ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2024


მხოლოდ 1-ს

2 მოსწავლე მყავს...
და-ძმა.
5 წლის ბიჭი.
6 წლის გოგო.
---
ბიჭს ჯერ ძალიან უჭირს ლაპარაკი.
რამდენიმე მნიშვნელოვან თანხმოვანს ვერ ამბობს, იმისთვის რომ შემდეგ წინადადება ააწყოს - გასაგებად.
90%-ს ვერ ვიგებ რას ამბობს.
არავის ესმის მისი.
არც დედას, არც მამას.
ვერც უფროსი და ძმა უგებს.
ვერც მასწავლებლები ხვდებიან რას ამბობს.
ვერც მეგობრები (ბაღში)
მხოლოდ მის 6 წლის დას ესმის 
აი სრულიად "ჩლიფინიდან" - მითარგმნის ხოლმე.
- აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე (და მოჭუტავს თვალებს, რომ კარგად მოუსმინოს).
და მერე მეუბნება - ასე ასე თქვა!
---
ამასწინათ ვეკითხები ბიჭს, აბრაზებ მეთქი შენს დას...
ისეთი გაკვირვებული თვალებით შემომხედა.
შენ ბიძია იდიოტი ხოარხარ რას მეკითხებიო.
ჩემს დას რა გამაბრაზებინებსო...
რანაირი მომენტია არა?
პლანეტაზე 8 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 1-ს ესმის შენი.
მხოლოდ 1 ადამიანი ხვდება რას ამბობ...
როგორ გინდა ეგ ადამიანი გააბრაზო ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები