 | ავტორი: რითმულა ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2024 |
მაისის წვიმის ნაცრისფერ ციდან შეწყდა დინება და გარიჟრაჟის ოდნავმა სიომ ქროლა ინება, ფოთლებს ანაზდად თან შეეხო და მოეფერა მათი სურნელი მიმოფანტა, მიმოაბნია და წამსვე შეწყდა.....
ამ დროს გაისმა ხმა ტკბილი და საამებელი ფრინველთა ენა ცას სწვდებოდა-საგალობელი, წარმტაცი ბგერა ქედს უხრიდა თავის შემომქმედს და დილის რიჟრაჟს მზე ამკობდა მასზედ ზემოქმედს.
უმალ ნაკადი სიცოცხლისა მოსწყდა ალიონს თითქოს ჩანჩქერი გავეშებულ მოარღვევს კლდიონს, იგი ლამობდა ზღუდეს ნგრევით დამუქრებოდა და გაჭრილიყო სამყაროს მიღმა....ეხეთქებოდა!
მაგრამ კედელი თვით შემოქმედის ხელით ნაგები იყო უდრეკი, ძლიერი და სულით ნადები, მან სიმშვიდისა და ღიმილის ენით მიმართა ჩანჩქერს: "აქ უნდა დადგე! ამ სამყაროს ნაწილი ხარ, აქ უნდა დარჩე!"
.....მაისის წვიმის ნაცრისფერ ციდან შეწყდა დინება და მზის სხივებმა ცის მნათობიდან იწყეს დინება.
18.05.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|