დღემდე რომ მომყვება თმენა შიმშილივით, ჭკუაზე მოსვლა -ვერ, ჭკუიდან შეშლა -კი. Ჩემი მზე ელვარებს სარაჯიშვილივით, გადავკრავ, განათდება თვალებში ეშმაკი.
დილიდან ამ ეშმაკს თვალებში რა უნდა? გარედან გამომჭრა, შიგნიდან მლესავდა. Ბოლოს შენსავით გამიშინაურდა, დამიმეგობრდა და დამინათესავდა.
Მე ვიცი სხეულზე რა ხავსი ამოვა, Რა ხავსი იქცევა შხამიან ნარგავად. Შენ მოხვალ ჩემთან სასიამოვნო Სურნელად Რომელიც არასდროდ არ გავა.
Შენ წახვალ დოლბანდით ყველა ყელგამოჭრილს უშველი ამაღამ და ღმერთი მოგხედავს. Მე კიდე ამ სხვების ზრუნვაში გამოგრჩი, გამოგრჩი - ხომ ხედავ.
Რომ სულ გავცივდები, დღეიდან ამ ზამთრის, Შეიგრძნობ შედეგს და შეხედავ ნახელავს, შენ ვეღარ იპოვნი ჩემს შნო და ლაზათის Ნახევრის ნახევარს.
Რომ შენი თმებივით დამიწნავს სამყარო, Რუხ კლდეზე ასასვლელ თოკებს და Ჩავჭიდებ, Მთამსვლელი გავხდე თუ ფარ_ხმალი დავყარო? ვაი რომ არ მჭირდე...
ათასჯერ გავივლი - გავლილ გზას, გავლილ შხამს. ვიკვეხნი? - ჩემსავით ასე ვინ იკვეხნებს Წავყვები ისეთი ჩიტების ქარიშხალს, Რომლებიც ზამთარში ტოვებენ თბილ ქვეყნებს.
დღემდე რომ მომყვება თმენა შიმშილივით, ჭკუაზე მოსვლა -ვერ, ჭკუიდან შეშლა -კი. Შენ ისე ელვარებ სარაჯიშვილივით, გადაგკრავ, განათდება თვალებში ეშმაკი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვინ სარაჯიშვილი? თუ რა :)
ფრაზებში გაფანტული ემოციები მიყვარს შენს ლექსებში.
ვინ სარაჯიშვილი? თუ რა :)
ფრაზებში გაფანტული ემოციები მიყვარს შენს ლექსებში.
7. შენიშვნა მიღებულია, ექვემდებარება გათვალისწინებას. :))
შენიშვნა მიღებულია, ექვემდებარება გათვალისწინებას. :))
6. შენ გაქ ძმაო კლავიატურის პრობლემა, ყველა სიტყვაში, 1 ან 2 ასოს, ოთხკუთხედად მიჩენს, მარტო აქ არა, ფეისბუქ პოსტებზეც, და რაცხა ქენი რა! შენ გაქ ძმაო კლავიატურის პრობლემა, ყველა სიტყვაში, 1 ან 2 ასოს, ოთხკუთხედად მიჩენს, მარტო აქ არა, ფეისბუქ პოსტებზეც, და რაცხა ქენი რა!
5. დიახ, დიახ! )) დიახ, დიახ! ))
4. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მადლობა დერვიშ. მემგონი კრანახა უნდა იყო შენ თუ არ ვცდები. ერთი მანახა ბალახა… ძალიან დიდი მადლობა ნინო. მადლობა დერვიშ. მემგონი კრანახა უნდა იყო შენ თუ არ ვცდები. ერთი მანახა ბალახა…
3. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მადლობა დერვიშ. მემგონი კრანახა უნდა იყო შენ თუ არ ვცდები. ერთი მანახა ბალახა… ძალიან დიდი მადლობა ნინო. მადლობა დერვიშ. მემგონი კრანახა უნდა იყო შენ თუ არ ვცდები. ერთი მანახა ბალახა…
2. თემაც ხომ მიგნებულია, ინდივიდუალური ხედვაც, ლექსიკაც გადაუპრანჭავია, პოეტური კლიშეებისგან - თითქმის თავისუფალი. გემოვნებაც კარგი ჰქონია, როგორი მოზომილია თვითირონიის ,,სპეცია” სათქმელთან! თან რომ კარგი პოეტური სმენაც, რიტმულ- ინტონაციური აქცენტების კარგი გრძნობაა. მოკლედ, ესეც სათავფურცლე! ფრიადს ვტოვებ.
რაღაც მგონი, ძალიან მომდის ქება, ვიდრე დავპოსტავდე კომენტარს, , ერთი , ავსკროლო”, კიდევ უნდა გადავხედო.
ცოტა პოეტური ლიცენციებია, მაგრამ ესეც კი ზომიერად თემაც ხომ მიგნებულია, ინდივიდუალური ხედვაც, ლექსიკაც გადაუპრანჭავია, პოეტური კლიშეებისგან - თითქმის თავისუფალი. გემოვნებაც კარგი ჰქონია, როგორი მოზომილია თვითირონიის ,,სპეცია” სათქმელთან! თან რომ კარგი პოეტური სმენაც, რიტმულ- ინტონაციური აქცენტების კარგი გრძნობაა. მოკლედ, ესეც სათავფურცლე! ფრიადს ვტოვებ.
რაღაც მგონი, ძალიან მომდის ქება, ვიდრე დავპოსტავდე კომენტარს, , ერთი , ავსკროლო”, კიდევ უნდა გადავხედო.
ცოტა პოეტური ლიცენციებია, მაგრამ ესეც კი ზომიერად
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|