-.... არაფერი მაქვს სათქმელი. - სიზმარი მაინც მომიყევი... - ახლავე. ცოტა მოითმინე, ისეთი სიზმარი გავიხსენე, რომელიც ყველაზე უცნაური მომეჩვენა. ერთხელ ვნახე, ვითომ ვიღაცეები მეჩხუბებოდნენ, მებუზღუნებოდნენ, ნუ გვავიწროვებო. მე კიდევ სასაცილოდ არ მყოფნიდა მათი ბუზღუნი. ხანდახან წიხლებს დავუშენდი ხოლმე. არაერთხელ თავურიც ვუთავაზე, ამაზე კიდევ უფრო და უფრო ბრაზობდნენ. ჩემთან ვერაფერი გაეწყოთ და მერე ერთმანეთს გაუბამდნენ ხოლმე მუსაიფს, ნეტავი როდის დაგვტოვებს, როდის მოგვასენებსო. - მერე რა მოგეჩვენა მაგ სიზმარში უცნაურად? - მათი სხე; უფორ სწორად, უსახობა. მათ სახე არ ჰქონდათ და საერთოდ ძალიან ბუნდოვანი შესახედაობისა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში ძალიან ახლოს ვგრძნობდი მათ არსებობას, ძალიან ახლოს და მკაფიოდ. - შენ ადრინდელი ხილვა დაგსიზმრებია. - მაინც როდინდელი? ბავშვობისდროინდელი? - შეიძლება ასედაც ითქვას, უფრო სწორად მაშინდელი, როდესაც ჯერ ისევ დაუბადებელი იყავი, დედის მუცელში მყოფი. შენში მაშინდელი ცნობიერება გაღვიძებულა. - ისინი ვინღა იყვნენ, წიხლებს რომ ვუშენდი. - ღვიძლი, თირკმელი, საერთოდ ადამიანის შეგთავსი. - მგონი მართალს უნდა ამბობდე. - მგონი კი არა, მართლა ასეა. ადამიანის ცნობიერება არაა ერთგვაროვანი, იგი რამდენიმე შრისაგან შედგება. მოცლილი ხალხი ამ შრეების დათვლას და აღნუსხვას ცდილობს, რაც მეტად საეგებიო საქმიანობაა. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, შენში ერთერთი ყველაზე პირველადი, შიგნითა შრე ამეტყველდა მაშინ. - რა მიზნით? - ვინ რა იცის, ხანდახან უყვართ ამოტივტივება სიღრმისეულ ხილვებს, შეგიძლია თუ არა გაიხსენო კიდევ რაიმე ამის მსგავსი? - მიძნელდება. . . - რაც უფრო მეტს გაიხსენებ სირრმისეულ ხილვებს, მით უკეთესია, ერთ კანონზომიერებას შეამჩნევდი. - მაინც რას? - ცნობიერებათა ჯამი ყოველთვის ნულის ტოლია. - ეს როგორ გავიგო? - ადამიანის მთელი სიცოცხლე აზროვნების განუწყვეტელი ჯაჭვია. როგორც გულისცემა არ წყდება, ისე არც აზროვნება. ამ უკანსკნელში კი ცნობიერების ყველა შრე იყრის თავს, გარკვეულ მომენტში შეიძლება რომელიმე შრემ გადასძლიოს, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ სხვა კლებულობს ამ დროს. რომელიმე სხვა შრე მიყუჩდება ხოლმე, ოღონდ ეს განუწყვეტლივ არ შეიძლება გაგრძელდეს, წონასწორობა უნდა აღსდგეს. ცნობირებათა ჯამი ყველა კერძო შემთხვევაში ნულის ტოლია. - ყოველ ასაკში? - ყოველ ასაკში. ასაკის მიხედვით იცვლება შეხედულებები, რაც ბავშვობაში გვიყვარს, მოწიფულობაში გულს გვირევს, ანდა პირიქით. თუკი ღრმად ჩავწვდებით ყველა ამ ცვალებადობას, შევაჯამებთ და ერთმანეთს დავუტოლებთ, შედეგად ყოველთვის ნულს მივიღებთ. ანუ ცნობიერების ყოველი გამოვლინების შეჯამებით, ჩასახვიდან სიკვდილმდე ყოველთვის ნულს მივიღებთ. - ყველა ადამიანის შემთხვევაში? - ყველგან და ყოველთვის. -გამონაკლისები არ არსებობენ? - არა; - ვთქვათ, გენიოსები. . . - არა მეთქი, ჯამი ყოველთვის ნულია. - გამოდის, რომ ჩვენი ცნობიერება არაფრიდან არაფრამდე მიმოიქცევა? - ასე გამოდის. - კიდევ გიამბო რამე? - ოღონდ სიზმრები აღარ გვინდა, სიცხადეში რაც შეგემთხვა, ის მომიყევი. - ერთ ისეთ ამბავს გიამბობ, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა. ერთხელ ტკივილები დამეწყო მარცხენა ხელში. ექიმებმა ბევრი იკვლიეს, მაგრამ ვერაფერი გამოიკვლიეს. საშველი რომ ვეღარაფერი ვნახე, მკითხავთან მივედი. მკითხავმა ხელი მომკიდ მარცხენა ხელზე, რაღაც ქაჯური შელოცვები ჩაიბუტბუტა და მითხრა, ეს შენი ტკივილი არააო. - რას ჰქვია, ჩემი ტკივილი არაა. ხელი ხომ მე მტკივა - ვკითხე გაოცებულმა. - ეს სხვისი ტკივილია, - დაიჩემა მან, - წადი, ეძებე, ვისაც დამწვრობა აქვს მარცხენა ხელზე. - დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მკითხავის სიტყვებისათვის, მაგრამ მეორე დღეს გავიგე, რომელიღაც ქარხანაში დიდი ავარია მომხდარიყო, დამწვრობაც ბევრს მიეღო ამის შედეგად. მაშინვე გავეშურე იქითკენ. ხელი ისევ ისე მტკიოდა. იქ ნაირნაირი დამწვრობები ვნახე, ერთს მართლაც დასწვია მარცხენა ხელი. ჩუმჩუმად ვუთვალთავლებდი, თუ როგორ მკურნალობდა, ხელი თანდათან ურჩებოდა, მეც შვებას ვგრძნობდი მასთან ერთად. როცა ხელი სრულიად მოურჩა, მეც გამიარა ტკივილმა. ეს ამბავი დღემდე ვერ ამიხსნია. - ეს სულაც არაა ძნელი ასახსნელი. ხომ გქონია შემთხვევა, როცა სხეულის რომელიმე წერტილში გიჩხვლეტია ნემსი და სადმე სხვაგან გეტკინა. ცხადია, მიზეზიც იცი, თუ რატომ ხდება ასე. მთელი სხეული ნერვიულობს, სისტემა ერთი მთლიანი განტოტებაა. მტკივნეული წერტილი გამოძახილს იძლევა უმტკივნეულოსტან, როგორც ერთი ძაფის ორი ბოლო. ასევე მთელი კაცობრიობა ერთი მთელი ორგანიზმია, ერთი ნერვის განტოტებაა ფართო გაგებით. შენი ტკივილი აუცილებლად ეტკინება ვიღაცას და ასევე შენც გეტკინება სხვისი ტკივილი, ოღონდ ყოველთვის ადვილად ვერ მიაგნებ ტკივილის წყაროს. ზუსტად ასევე, ჩვენი ცნობიერებამ ანუ მთელი კაცობრიობის ცნობიერება ერთი მთლიანი განტოტებაა, ჩვენ, სათითად ყველანი, მისი უწვრილესი ძაფები ვართ ერთ ძირითად შტამზე ასხმული, რასაც მე ვფიქრობ, ის შეიძლება სულ სხვამაც იფიქრობს, ჩვენგან ძალიან შორს მყოფმა, მაგრამ ჩემმა განუყრელმა და ახლობელმა ამ მთლიანობის გაგებით. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანის აზროვნებას ერთ წერტილში მოუყარო თავი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვინ არის. ლაპარაკია მთელ კაცობრიობაზე და მის აზროვნებაზე . აქ ყველა ერთდა შეჯამდება: ჭკვიანი, სულელი, გენიოსი. დიდი, პატარა... ყველა ჩვენგანის გონებათა ნაკრები შეიძლება ერთ წერტილში დაფიქსირდეს, დაახლოებით ისე, როგორც თვალის ბადურაზე განლაგებული ნერვული წერტილები იყრიან თავს ერთ წერტილში, ერთ ვიწრო ნერვულ ბოჭკოში. - მერე რა გამოვა აქედან? - როგორც თვალის ბადურის შემთხვევაში. როგორც მახსოვს, თვალის ბადურის იმ წერტილში, სადაც ყველა ნერვული წერტილი იყრის თავს, არაფერი ჩანს. ეს მკვდარი წერტილია. - ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. - ესეიგი, აქაც არაფერი მიირება? - აქაც ნული. ანუ, არაფერი.
* * *
- კოღოების გუნდს თუ დაკვირვებიხარ ოდესმე? - როგორ არა. - რას ფიქრობ ხოლმე ამ დროს? - ვფიქრობ, ნეტავი როგორი ვჩანვარ მათ თვალში მეთქი. - ასე რომ, თქვენ ორივენი, კოღოების გუნდი და შენ თვითონ, ჰგავხართ ორ უცნობს, რომლებიც თვალებზე ფარდაჩამოფარებულნი შეჰყურებთ ერთმანეთს. - რომელ ფარდაზე ლაპარაკობ? - ეს ფარდა არის თვენი, კოღოს და ადამიანის ცნობიერება, კოღოს და ადამიანის თვალთახედვა, მათი აზროვნება. კოღოს გააჩნია თავისი ცნობიერება, ასევე ადამიანსაც. როცა ერთმანეთს შეჰყურებთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმ ფარდას ხედავთ, მერე სხვა დანარჩენს კი იმ ფარდის ნაკეცებში გავლილს ხედავთ მხოლოდ იმ სახით, როგორსაც თქვენი წინასწარი ცნობიერების ფარდა წარმოგიდგენთ. იმ ფარდის მიღმა გადახედვა რომ შეგეძლოთ, სულ სხვა სურათებს დაინახავდით. უამისოდ არ იცი, როგორი ჩანხარ კოღოს თვალში, არც კოღომ იცის როგორი ჩანს ის შენს თვალში. - მგონი მართალი უნდა იყო. ერთი შემთხვევა გამახსენდა შენს ნათქვამთან დაკავშირებით. თუ გინდა, გიამბობ; - გისმენ. - ერთხელ ვიფიქრე, როგორი ვარ მეთქი კოღოების თვალში. ჩემს წინაშე ადამიანი იდგა; სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი ნაცნობი. რაღაცაზე ვმუსაიფობდით. უეცრად თავში გამიელვა, ნეტავი როგორი სახით დავინახავდი მას, კოღოს თვალით რომ შემეძლოს მისი დანახვა - მეთქი. ამის გაფქრება იყო და რას ვხედავ: ადამიანმა დანაწევრება იწყო. მისი სხეული ათას პაწაწინა ნაწილად დაიშალა. სათითაოდ ყველა ნაწილი ცალკე ადამიანი იყო, ზომით პაწაწინა, მაგრამ იმ ადამიანის ზუსტი ასლი, რომელსაც ი წუთში ვემუსაიფებოდი. პაწაწინა ადამიანების ნაკრები კოღოების გუნდივით გამოკიდებულიყო ჰაერში. ვხედავ, ეს ეს პატარა ადამიანუკები ხან ერთ მხარე სმიბრუნდებიან, ხან მეორე მხარეს, მაგრამ ერთი წამითაც არ შორდებიან ერთმანეთს. - გააგრძელე მასთან მუსაიფი? - ვერა. აბა რომელს უნდა დავლაპარაკებოდი, ისინი ხომ უთვალავნი იყვნენ. - რა საწყენია. ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებდით და თქვენი ცნობიერების ფარდა, რომელიც ასე უიმედოდ გაშორებთ ერთმანეთს, საბოლოოდ გადაიწეოდა. შენს შე,თხვევაში იმ ფარდის კუთხე აიწია ოდნავ. სხვა რომელიმე ცოცხალ არსებათა მიმართებით გქონია მსგავის შემთხვევა? - არა, არცერთხელ. არცერთ არსებათა მიმართ. - აი, ეს კი უფრო დასანანია, შენ დაინახავდი, თუ როგორ ჩანს ადამიანი სამყაროს, დედამიწის ყველა ცოცხალი არსების თვალში. ეს კი საშუალებას მოგცემდა, მათი ცნობიერება დაგენახა და გაგეაზრებინა.. მერე ყველა ამ უამრავ ცნობიერებას ერთ წერტილში მოუყრიდი თავს. ვთქვათ, როგორ ჩანს ადამიანი ფრინველთა ან ქვეწარმავალთა თვალში. რას ფიქრობენ ჩვენს შესახებ, რას განიცდიან, როგორი აზროვნება აქვთ. საბლოოდ აგიხდებოდა ის ფარდა, რაც თქვენს ცნობიერებას შორის არსებობს. მერე ყველა ამ არსების ცნობიერებას ერთ წერტილში მოუყრიდი თავს. - ვიცი, რაც უნდა მითხრა, იმ წერტილში, სადაც ყველა არსების ცნობიერება მოიყრის თავს, ნული მიიღება, ანუ არაფერი. - ზუსტად ასეცაა, ნული, ანუ არაფერი მიიღება, როცა დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალი არსების აზროვნებებს შევკრებთ. - აქაც არაფერია ჩასაფრებული. - შეიძლება ასედაც ითქვას. - ასე იგი, ჩვენი ცნობიერება განუწყვეტლივ მიმოიქცევა არაფრიდან არფრამდე, - ასე ამტკიცებ. - ჭეშმარიტად. - მერე რა გინდა მაგით რომ თქვა? - არაფერი. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|