| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2024 |
სიკეთის მეტაფიზიკური პორტრეტი
ჰყვაოდა ბუნება და შიშველფეხება, საღამოს სიგრილეს, მირეკდა გრიგალი, მინავლდა, შეჩერდა და იგრძნო შეხება, სამოთხის ზღურბლის წინ უეცრად მიმდგარი; -
შეშფოთდა! ...
ვერხვების ფარვანა უტკბილო ფანტელი, ბრუნავდა, ცვიოდა და უცებ დაბერდა, დარდისგან მოლამბულ ბუმბულის სარტყელით, ნარ-ნარა სასთუმალს მიწაზე აგებდა, ბალიშიც საწოლზე ლამაზად წაფერდა.
ჩათვლიმა! ...
იმძლავრა ძილქუშმა და ჟამი მიმქრალი, ნელ-ნელა მავალი რიტმული ნაბიჯით, დღეს თავგზას ურევდა, მზეს რვალად ადნობდა, სუნთქავდა სამარე სიბნელით ნაჯიჯგნი; დაისის სიწითლეც თანდათან აგორდა; -
ინათლა! ...,
იქ, სილაჟვარდეში ცურავდნენ ღრუბლები, მეწამულ ფერებში ცის თაღი ჰყვაოდა, სარკეში მზირალი ფუმფულა სინაზით, ღვთიური სხივებით გამთბარი ხელები, ეპოქებს ავსებდა სიკეთის მირაჟით,-
ნათლავდა! ...
მიჰყავდა ისინი სამოთხის ზღურბლამდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! მადლობა, მუხა!
1. სარკეში მზირალი ფუმფულა სინაზით, ღვთიური სხივებით გამთბარი ხელები, ეპოქებს ავსებდა სიკეთის მირაჟით,-
სარკეში მზირალი ფუმფულა სინაზით, ღვთიური სხივებით გამთბარი ხელები, ეპოქებს ავსებდა სიკეთის მირაჟით,-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|