ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 ივლისი, 2024


Анна Ахматова - Музе

ანა ახმატოვა - მუზას

ჩემ წინ მუზა-და გამოჩნდა შემჭვრეტი,
მკაფიო და ნათელ თვალით მზირველი,
წარიტაცა ჩემი ოქროს ბეჭედი,
გაზაფხულის საჩუქარი პირველი.

მუზა, შეხე, ირგვლივ ყველა განცხრება,
გოგოები, ქალები და ქვრივები...
სჯობს ბორბალზე ტანჯვით სულის გაცხება,
ვიდრე ვიყო ჯაჭვით შენაჭირვები.

მკითხაობენ გვირილების ფურცლებით
„უყვარხარ“ თუ „არ უყვარხარ“ - საწადელს,
ყველამ უნდა განიცადოს უცები
სიყვარული, ერთხელ მაინც გაწამდეს.

სარკმელთან ვდებ კანდელს, აღარ ვიცოდებ,
არც მოვუხმობ ვინმეს გამოსალოცით
და არ მინდა და არ მინდა ვიცოდე,
მოღალატე რომელ დიაცს დაკოცნის.

დილით სარკე წამჩურჩულებს ქირქილით:
„შენი მზერა აიმღვრა და ჩამუქდა“...
ვუპასუხებ ჩუმად ცნობამიხდილი:
„ვგლოვობ მისგან წაგვრილ ღვთიურ საჩუქარს“.

20.07.2024 წ.



Анна Ахматова - Музе

Муза-сестра заглянула в лицо,
Взгляд ее ясен и ярок.
И отняла золотое кольцо,
Первый весенний подарок.

Муза! ты видишь, как счастливы все —
Девушки, женщины, вдовы…
Лучше погибну на колесе,
Только не эти оковы.

Знаю: гадая, и мне обрывать
Нежный цветок маргаритку.
Должен на этой земле испытать
Каждый любовную пытку.

Жгу до зари на окошке свечу
И ни о ком не тоскую,
Но не хочу, не хочу, не хочу
Знать, как целуют другую.

Завтра мне скажут, смеясь, зеркала:
«Взор твой не ясен, не ярок…»
Тихо отвечу: «Она отняла
Божий подарок».

1911 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები