ნაცნობი მტერი,საცნობია აქაც ქედები, ჩქერი დის მიწას,ჩანჩქერიდან გამომდინარე, გულია სიტყვა, ანთებული გენაცვალები, თუ კი მანამდე ზაფხულივით გამოიდარე, სიზმრების ტყვე ვარ,ამერია სისხამ დილაზე, ჩემო კალამო გადაღლილო ავის დიდებით, გარეცხეს მიწა გადაკიდეს გაღმა სინაზე, მე გეტყვი წასვლას აღარ ქვია აქაც მშვიდობით, ნაცნობი მტერი,საცნობია აქაც ქედები, რომ გულისპირას უსახსრობამ გამოიდარა, მე სანუკვარი,ჭალაშიაც მოგეფერები, თუ იტყვი წავალ შემახვიე წასვლის სუდარა, მითქვია ასე, საწადელი უფსკრულის პირას, ჩემო საუნჯევ დაქცეულო მტრების ამალით, დიდია ლოცვა ანთებულა ყოველი წინათ, სინანულს გავდა გულს მიყარეს ჩქერად წამალი, ჩემო სამყოფო,უცილობლად გამოკეთდები, ჩემო საგზალო გზად მავალი არ დაიქცევი, და ჩვენ ქვეყანას გულისპირას არ აქვს წვეტები, თუ ხარ ქართველი სხვაფერად ნუ გადაიქცევი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არავინ გაძალებთ კომენტარის დაწერას და არც შეფასებით,გთხოვთ თავი შეიკავოთ ბოღმანარევი უსულგულო კრიტიკისგან რომელიც გატვლილია შინაარსობრივი ფონის გაუფასურებისთვის და მისი დაწერა ემსახურება პირდაპირ პირადი ამბიციების და მიზნებისკენ მიმავალ გზას რაც თქვენდა სამწუხაროდ ჩემ ლექსებში არ იძებნება,კიდევ ერთხელ გიმეორებთ,კარგი ლექსების წერას რო დაიწყებთ მერე დაგიჯერებთ რომ თქვენც კარგი ხართ რჩევებში. არავინ გაძალებთ კომენტარის დაწერას და არც შეფასებით,გთხოვთ თავი შეიკავოთ ბოღმანარევი უსულგულო კრიტიკისგან რომელიც გატვლილია შინაარსობრივი ფონის გაუფასურებისთვის და მისი დაწერა ემსახურება პირდაპირ პირადი ამბიციების და მიზნებისკენ მიმავალ გზას რაც თქვენდა სამწუხაროდ ჩემ ლექსებში არ იძებნება,კიდევ ერთხელ გიმეორებთ,კარგი ლექსების წერას რო დაიწყებთ მერე დაგიჯერებთ რომ თქვენც კარგი ხართ რჩევებში.
1. ფინალამდე რა კარგად მიდიოდა ყველაფერი! ბოლო ორ სტრიქონზე დავფიქრდებოდი.
ფინალამდე რა კარგად მიდიოდა ყველაფერი! ბოლო ორ სტრიქონზე დავფიქრდებოდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|