ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2024


ნაწვიმარ ქუჩებს

ნაწვიმარ ქუჩებს მარტოობა მიისაკუთრებს
და წვიმის მსგავსი უცილობა თუ კი იხილე,
გაიხსნა კვირა და ვიხილავთ ახალ საკურთხებს,
თუ კი მანამდე გემრიელად გამოიძინე,
კმარა მარტივი,საცნობია აქაც მდინარე,
რომ მისი დენა უნაყოფო ესოდენ არა,
თუ კი ლოცვებით უნებლიედ გამოიდარე,
მაშინ წყეულო შეცოდებად იცოდე კმარა,
თუ სიტყვის მსგავსი გაგონება შენაც გეწადა,
მაშინაც მშვიდი ნაწვიმარი იყო ფერხული,
მინდოდა თავი მარტოობით გამომეცადა,
დავრჩი მე მარტო მაგრამ მაინც შენი ერთგული,
იცოდე არა ასე ითქმის უეკლოდ თქმული,
ვიცოდი მზერა გამჭოლია შენსავით ისიც,
დავდივარ წვიმა გადაიქცა ხან დაკარგული,
მზედ მოვა ისევ ნათქვამი აქვს სიტყვა და ფიციც,
მე გეტყვი ასე გულუბრყვილო არა გეგონო,
მე ვიცი მწარე ნუგეშია ჩემი მოქცევა,
თუ კი წვიმს ასე სჯობს აზრები გამოიგონო,
მოვიდა წვიმა და ფიქრების მისი მოწვევა.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს