ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2024


ასე წვიმს

ასე წვიმს ჩვენთან,იცრემლება ზეცის სიჩუმე,
რომ მეფის დარი საზანდარი ეჟვანს შეაბამს,
ყოფას ამ მძიმეს ,შენ კარები გამოიხურე,
ვერ ვპოვებ ვინმეს აწი უკვე ზეცის შესადარს,
ნანახი ვიცი,საკმარისად მჯერა დარდების,
რომ უცაბედი გაოცება შენაც გეწადა,
მე თუ ამ სიტყვით უსათუოდ შემიყვარდები,
ჯობდა რომ წვიმა სიყვარულში გამოგეცადა,
მე ვეღარ მოვალ,სახვალიოდ დუმან ხევები,
რაკი აღმართი გაიწელა და მე დავდუმდი,
მე ვეღარ მოვალ ვეღარასდროს მოგეფერები,
თუნდაც მეძახდე ნუღარ წახვალ ჩემთან დაბრუნდი,
მაისის წვიმას უსათუოდ მზის დარი მოსდევს,
რომ გაიფურჩქნა ვარდებივით ყველა კოკორი,
მივტირი გრძნობას, არასოდეს სიჩუმის ორდენს,
მე ვარ დღეს დარი და ამ წვიმის ასე მომყოლი,
ნაცნობი ქუჩა,უსახური ჩემი ბილიკი,
რომ განშორებით დაიცლება ზეცა წვიმისგან,
უნდოდათ სევდა და მათ შორის ჩემი ქილიკი,
ვერ მიცნეს ალბათ,გამოძერწეს ქალი ცვილისგან,
მე შენში მიყვარს უანგარო ნაწყვეტი სიტყვის,
და შენდა ბედად გამოვფხიზლდი ამის მე თქმისას ,
ვიცოდი ბგერა მაგრამ სახე როდია მირქმის,
მე მომაქვს შენთვის და წაიღებ ამაღამ სხვისას.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები