 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 24 ივლისი, 2024 |
წამოეგება მკითხველი ტექსტის ერთ სულ მოსახლეზე გათვლილ ემოციას, ეს ერთი სულიც ავტორისაა, მკითხველი სათადარიგო ავტორია, ტექსტი ცვლადია, მისი ფუნქცია კავშირია, უკუკავშირი საეჭვოა, უფუნქციობა სამხილია, უტექსტობა უვნებლობაა, ეს უვნებლობა კი თვალთმაქცობა. მკითხველის სახელი საკითხავია, მწარმოებელი აუცილებლად გაუბედავია, ხანდახან პირიქით - გაფხორილი, ან სულაც თავდაყირა. მე პოეზიას კვლავ ვაწარმოებ, ეს ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს კიდეც ნაწარმოებზე პასუხისმგებლობას, როგორც განაცხადს, რომელსაც უტიფრად ვაკეთებ, თუმცა წარმოებულის განსაზღვრისთვის ჯერ კიდევ პროცესში ვიმყოფები, ან ფუნქციას ვქმნი, რომელშიც წერტილოვან დარტყმებს ვაყენებ ერთ სულ მოსახლეს, ერთ სულ მკითხველს, ერთ მწარმოებელს, ერთი ნაწარმოებით და მისგან პასუხი დღემდე არ მიმიღია.
22 ივლისი 2024 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მოგიკითხე ნატალია ❤️ მოგიკითხე ნატალია ❤️
7. 5 და მოკითხვა 5 და მოკითხვა
6. ასეთი შეფასებით თავისუფლად გავიჭყლიტები რომ დავიჯერო. ისედაც არ მაქვს ნორმალური მდგომარეობა. ახალს განახლების უნარით - ვეგებები ✊ ასეთი შეფასებით თავისუფლად გავიჭყლიტები რომ დავიჯერო. ისედაც არ მაქვს ნორმალური მდგომარეობა. ახალს განახლების უნარით - ვეგებები ✊
5. აქ ახალი ვარ, მაგრამ სანამ პროფილს შევამოწმებდი მივხვდი, რომ ავტორი გიო ლომიძე იყო <33 იმ მომავლის პოეზიაა, რომელიც ახლა ისე ახლოსაა როგორც არასდროს. თითქოს ხვალ გათენდება და გააიგებენ, თავისი ფორმითა და სათქმელით... აქ ახალი ვარ, მაგრამ სანამ პროფილს შევამოწმებდი მივხვდი, რომ ავტორი გიო ლომიძე იყო <33 იმ მომავლის პოეზიაა, რომელიც ახლა ისე ახლოსაა როგორც არასდროს. თითქოს ხვალ გათენდება და გააიგებენ, თავისი ფორმითა და სათქმელით...
4. როგორი სტატისტიკური ტექსტია.
კარგად კი აწარმოებ და... :)
როგორი სტატისტიკური ტექსტია.
კარგად კი აწარმოებ და... :)
3. ბოდიშის მოხდით, ანუ, ნული წყრომით და ასე შემდეგ, მაგრამ. მაინც მინდა გკითხოთ, აქ მუსიკის ვერაფერი რატომ ვერ გაიგეთ?
და რატომ გამოიყენეთ სიტყვა _ სითეთრე, სიტყვა ლექსის ნაცვლად? ბოდიშის მოხდით, ანუ, ნული წყრომით და ასე შემდეგ, მაგრამ. მაინც მინდა გკითხოთ, აქ მუსიკის ვერაფერი რატომ ვერ გაიგეთ?
და რატომ გამოიყენეთ სიტყვა _ სითეთრე, სიტყვა ლექსის ნაცვლად?
2. აქ მუსიკის ვერაფერი გავიგე მაგრამ საინტერესო იყო ეს სითეთრე. აქ მუსიკის ვერაფერი გავიგე მაგრამ საინტერესო იყო ეს სითეთრე.
1. საინტერესოა, თავის მუსიკიან სათქმელიანახ... საინტერესოა, თავის მუსიკიან სათქმელიანახ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|