შენ ისევ ის ხარ. სულ არ იცვლები. კვლავ ღია ფერის, აქა - იქ საღებავით გათხუპნილი ლაბადა გაცვია. ჩაფიქრებული ზიხარ ბაღში, მომერიდა ახლოს მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ გიცნობ და ვიცი, ყველას ყოველთვის გულღიად, ბუნებრივი ღიმილით გასცემ პასუხს და თუ საჭიროა, დასახმარებლადაც მზად იქნები. და მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ შენს ყოველდღიურობაში არის მომენტები, როდესაც შეიძლება მართლა ვერ გაგო, რა გკითხეს, რა გითხრეს, რაზე მიგანიშნეს ან დაგცინეს. ვიცი, რომ ამ დროს სხვაგან ხარ, ყოველდღიურბა გამქრალია, სამყაროს რომელიღაც კუნჭულს წვდები და იქ ეძებ შენს საძიებელს; არ შეიძლება ამ დროს შენი შეწუხება, რადგან დიდ მოვლენას შეიძლება შევუშალო ხელი, იქნებ რაზეც ასე ღრმად ფიქრობ ახლა, მალე ხორცი შეისხას ფურცელსა თუ ტილოზე. ერთი თუ ორი ადამიანი იქნება ვინც იგებს შენს მდგომარეობას, ესმით, რომ ხელოვანი ხარ, სხვა არაფერი გძალუძს, რომც მოინდოდმო, არ გამოგივა. მიუხედავად იმისა, რომ ერთერთ ნოველაში ღვთაებამდე აგყავს მშრომელი ადამიანი. ამბობ, რომ მათზე, გულწრფელ, დაუზარელ მშრომელებზე დგას დედამიწა. „იქნებ ეს გეცადა, ან ის,“ „რაიმე მონახე რა“... „შენ აწი რაღა გამოგივა“... - შენც და შენამდე ბევრ ხელოვანს სმენია მსგავსი ფრაზები და შენც შეგუებული ხარ მათ მოსმენას. ბავშვობიდან ოცნება გიყვარდა. გონებით, ფანტაზიით მოგზაურობდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და შენს გონებას ახსოვს უბედნიერესი ხანა ბავშვობაში, როდესაც მშობლებს რამოდენიმე თვიანი მივლინებით ინდოეთში მოუწიათ წასვლა. ეს იყო იყო ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობა მეოცნებე ბავშვისათვის, რომლის სულის სიღრმეებში ხელოვნება ჩაბუდებულა და სხეულთან ერთად მომწიფებას ელის. „ გაკვეთილი მიმდინარეობს, მთელი კლასი ჩართულია, მე ვხსნი, ეს კი სადღაც სხვაგანაა, რაღაც წერტულს მისჩერებია და მგონი საერთოდ არ მისმენს“ - შესჩივის მასწავლებელი მშობლბს, - რა ნახა ასეთი იმ ინდოეთში, სულ მაგაზე ლაპარაკობს და ფიქრობს. „- მიხედე სწავლას, ხომ ნახე, რა გვითხრა მასწავლებელმა, ისწავლე, გაიზრდები და შენთვითონ წახვალ ინდოეთში, იარე და იმოგზაურე სადაც გინდა, ოღონდ ახლა ისწავლე“ - დასჩიჩინებენ მშობლები.
გავიდა წლები. მოხდა გარდატეხები, ძირეული ცვლილებები ქვეყანასა თუ ცხოვრებაში, შეუძლებელია მოგზაურობა. სულ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი, მაგრამ მეოცნებე სული თავისას ითხოვს. იკითხება უამრავი წიგნი, უკვე საკუთარი ნააზრევიც გადმოდის ფუცლებზე. ახლო მეგობრებს უკითხავ. „- აი, ასე წარმომიდგენია, ესააჩემი ოცნება, თქვენ რა იტყვით? რისი ნახვა გსურთ? მე გავითვალისწინებ თქვენს ემოციებს, ნატვრებს, სურვილებს, ოდესღაც გამოვაქვეყნებ, ვიქნები ცნობილი და იქნებ ერთხელაც ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახოთ. გადის დრო, თავის თავთან მარტო რჩება.არ გამოუჩნდა ადგილი, ვერ გაიკვალა გზა - ბილიკი, კვლავ ეთაყვანები დიად გონებას, დიდ მწერლებს, მიჰყვები მათ გაკვალულ გზას და ისევ ზღვის პირას, ჩამავალი მზის ფონზე გიყვარს ოცნება.
