 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 23 მაისი, 2024 |
ჩაბნელებულ აეროპორტში ბიჭებს დავემშვიდობე. გული ჩათუთქული მქონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ დამბოს ბოლოჯერ ვხედავდი. თვითმფრინავის აფრენამდე ემოციებს ვთოკავდი. მაგრად წვიმდა. თვითმფრინავიც აფრინდა და გამოჩნდა ჩემი ჩაბნელებული, მდუმარე, სევდიანი, გაწამებული თბილისი. თვითმფრინავის ფანჯარაზე სწრაფად, მდინარესავით მიიკვლევდნენ გზას წვეთები. ცრემლებს გავდა. მეც ვტიროდი... საშინლად ვიფრინე. მძიმე ემოციურ ფონს და პახმელიას საშინელი ტურბულენტობაც დაემატა და რომ დავფრინდით, ჩემ თავს შევპირდი, აღარასოდეს ჩავჯდები თვითმფრინავშიმეთი, მაგრამ როგორც ბევრი სხვა დაპირება ესეც ვერ შევასრულე... ... ჰამბურგის კოლეჯში სწავლის პირველ დღეს მივედი ჩეულებრივი მტრული სახით. არც ვიცოდი სხვა არაფერი. ყველაზე „ძერსკი“ გამოხედვა მთელ კოლეჯში დარწმუნებული ვარ მე მქონდა. ვიცოდი, რომ ყველა უცხო ჩემი პოტენციური მტერი იყო და შესაბამისად ყველას მტრულად ვუყურებდი. თავში ჯერ კიდევ მყარად მქონდა გამჯდარი „ვინც ჩემი ძმაკაცი არ არის ის ჩემი მტერია„ დევიზი. სპეციალურად ჩემზე მაღალ და ტანით ძლიერ ტიპებს ვაშტერდებოდი, აბა რამეს თუ გაბედავდნენ. ჩემდა გასაკვირად არცერთ ჩემს ეგრეთ წოდებულ ძერსკ მიშტერებას არ მოყვა არანაირი საპასუხო რეაქცია, გარდა გაღიმებისა. საკმაოდ გასაოცარი იყო გახსნილი, მომღიმარი ადამიანების ნახვა. იღიმოდნენ, ხუმრობდნენ, ლაპარაკობდნენ, ერთობოდნენ, რაღაცნაირად ლაღები იყვნენ. ეტყობოდათ, რომ მათ არ ქონდათ ნანახი ომი, არც ბენზინის ყლაპვა უწევდათ იმისთვის, რომ შემდეგ ალკოჰოლი ეყიდათ და გამთბარიყვნენ, არც პურის რიგი და ტალონები იცოდნენ რა იყო, არც უშუქობა, არც ძმაკაცის დაჭრა ქონდათ გამოვლილი და ალბათ ნამდვილი იარაღიც კი მხოლოდ ფილმში ქონდათ ნანახი. მე, ჩემი დაძაბული მზერით ალბათ ძალიან სასაცილო ვჩანდი ამ მშვიდობიანი ადამიანების ფონზე. ამას მალევე მივხვდი და ცოტა შემრცხვა კიდეც. რამოდენიმე დღეში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი ამ ყველაფერში და შედეგად ვგრძნობდი, თუ როგორ მეხსნებოდა თანდათან დაძაბულობა კისრის და მხრების არედან და თითქოს როგორ მსუბუქდებოდა და მშვიდდებოდა ჩემი სხეული. საბოლოო ჯამში ჩემი მახინჯი მსოფლმხედველობის და აბსოლუტურად ხელოვნურად შეთითხნილი იმდროინდელი თბილისური ღირებულებების უზარმაზარი ნაწილი ზვავივით მოწყდა ჩემს ტვინს და უსასრულობაში შთაინთქა, რის შემდეგაც უკვე მსგავს საქციელებზე, როგორც ადრე მე თითონ ვიქცეოდი, მხოლოდ მეღიმებოდა. გამიმართლა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა #მუხა მადლობა #მუხა
1. მსოფლმხედველობის საღი აზროვნებისკენ შემობრუნება მოსალოცია, ( მოცულობით ძალიან ცოტაა) მსოფლმხედველობის საღი აზროვნებისკენ შემობრუნება მოსალოცია, ( მოცულობით ძალიან ცოტაა)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|