ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2024


შხეფებს სახვალიოს

*
სახე დაკაწრული ჩემი საყვარელი,
გულში ეჭვებივით ხავსი მომეკიდა,
ჩუმი იანვარი სხვისთვის სანატრელი,
გრამი აღარ მქონდა ანდა რომ მეყიდა,
გულში ნიაღვარად ჩამრჩა სიმარტოვე,
და თან უნებლიედ წამმა შემაჩერა,
ასე აყვავებას გულზედ ვიმარტოვებ,
თითქოს ოცნებებმა წუთი შეაჩვენა,
გაღმა ატირებულ დღეთა ქარიშხალი,
და თან მარტოობა ასე მიომია,
მე სხვა ვიყავი და ესეც არ გითხარი,
ხვამლი სანახავად საყდრად სიონია,
მე ჩუმ გალექსებას ავი შევაფეთე,
შენ ჩემ გულიანებს ავი იწონიდა,
რაღა შევიმეცნე ან რა გავაკეთე,
ასე აშენდება განა ნიკორწმინდა,
ჩქერი ეშხიანი ხავსებს წაეკიდა,
ელვა მეხიანად განზე გატყორცნილი,
ვიცი უმისობა,ანდა რომ ეყიდა,
ლიტრი ზეთის მსგავსი ,ძველი კარტოფილი,
მაშინ არჩევანში ასე შეცდებოდა?
არა არჩევანი თურმე გაიკეთა,
სიბრძნისმეტყველების თავი ექნებოდა?
სასო აღარ არის სულ მთლად წარიკვეთა,
ჩემო სანუკვარო დილის გაღვიძებავ,
ჩუმო აივანო დიდად ივნისისა,
სახის მეტყველება სულში აღიძვრება?
ნახეს საზღაურად ჩვენი თბილისისა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები