 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2024 |
დამოკლდებიან მაგისტრალები, მე შემოგძახებ: გაუ, მხედარო! თავნება სიოც გამისტრალდება, ბობოქარი და გაუხედნავი. თივის სახლები ხანძარს მიეცეს, აღარავისთან არრა მმართებდეს, ჩამოგვექციოს თავზე მღვრიე ცა, ჩამოვეკიდოთ უფალს კალთაზე, ისეთი იყოს ჩვენი ქრონიკა, რაღაც საოცარ კადრთა კოლაჟი, ცაო, იისფრად მოოქროვილხარ, ჩამოსვენებულ მზის არყოფნაში, უმზეობისას ერთად ვიგლოვოთ, ჩანაცრებული თივის სახლები, იქნება ჩვენი ცრემლის სიგლუვით არსებობასაც განაახლებენ, არ მივატოვოთ ძველი სიმღერა, აკორდიანი აკორდეონის, ცა არაერთხელ გადაიმღვრევა, მაგისტრალებიც გამოგვდევნიან, არ შეგეპაროს ხმაში სიფიცხე, მზერაში - ბრაზი და ბოროტება, მზესაც ადვილად ნუ დაივიწყებ, დილისკენ ისევ ამოგორდება, დრო - მოძრაობის ფოკუსიაო, ამასწინ ვნახე ზაზანაშვილთან, მზე, უმოწყალო პროკრუსტესავით, დაამოკლებს და აპანაშვიდებს დღეებს, რომელიც ასე დაგრძელდა და არავისთან მაკავშირებენ, შეხედე, ქვები წვანან საბძელთან, ეპიტაფიაგადაშლილები... თითს გაიშვერენ ხვალაც ქვებისკენ, გადაღლილები უძილობისგან, სასაცილოა, რომ ეს დეფისიც, მთელ არსებობას ჩვენსას მოიცავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძაან მაგარი ლექსია ძაან მაგარი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|