| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2024 |
ნინ შენ იჯექი გვერდით მერხზე მდუმარე, ,,ბოლო ზარის“ მოლოდინში, ნინ ! ამ ,,გაკვეთილს“ დღევანდლამდე ვუარე, დროს ხელიდან გამოვგლიჯე ძლივს; დამათოვა, სამყაროა თეთრი და ტაძრამდე მიმიყვანა გზამ, თეთრი გახდა ჰელიოსის ეტლიც, ის სიზმარი მაინც ცხადად ჩანს; შენ იჯექი გვერდით მერხზე მდუმარე, არ ვიცოდით რა გველოდა წინ, მე ამ სიზმარს დღევანდლამდე ვუარე, ,,ბოლო ზარის“ მოლოდინში, ნინ !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა. მუხა! ჩემთვის, თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია, თქვენს შემოქმედებას რომ ვიცნობ, ამიტომ. მადლობა. მუხა! ჩემთვის, თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია, თქვენს შემოქმედებას რომ ვიცნობ, ამიტომ.
1. კარგია. პოეზიაში მომწონხართ! კარგია. პოეზიაში მომწონხართ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|