შეიძლება ეს გრძნობა ფიქციურია და მონატრება შავი გახუნებული კაბის მხოლოდ მონატრება- სივრცე ფერგაცლილ გვირილებს და ნაღვლიან თვალებს შორის. ბნედიან შუბლზე მარმარილოს ცივი შეხება. მაგრამ ყვავილები ისეთი ნამდვილია, მავიწყებენ ამოუხსნელ შრომას, მატერიას, ცარიელი ქარხნების მოწყენილობას, სტრიქონებს შორის გამკრთალ მარტოობას, რომელიც ნაგულისხმევია დრომდე მშობლიური გზის საპოვნლად რომ დამჭირდა. რაც დროის მდინარეში ჩაიკარგა, როგორც ნარცისის მზერა და რაც დავიწყებას მიეცა, ცხოვრების ყველა უმნიშვნელო ფრაგმენტი შენს ღიმილში ერთიანდება, რომელშიც ეძებ რომ ძვალი ვარ შენი ძვალთაგანი და ხორცი შენი ხორცთაგანი. ბრმადშობილმა დავჭკნე შენი მკერდი და გწოვე სისხლი ბაგეებიდან, ეგ გვირილები კი გახუნებულ შავ კაბაზე მაინც რა ნათელს მიმხელენ.