ზღვა
იშლება უზარმაზარი წყლის სივრცე, ახალი სამყაროა თვალწინ, ხან გესაუბრება, ხან რაღაცას გიმხელს, ხან გიხსნის, ხან გეჩხუბება. . .- ეს ციტატაა შენი ნოველიდან; ბუნებს ენა, მასთან საუბარი - შერწყმა უდიდესი სიამოვნებაა. დროს კარგი არაფერი მოაქვს. უკვე აღარც ზღვის პირას წასვლის შესაძლებლობაა, თავი ძლივს გაგაქვს, მაგრამ როგორც კი მსმენელს იპოვი, მაშინვე შეს ოცნებებზე, ფანტაზიებზე იწყებ საუბარს, უცილებლად ჩაურთავ მოგონებებს ინდოეთზე, მის ბუნებაზე, ტაძრებზე.... – „ეეჰ. იცი, რა ხდება იქ?“, „მერე რა, სამაგიეროდ, უამრავი პრობლემაა“, „ბევრ რეგიონში დღემდე ბავშვებს ჰყიდიან“ - გაისმის პასუხი, მაგრამ შენ მათ არ უსმენ, ეს ყველაფერი ხომ ისედაც იცი. შენ სულ სხვა რამეს ეძებ და ახლა, ამ ზრდასრულ ასაკში რომ შეგძლებოდა კვლავ იქ გამგზავრება, ვინ იცის, რას აღმოაჩენდი. . . მაგრამ ამ ყველაფრის მაგივრად ოთახი ძველ უბანში, ერთმანეთში არეული ყავისა და თაბაქოს სურნელი. ნახატები, ბუნების პეიზაჟები, ფურცლები, ფურცლები. . . დაუღალავად ცდილობ, ადამიანებამდე მიიტანო შენი ნააზრევი, ის ხომ ასეთი იოლი, გულწრფელი ენითაა ნაწერი, მაგრამ მცდელობა უშედეგოა. უმრავლესობას არ ესმის, ვერ და არ ხედავენ. ახალ ნაავადმყოფარს ბაღში გამოგყევი. „მომენატრა საღამოსეული სიმშვიდე, დავჯდები თუ არა, ძაღლი, კატა, მტრედი - ჩემი მეგობრები, მაშინვე ყველა ჩემთან მოვა, შემომყურებენ, კუდს მიქიცინებენ, მელაქუცებიან, მაგრამ მათი ლაქუცი არ გწყინს, არ გეზიზღება, როგორც ადამიანის. რა საოცარია. . .
. . . დაგსვეს მგდის ბოლოში, ნადიმი დასასრულს უახლოვდება, შემთვრალი საზოგადოება დაღლილი ხმით ამბობდა სადღეგრძელოებს. ეს ის დროა, როცა მოწყალებაც უნდა გაიღონ. ამ საღამოს ეს ბედნიერება შენ გერგო წილად. ჩუმად, თავჩაქინდრული შეექცევი ნოყიერ საკვებს, როგორსაც ალბათ თვეობით არ ჭამ და ახლა ერთ შორეული კეთილმოსურნის წყალობით შეგხვდა. მოქეიფენი მხიარულნი და კმაყოფილები არიან, იხლისეს და მოწყალებითაც დააგვირგვინეს საღამო, ხელმოცარულ, მშიერ კაცს უწილადეს ლუკმა. „ღმერთო, დალოცე ამისი მომფიქრებელი და გამკეთებელი“, „წინ დახვდება სიკეთე“, „ღმერთმა ხელი მოუმართოთ“. . . ისმის ასეთი ფრაზები ანალოგიურ შემთხვევაში. არა, მეგობრებო. უკან წაიღეთ ეგ ძველი ფრაზები. თვით ის დაგლოცავთ, ვინც ახლახანს ნოყიერი ხორცით სული მოითქვა და ხელსახოცით ხელს იწმენდს, რათა ჭიქას დასწვდეს და გემრიელი ღვინოც გასინჯოს, რაც ასმაგად შეჰმატებს ენერგიას და ვინ იცის, რა და როგორი შედევრი შეჰქმნას. მადლი არ დაიკარგება. სწორედ ისაა, ვისაც მოწიწებით ცაში შეჰღაღადებთ და სამაგოერო წყალობას ელით. ის აქვეა, სუფრის ბოლოში, არ დაგზარდებათ, ჭიქა ღვინით დაგლოცავთ, არც სიტყვამრავლობა დასჭირდება და არც მედიდურად ხელის აღმართვა, თავისი აქ ყოფნით, ჩაფიქრებული, მოსვენებული სახით, ღვინის დაგემოვნებით უკვე დაგლოცათ და იცის, რომ ამ სიკეთეს არ დაგიკარგავთ. თქვენ იმხელა მადლი ჰქმენით, აუცილებლად დაგიბრუნდებათ, არაა აუცილებელი, დიდი, ყველაზე მაღლა მდგომი ღმერთი შეაწუხოთ ამისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|