საქართველოს პოეტებით გააკვირვებს ვერავინ, სიზმრად ვხედავ ბარათაშვილს, მიჰქრის ტატოს ,,მერანი“.
ვუფრთხილდები ქართულ წიგნებს, როგორც დედას შაოსანს... ქებას ვუძღვნი, ლექსებს ვუწერ შოთას ,,ვეფხისტყაოსანს“.
მიყვარს ვაჟა - მთის არწივი, მისი ლექსი ფრთიანი, მაგრამ ჩემთვის პირველია ლადო ასათიანი.
კვლავ ვკითხულობ გალაკტიონს, მიხმობს ჩემი მთაწმინდა, მინდა ღამე გავათიო, ახლა სხვა რამ არც მინდა.
საქართველოს პოეტებით გააკვირვებს ვერავინ, სიზმრად ვხედავ ბარათაშვილს, მიჰქრის ტატოს ,,მერანი“.
რა ვქნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ მეყოფა მე წლები... ვიდრე მმოსავს მზე სამოთხის, ჭიკჭიკებენ მერცხლები.
2024
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საქართველოში პოეტებით , მართლაც ვერ გააკვირვებ საქართველოში პოეტებით , მართლაც ვერ გააკვირვებ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|