ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2024


სახვალიო სანოვაგე

ზემდგომმა მითხრა გაიარე,
და მეც უსაქმობამ შემომიტია,
ქუჩამ გულისპირზე ჩამიარა,
სათქმელად ესეც კაი მითია,
ვაი რა შავია ოცნების თარო,
და შავრაზმელთან ჭიდილის სივრცე,
მიდი შენც მიცხე მიცხე,
სანახვადაც ასეთო კმარო,
საჩქაროდ მოცვითეს ჭანჭიკი ობლებს,
რომ სანუკვარად უსიტყობა შემოგვესევა,
რომ უმისობა გადანერგეს ჩუმად ფესვებმა,
და მისნაირი გადაუვლის პირიქით ბორბლებს.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები