როცა გკითხავენ, ისწავლე თუ არა ცხოვრება.. შეგიძლია უპასუხო, რომ - კი.. შეგიძლია სხაპასხუპით მოუყვე ყველა გადარჩენა. ყველა ვერსიკვდილი. ყველა აღდგომა.
ცხოვრება ისეთი ლამაზია.. ისეთი მშვენიერი. სამყაროს აღსასრულებით სავსე ბედნიერება- სულაც არაა რთული. გაიღვიძებ ერთ დღეს - ეს დღე კარგად ყოფნებისაა. კარგად უნდა იყო. ლამაზიც უნდა იყო. ბედნიერიც.. ღიმილი არ უნდა დაგავიწყდეს. სიცილი თუ ვერ გამოგივა არაფერია.
შემდეგი დღე უბედურების იქნება, შეგიძლია ნაფლეთებად იქცე. ძვირფასი ადამიანის სიკვდილიზე აღმომხდარი ღრიალივითაა გათენება. შეგიძლია ღრიალს სულის ნამსხვრევები ამოაყოლო. დაინგრე და საკუთარ ნანგრევებში დაიმარხო. ყოველ წელს, ყოველ გახსენებაზე იგივე სიმძაფრით.. ისევ. და ისევ.
მეორე დღეს ადგე. ააწყო საკუთარი თავის ფაზლი. გამთლიანდე. სული ჩაიდგა და ღიმილი დაიბრუნო. კარგად უნდა იყო. ლამაზიც უნდა იყო. ბედნიერიც..
მერე რა, თუ გუშინ მოკვდი. ღრიალი გინდოდა და ნაფლეთებად იქეცი.. ჩამონგრეულიც და დამარხულიც.. ან ყველაზე ცოცხალი - ტკივილის შეგრძნებისას. ცხოვრებას ასე სჭირდება, ცხოვრება ასე ითხოვს. არ გაპატიებს რომელიმე დღეზე ვერმორგებას. ვერგადაწყობას.
ნამდვილ სახეს თუ ვერსად იპოვი არ მოგედავება. . მთავარია მის ქროლვას აჰყვე..
ყველა მძაფრი ემოცია შეინახე. მოუფრთხილდი.. ისევ მოვა ნგრევის დღეები. ისევ მოვა შენი თავიდან გასვლის დღეები. აღდგომის დღეებიც.
ზოგჯერ, ყველა დღიდან გავდივარ. ჩემ თავს ვპოულობ და გულში ვიკრავ.. ცხოვრებას ვავიწყებ და წერას ვასწავლი. კარგად უნდა იყოს.. როგორც ქარში გადარჩენილი ფოთოლი.