სამასი გმირი ვაჟკაცი უმიწოდ მიდის ქვეყნიდან, ძირას ნაყარი ვაშლები დევნიან სულის იარებს, ვერ ნახეს რამის მომყოლი დაიქცევიან გესლიდან, მომყოლი ამბავს მიაქნევს ნაამბობიდან გვიანებს, შეშურდა ცას და იტირა,ნასაყდარევი ივნისი, შემკობა უნდა გეწადა ნაიარევის კვალობად, ასევე იქცა ივნისად,ნაგვიანები თბილისი, მიიღეთ ლოცვა საშველად,უფალი არის წყალობა, თუ კი მარტივით აღიქვი,გზაგასაყარის ხიდობა, მაშინ დაიქცეს მტერთათვის უნაირობის ეჟვანი, ასეა მომცრო წერილი ალბათ მეტი თუ გინდოდა, გარეთ დევნიან ყმაწვილებს და საომარიც ეს არის, რაკი გუშაგი საყდართან,წელგამართული სათავე, ათასგზის შურის მნახველი გულგანგმირული ონისე, თუ კი მოგწამლეს მითხარი საწამებელი რა ჭამე, თუ კი შხამია იცოდე არ ჩაიხუტო დაგლისე, სიტყვა კი იყო საქები,ნანახი ნახეს თვალებმა, ერთია ლოცვის პირიმზე,მაშინაც განზე ისროდი, შამქორის სხივი უჩინა,და ციდან ნახეს ალებმა, ნუღარ მიქარავ, სანამდე? ანდა ნუ მეტყვი თუ მყიდი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|