გზები გაიწელა,უღრანს მივადექი, ტყე და უძილობა ერთად შემეყარა, თუ ხარ სამართალი მართალს მიაწექი, სადაც სამართალი სიტყვას შეეპარა, ჩუმი გათენება,ფრენა სახვალიო, და თან უცნაურმა სევდამ დამიარა, მეტყვი განშორება შენთან,აქ არიო, წუთი გადიოდა მალე, წამი არა, ჩემი სახვალიო დარდით ნაამბობი, ეკალ-ბარდიანი საღად ნაჩვენები, იყო შეფეთება მაგრამ არ ამბობდი, აღმა იცლებოდა თრობის სარჩევები, ჩუმი განთიადი,სიზმარს აყოლილი, ჩემი გრძნობებივით მარტოდ,დაჩაგრული, კოკა ნარჩევი და კოკა გამოცლილი, კეცზე გამომცხვარი ცხელი ხაჭაპური, ისევ ბადაგია გულზედ გალესილი, შამფურს მწვადიანად არვინ მიირთმევდა, ჭამა-სმა თუ იყო ასე გალექსილი, უკვე გასაგებად ფეხს რომ მიითრევდა, მე და შემოდგომა,სმა და გაგიჟება, მე და გაზაფხული ფიქრით დაზაფრული, დილის გათენება ჩუმი არიქნება, ახლა ზაფხულია, ჩიტი არნახული, რაკი სმა-ჭამაში დროჟამ გალეულა, ვიცით თათქარიძის მსგავსი აჩრდილები, ვწერ და ვაბერდები დავთარს მთვარეულად, თანაც მეძახიან მინდვრის ყვავილები, ტანზე ჟრუანტელმა ერთხმად დამიარა, თითქმის გაგებული აზრის ირონია, წამებს დავითვლიდი,გასულ წლებიანა, თავი მოუკლავთ და გალაქტიონია, ისევ დღე მარცვალი,ისევ შიშხათია, ისიც გაბნეულად აზრებს შეექცევა, ბრძოლა მოიგე თუ მხოლოდ ყისმათია, ბედი რომ გწყალობს და ღვინოდ დაიქცევა, მაინც აბდაუბდა,მაინც შელახული, მანაც უცაბედი, სუსხი გვიანდერძა, ჭადად გამომცხვარი ცხელი ხაჭაპური, კეცით მოგვართვეს და თანაც მთავარ კერძად.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პოეზიის პოსტმოდერნიზმად თუ თანამედროვე ლექსიკას ჩავთვლით მაშინ ჩემი ნაწარმოები იტანს ეკლექტიკურობას,ამასთან პოსტმოდერნიზმის ეკლექტიკური ხასიათი ჟღერადი ნამდვილად არ არის ხშირად,ჩემთვის მუსიკალურობა მთავარი შარმია პოეზიის... არ გამოვრიცხავ რომ ავანგარდიზმი დაინახოთ ჩემ მონათხრობებში შემდეგში რაკი პოსტმოდერნიზმი გამოვრიცხეთ(მეც არ ვთლი რომ პოსტმოდერნისტულია),განვითარებითი ხასიათი თუ ექნება ჩემი ''ეკლექტიკური ნაშრომების" ბუნებას,აღსანიშნავია რომ თქვენ აღმოჩნდით ერთადერთი ვინც საკუთარი მოსაზრება საჯაროდ და მკაფიოდ ამ ფორმით გამოხატეთ... მადლობა.
პ.ს ჩემი მიზანია შინაარსმა ტექნიკური მხარეები გადაფაროს,და იმის ხარჯზე რომ რითმებს ვეძებ,მუსიკალურობა შევინარჩუნო,რაც შეეხება მიმართულებებს და კლასიფიკაციას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს რატომღაც... პოეზიის პოსტმოდერნიზმად თუ თანამედროვე ლექსიკას ჩავთვლით მაშინ ჩემი ნაწარმოები იტანს ეკლექტიკურობას,ამასთან პოსტმოდერნიზმის ეკლექტიკური ხასიათი ჟღერადი ნამდვილად არ არის ხშირად,ჩემთვის მუსიკალურობა მთავარი შარმია პოეზიის... არ გამოვრიცხავ რომ ავანგარდიზმი დაინახოთ ჩემ მონათხრობებში შემდეგში რაკი პოსტმოდერნიზმი გამოვრიცხეთ(მეც არ ვთლი რომ პოსტმოდერნისტულია),განვითარებითი ხასიათი თუ ექნება ჩემი ``ეკლექტიკური ნაშრომების" ბუნებას,აღსანიშნავია რომ თქვენ აღმოჩნდით ერთადერთი ვინც საკუთარი მოსაზრება საჯაროდ და მკაფიოდ ამ ფორმით გამოხატეთ... მადლობა.
პ.ს ჩემი მიზანია შინაარსმა ტექნიკური მხარეები გადაფაროს,და იმის ხარჯზე რომ რითმებს ვეძებ,მუსიკალურობა შევინარჩუნო,რაც შეეხება მიმართულებებს და კლასიფიკაციას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს რატომღაც...
1. მეჩვენება, რომ მეტისმეტად ეკლექტიკურია, ოღონდ არა პოსტმოდერნისტულად, რომელიც ასეთ რაღაცეებს იტანს. თანამედროვე ლექსიკა და ინტონაცია შებოჭილია “ძველი თხიერით”. მეჩვენება, რომ მეტისმეტად ეკლექტიკურია, ოღონდ არა პოსტმოდერნისტულად, რომელიც ასეთ რაღაცეებს იტანს. თანამედროვე ლექსიკა და ინტონაცია შებოჭილია “ძველი თხიერით”.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|