ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კედლები. გისოსები. სამკუთხა ეზოები. ზოზინებ , თეთრ ოთახში დადიან ბიზონები. წამლები - დაყრილი მიზნად და მიზეზებად. შენს თავში ჯუნგლებია, შენს თავში დუმფარები, ყვირი და მოითხოვ, რომ ბაყაყებს ნუ ფარავენ! ნუ მოვა ამ ციხეში დღეიდან ნუღარავინ ! შენს თავში ფილმებია, სამეფო მორგანაა. აქ მეფე არტურია, ბალუა, მაუგლია. რა უკრავს ამ ტყეში? დოლია?! ორღანია? ერთი ხარ - შენ ხმა მუდმივად ორგანაა. დადიან ოთახებში ცისფერი მედდები. თქვენ სხდებით იატაკზე : შენ შენი თაგვებით - შვილთაგვა, თაგვები - მოხუცი დედები, რომელიც , ცდილობდი, ფერხულში ჩაგება.
აქ არის ვინც მოკვდა: ტედიც და მოცარტიც. შენ იცი ხორცშესხმულ შიშებში გარინდვა. ადექი ! იმღერე ! ცოტა გამოძრავდი კვერი დაუკარი შიშშიშველ რაინდებს.
შენს თავში თამაშობენ ბავშვები ბამბინტონს. შენ უნდა გაგკოჭონ, გაგლახონ, გაგბინტონ ! ადექი ! ადექი! შენ ჩემო ბატონო, არავინ გიყვარდეს, არავინ დაინდო.
მზე ისე გასრისე, ვით ბავშვის ხელებში მბჟუტავი ნათურა ციცინათელების. თევზები ტორტმანებენ მოწამლულ ღელეში, ფანჯრებთან ღამურები ღამეებს გითენებენ.
აქ არის ამაზონი - ცამეტი კვადრატი. აქ არის ალპები, აქ , თითქოს, სტეპია. აქ არის ზღაპრები - თითზე რომ ართავდი ტომია, ანიკაა, ჭრელწინდა პეპია.
და თეთრი და მრგვალი და ბასრი კათეტერი მოგადენს მაჯებიდან ყველა ხინჯს, ყველა ძველ სურათხატს, დაგაჭრის კატებივით კლანჭებს, რომ სახურავზე ვერასდროს ვერ აძვრე.
და ერთ დღეს, როდესაც გამოხვალ კარიდან, გამოხვალ ნათელი - რომ შენით შებინდდეს, მიხვდები, გამოსვლა საერთოდ არ გინდა, არ გინდა ამ ცხარე შფოთვებში შებრუნდე.
კედლებზე მიეკრობი. ცისფერი მედდები შვილთაგვებს უმღერიან ძილის წინ ძილიან ხმით ათას ძილისპირულს, ცისფერი დედები კვლავ ჩაგიხუტებენ, ძალიან ძილიანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ა, ბატონო, ვინმეს თუ აინტერესებს, პოეზიაში როგორ გადმოიცემა შიზოიდური დისკურსი.
სათავფურცლეა, დაყარეთ ქულები, სადაც ვინმეს ,, ვიში ვზიატკები” გაქვთ!
ა, ბატონო, ვინმეს თუ აინტერესებს, პოეზიაში როგორ გადმოიცემა შიზოიდური დისკურსი.
სათავფურცლეა, დაყარეთ ქულები, სადაც ვინმეს ,, ვიში ვზიატკები” გაქვთ!
7. სიტყვას იმორჩილებს ავტორი.
ოღონდ, წერილს ფსიქიატრიულიდან უფრო ჰგავს, ვიდრე ფსიქიატრიულში :)
თუმცა, მგონი უკვე სულერთია...
სიტყვას იმორჩილებს ავტორი.
ოღონდ, წერილს ფსიქიატრიულიდან უფრო ჰგავს, ვიდრე ფსიქიატრიულში :)
თუმცა, მგონი უკვე სულერთია...
6. არაფერს, ველოდებით ახალ ლექსებს, დიდი ინტერესით <3 არაფერს, ველოდებით ახალ ლექსებს, დიდი ინტერესით <3
5. დიდი მადლობა დიდი მადლობა
4. ოოო, გამოცდილი და გაწაფული ხელის კვალია აქ, ნეტავ ვინ უნდა იყოთ? )) მოკრძალებული 5 ოოო, გამოცდილი და გაწაფული ხელის კვალია აქ, ნეტავ ვინ უნდა იყოთ? )) მოკრძალებული 5
3. მადლობა ???? მადლობა ????
2. მადლობა ???? მადლობა ????
1. კმაყოფილების შეგრძნებამ შემიპყრო როცა დავასრულე,ემოცურია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მადლობთ,2 ქულას გიტოვებთ კმაყოფილების შეგრძნებამ შემიპყრო როცა დავასრულე,ემოცურია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მადლობთ,2 ქულას გიტოვებთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|