შორი გზებით მავალი,დაშრეტილი წამალი, უსულგულო ფერია,შენ რომ მოგიმღერია, ნაფიქრალი ხევები,ჭამა, მონა ,ფერები, სიზმრიანი აისი,აყვავდება დაისი, ედო, მოდის ივნისად,სახელდება თბილისად, შიშის კორიანტელი,გადამდგარი სანთელი, ენამზეთა სიცილი,სიჩმუეში ღლიცინი, უნაირო ერთობა,გაოცდება ღმერთობა, შიშველია ხეობა,დააჩემდა ხელობა უ რა ნიორ წყალია ,მაინც მოიჩქარიან, ცივი ავდირის კირია,შემოღამდა, ყვირიან, უშვერია ზრახვები,მაინც შევუყვარდები, მაიც იტყვის აგვისტო,ფერით მსგავსი არისო, მაინც ენამ იცოდა და სატირლად იწვოდა, მესმის შუქი ფერია,განათდება ძველია, მითხარ რატომ იცნობდი ,გაღიმებად ვიცოდი, შუქი მთების მაგვარი,ანთებული ლამპარი, შიში შორით შორია,ეს მემენტო მორია, სახე ცვილის მაგვარი,გადირევა ზამთარი, უცხო კარებს შეაღებს,თავისას კი ვერ აღებს, იცის მისთვის ჭორია,ანთებულა გორია, სახე ცვლისთვის შემკობა, დაბნეული ერთობა, ესეოდენი კარგობა,სიშორის რომ ვარდობა, უცაბედი ივნისი,შეღებილი თბილისი, შეყვარებულს ვარდები,მაინც შევუყვარდები, უჩუმარი კივილი,გადმოღვრილი ტკივილი, შიში მთაში ერთია,რასაც ამბობს ღმერთია, სიცოცხლესთან თამაში,მადიანი ჭამაში, რახან ერთად ვიარეთ,გაფიქრებას გვიანებს, შეშა გარეთ ბევრია,ავსებული ქვევრია, ფიცი ძმობის მაგვარი,და სახისთვის ნახმარი, უშუქობის ერთობა,დამჩემდება ღმერთობა, ერის მსგავსი ნახირი,ამას იტყვის სხვა პირი, ერთი გზათა საშველი,ანთებული სანთელი, შორით მაგვარს ვეძებდი,მაგრამ უცებ შევდედი, უცხო ნატრვის სარჩევი,და სიტყვები ნაჩვევი, სიზმრით ამბის მომყოლი,ჩამოყრილი ფოთოლი, შიშით ამ წილის გადავლა,ვერ მიირთვა ნადავლმა, ეშმაკს ზვრები უწყოდა,ნეტავ რაღა უნდოდა, იცის შიშის ხეობა,გადაიდგა ბერობა, გავსებული ზნეობა, გაყიდული ხეობა, თეთრი ფიცარ ნაგები,გაყიდული ვარდები, ფიქრის ამით თამაში,შემკობილი თამაში, სიტყვის განზე გასროლა,სასიკვდილო გასროლა, უწყებათა ხეობა,დაგვაჩემდა მზეობა, იციან და ებრძვიან,რომ გავიგე მე გვიან, უცხო ფიქრის მორევი,დაბინდული ჭორები, ახალს ამას ვიწამებ,და შემჭამა მიწამ მე, უცხო აზრებს დავდევდი,ვერ ვიკვეხნი კადრებით, იცოდნენო გაგნება,ვერ შეამკო ვარდებმა, მერე გაისს გელიან,აღებული რთველია, შიში გზანი შორია,ეს მემენტო მორია, უწყებების ქოთქოთი,დაიჭირეს ლოქოთი, მწამდა მშვიდი დინების,და არცერთი გინების, მშვიდი ღამის მაგვარი,ჩამქრალია ლამპარი, შუქი აზრებს ვერ არევს,და ვერ ვიტყვი მე ამდენს, იცოდნენო ეწერა,გაისამდი პეპელა, შიშიანი ოთხი გზა,ვიღაცამ რომ მოთიბა, უნიკალურს გიამბობ,იციანო მიანდობ, არა მევე ვიცოდი,თუკი სადმე მიცნობენ, შიშის ხეთა კირია,სადაც მუდამ ყვირიან, ხელი უშვი მეგობრებს,მიეახლე მეომრებს, უცაბედი ივნისი,გადირევა თბილისი, შიშის კორიანტელი,ანთებული სანთელი, სამარეშიც ვახსოვარ,იმიტომ რომ მარტო ხარ, იცოდნენო გაგნება,ამ სიზმრების ავდრებმა, გენაცვალე მონა ვარა,იმიტომაც ვგორავარ, რომ უსისხლოდ ჩაივლის,და დარდები გაივლის, რომ ჩანჩქერი არადა,გეყოფოდეს კმარადა, შიშიანი ზამთარი,გადაღლილი დავთარი, შემოხედვა ცბიერი,მაინც რომ ბედნიერი, აშოლტილი ასული,უცხო მიწის მსახური, შეფეთება თვალების,გადაღლილი წამების, იშვიათი ერთობა,იტყვის მაინც ერთობა, რომ სხვისია ხევები,რომ მისიას ფერებით, ეტყვიან და იცოდა ,რამდენი რომ ფიცრობდა, უშიშარი ავდარი,ისევ დაწერს დავთარი, მაგრამ ჩემი ზრახვები,მისი შორით ნახვები, სიჩუმეში ტირილი,გაფანტული კივილი. .............................................................................. გაღებული ან გამქრალი,გაფიცული ან დამცხრალი, შიში როცა იწყებს ლოცვას,შიში როცა ისიც მოსავს, მევე ვიქეც დარდიანად,მე გადავდგი ფეხი აზრში, თუ დამიცდი თუ მიპოვი,მოიპოვე სიტყვა დარდში, მე თუ ვარდი დავიჩემე,ნუღარ მოსავს ავი ზრახვა, მე შენი ვარ,შენთვის მოვკვდე,ეს ცხოვრებამ დამანახა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ა, დარდიანი კაცი. ა, დარდიანი კაცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|