ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2024


* * *

ელოდებოდა მაშინაც კი გაითავისა,
რახან კარაქი პურის გარდა ყველას წაუსვეს,
წერე ხვალისა და შენატრე არა თავისა,
არ არის მცდარი და შეღებავს მწვანე კარუსელს,

სიშორემ გამცნო უვიწყებდი ასე მარტივად,
რაკი ან ერთი ან მეორე უკვე გაგექცა,
რაკია შენი, აღვირივით გაამარტივა,
სიტყვა და ზარი თავისთავად უკვე დამეცა,

ესოდენ აზრი უაზრობას ისე შეერწყა,
რომ განიგმირა საზღაური ჩემი დიდების,
იქუხა ერმა და შენატრა თითქოს ქვემეხმა,
ერიდე მარცვალს და სიავეს უცხო გიდების,

სიშორე მამცნო და სიშორემ გამაათკეცა,
რომ საზღაური უჩინოა ჩემი ამბორის,
რომ სიყვარულის მორევია ელჩად დაკეცა,
და მოგონებებს გასცდებოდა ჩუმი ამ გონით,

ხო იცნობდიო გაგონებას ასე მარტივად,
სიშორის მსგავსი და შენიღბეს ჩუმმა ვაებამ,
მივფრინავ შორით და სიშორე მე თან არ მცივა,
ჩიტივით მარდი რომ მეორედ აღარ გაება...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები