებას მე დავარქმევ საზღაურს ამ დღის, ვიმარჯვებთ ისევ, გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, მტერი კი გვარბევს,მაგრამ ვერა ის ვეღარ დაგღვლის,
მე მწამდა ამის და გუნება შეშალა ქარმა, ქარია ბრძოლის, უბრძოლველად დრო არის მძიმე, თუ შორით დგები და მაინც გსურს იხილო ქარვა, ერიდე მაშინ გადმოგდებულ მტერთაგან მძივებს,
ნუ ეტყვი მასაც შერჩენია ოცნება ძველი, რომ საქართველო ვასალია თურმე განგებით, თუ კი არ ვიბრძვით დაქცეულა ეს ქართა ველი, ვერ მოვთვლით ღალატს,უნდა ვიყოთ გზათა გაგნებით,
ჩემთვისაც კმარა ,არად ვამბობ,ეს ჩემი სიტყვა, ლექსად რომ დასდევს უნებლიე რითმების ბორგვას, მე ასე არა რუსეთისთვის მრავალჯერ მითქვამს, ვერ წაშლით მართალს,ნუ ემდურით დავითის მოდგმას,
საქმეა ხვალის,სახვალიო ძნელად ნაშოვნი, რომ ჩვენი სიტყვა არ ფასდება თურმე გრანტებით, წალეკა წვიმამ საქართველო რაჭა და შოვი, ვერავინ იცლის ამისათვის დღეს განმარტებით,
ესოდენ კმარი სიტყვიერი ჩემი სიმართლე, მოკლედაც ითქმის თუ სათქმელად ქონაა ძვირი, თუ რუსულს ებრძვი საბრძოლველად დღეს გაიმართე, შოვიც და გრანტიც ლაპარაკის ბაგეა თბილი,
სანამდის დასდევს ბრძოლის ჟინი უნდა იომო, თუ სიტყვის ძალა შერჩენია ჩვენსას ხეობებს, იწამე სიტყვის და ზარები რეკე სიონო, არ აყვე რუსულს და დროებითს მათთან ღრეობებს,
მე გეტყვი შორი წარსულია ჩვენი აგვისტო? როს ლამის წელში გადაგვტეხეს გმირებიანად, ჩვენია მიწა თუნდაც ხალხი ჩვენი არიყოს, უნდა დავიცვათ ის საზღვარი სინებიანად,
რომ ნისლის მსგავსი უსიტყვობა აღარ ჩამოწვეს, და სიონს ზარი თამარისთვის ისევ დარეკონ, მტერია მარდი,მათ აბჯარი უკვე გამოწვეს, ითხოვენ სისხლსაც,ჩვენი სისხლი თურმე არ ეყოთ,
დიდება გმირებს ,არა რუსულს ,ასე კანონად, ერთია იცი,ერთგულება ერის და ბერის, თუ შენმა მცველმა ის ტყეები მართლა დამორა, დავითის მგასვად ჩაგეხერგათ უკანა გზები,
მაგრამ თქვენ სიტყვად საქმიანი როდი არჩიეთ, არჩევდით ურდოს და პასუხად მიიღეთ მწარე, არა ღირს ახლა თუ ვინმე სად გამოარჩიეთ, მიდიხართ ნელა, წინ კი არის უხეში ხვალე,
და საყდრის მადლით როდი ამკობთ ვინმეს საყდართან, მადლია თქვენზე გამართული ერთი აუგი, ცივია სიტყვა გახურებულ ამად დავთართან, ძნელია კითხვა რატომ არის თემა საუბრის?
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|