ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რითმულა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2024


2 მაისობას-მამაც და ლამაზ ქუთაისს

მოწამეთის ძმანო!
ბაგრატისა კარნო!
სულ დავითის ბეჭით გელათს
მოზიდულნო ქვანო!

ერთურთს უნდა მივსცეთ
მუდამ მტკიცე მხარი,
რომ არ წაიშალოს
აქ ქართული გვარი!

იმერეთის გულო
ვარდით ავსებულო,
სულ მაისის წვიმით
მუდამ დანამულო.

უბადლოა შენი ხიბლი
შენი სილამაზე,
უზადოა შენი ნიჭი
შენი სიმამაცე!

თვით ქალაქთა შორის
მამად წოდებულო,
ჩვენო ქუთაისო
უნდა გვიერთგულო.


02.05.2024


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს