 | ავტორი: ჰერა21 ჟანრი: პოეზია 6 მაისი, 2024 |
ნეტავ რამდენი წელი მომელის? ან წლებისაგან მე , რას მოველი? რელსებს ჩამოვწყდი დიდიხანია აღარ მივარგა არც " დიხანია "
ვდგავარ , წაქცეულ მონათა შორის მეფის მანტია შემოხეული. მე, აღარ მჯერა იდეა ორის... ძველ რვეულს, ვგავარ ამოხეული
უკვე გრძნობებიც წამში იცვლება და ზიზღად რჩება გადმონთხეული. რაც , კი მიყვარდა ოდესმე უწინ სიმახინჯისგან გახდა სნეული
თუ თვლი სამყარო ულიმიტოა ანდაც სიყვარულს არა აქვს ვადა ეს ყოველივე აქ იმიტოა, მარადისობა არ გახდეს 'სადა'
მინიმუმ ორი სიკვდილი განვვლე გარდავისახე , ვიცვალე ფერი მე არც ფენიქსი არა ვარ ნაღდად და არც იესო ნაზარეველი
მაგრამ , ფაქტია ფეხზე ვარ ისევ, და სიმბოლიკურ რიცხვებს ვალაგებ წავსულვარ უამრავ ,უაზრო რისკზე ჩემს ბედს მხოლოდ მე თუ განვაგებ
ვიცი დრო მოვა და გადამახვევ კადრებად გაშლი ნეგატივს ღამის. ვიცი არ გძინავს , ან ჯოინთს ახვევ ისრები გაჩერდნენ საათზე , სამის
შენი სითეთრე ალბათ სხივია და სამოსელი შავი, ნიშანი. ჩემი სული,კი ვგრძნობ რომ ქვრივია და აღარ არის ის უშიშარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უკეთეს განწყობას გისურვებ. უკეთეს განწყობას გისურვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|