 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 17 მარტი, 2009 |
ორი ლოცვა
,,ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა ღვთის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.” იგავ. 5.8.
,,უფალო ღმერთო, მამაო ჩვენო...’’ ,,...ამ მსხვერპლწირვისთვის როგორ ვემზადე...’’ ,,...მიიღე ჩემგან მცირედი ძღვენი...” ,,...შენ ხომ იცი, მე უფროსი ვარ...’’ ,,...და მაპატიე, თუ ეს ბატკანი...” ,,...მე ყველაფერი მეტი მეკუთვნის...’’ ,,...შემინდე ცოდვილს ყოველ ცისმარე...’’ ,,...მამისაგანაც მეტი პატივი...’’ ,,...რომ ვერას ვარგებ ჩემს უფროს ძმას...’’ ,,...რითი მჯობს, ნეტავ, ტაკიმასხრობით?!...’’ ,,...და ნუ მოგვაკლებ ცოდვილ შვილებს შენს მოწყალებას...’’ ,,...მომმადლე ძალა, დავამარცხო ყოველი მტერი!...’’
2005წ. 16 იანვარი.
ორმაგი მკვლელობა
,,...თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.’’ დაბ. 4.7.
,,...ნუთუ ამ ჩემ ტაკიმასხარა ძმას ვეღარ ვჯობნი?!’’ ,,...ღმერთო, მიიღე ჩემი ძმის მსხვერპლი ...’’ ,,...მაშ, რად მიიღო უფალმა ისევ იმისი ძღვენი?!...’’ ,,...რომ მოემართოს საქმეში ხელი...’’ ,,...მაინც როდის უნდა მეღირსოს?!...’’ ,,...რომ იგრძნოს გულით თანადგომა და სითბო ჩვენი...’’ ,,...მქონდეს პატივი, როგორც უფროსს, აბელზე მეტი...’’
*** ,,...კაენ, შეჩერდი!... ...კაენ, დაფიქრდი!... ...რა დაგიშავე?!... ...მე ხომ მიყ...ვარ.........! მთვარემ ძრწოლით აიფარა შავი პირბადე... ...დაყრუვდა არე... მიწამ მდუმარედ მიიღო სისხლი და წილი თვისი... ...დააწვა ტვირთი... კაცის მცდელობით, კაცთან ერთად, კაცში პირველად მოკვდა რაინდი.
2005წ. 17 იანვარი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მე ძალიან მომწონს...და კურთხევა თუ ჭირდებოდა ბიბლიური სიუჟეტის ნაწარმოებს ნამდვილად არ ვიცოდი... :) მე ძალიან მომწონს...და კურთხევა თუ ჭირდებოდა ბიბლიური სიუჟეტის ნაწარმოებს ნამდვილად არ ვიცოდი... :)
14. კარგი ხარ, მაიკო! 5 კარგი ხარ, მაიკო! 5
13. მაქვს ამის წერაზე კურთხევა, ჩემმა მამაომ, როცა ვწერდი, წაიკითხა, აგრეთვე წაიკითხა მამა დავითმა, ალავერდელმა... ძალიან კარგად ვიცოდი და ვიცი, რასაც ვწერდი და რაც დავწერე. მაქვს ამის წერაზე კურთხევა, ჩემმა მამაომ, როცა ვწერდი, წაიკითხა, აგრეთვე წაიკითხა მამა დავითმა, ალავერდელმა... ძალიან კარგად ვიცოდი და ვიცი, რასაც ვწერდი და რაც დავწერე.
12. მთვარემ ძრწოლით აიფარა შავი პირბადე... ...დაყრუვდა არე... -ყველაზე მეტად მთვარე შემეცოდა, ამ საცოდაობის მოწმე,რომ გახადე... ბევრი 555555555-ები შენ... მთვარემ ძრწოლით აიფარა შავი პირბადე... ...დაყრუვდა არე... -ყველაზე მეტად მთვარე შემეცოდა, ამ საცოდაობის მოწმე,რომ გახადე... ბევრი 555555555-ები შენ...
11. მოწონებით კი ძალიან მომეწონა, რომ არ მომწონებოდა არ მომერიდებოდა ხო იცი შენ:)
მოწონებით კი ძალიან მომეწონა, რომ არ მომწონებოდა არ მომერიდებოდა ხო იცი შენ:)
10. ასე ნუ ლაპარაკობ ანემონე, ქრისტიანი ხალხი ვართ და ყველას გვეკითხება. მე უბრალოდ მაინტერესებს თუ აქვს კურთხევა,მეტი არაფერი. იქნებ არც იცის რომ კურთხევა უნდა? გამიხარდება თუ იცის და ... ასე ნუ ლაპარაკობ ანემონე, ქრისტიანი ხალხი ვართ და ყველას გვეკითხება. მე უბრალოდ მაინტერესებს თუ აქვს კურთხევა,მეტი არაფერი. იქნებ არც იცის რომ კურთხევა უნდა? გამიხარდება თუ იცის და ...
9. ვინ ეკითხება ამას ნეტა?
მაიკოს ღიმილს ვუტოვებ:):):) ვინ ეკითხება ამას ნეტა?
მაიკოს ღიმილს ვუტოვებ:):):)
8. ლოცვებს რომ წერ კურთხევა თუ გაქვს? ლოცვებს რომ წერ კურთხევა თუ გაქვს?
5. მათე აგერ ვარ და გკითხულობ :)
ხანდისხან არ ვაკომენტარები ხოლმე,, მაინც ვკითხულობ :D
წარმატებები :)
პატივისცემით, განდი. არწივი. მათე აგერ ვარ და გკითხულობ :)
ხანდისხან არ ვაკომენტარები ხოლმე,, მაინც ვკითხულობ :D
წარმატებები :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
4. სტროფები რა საინტერესოდ დაგილაგებია?! მაგარი ხარ მათე :) სტროფები რა საინტერესოდ დაგილაგებია?! მაგარი ხარ მათე :)
3. საინტერესია... საინტერესია...
2. ,,...კაენ, შეჩერდი!... ...კაენ, დაფიქრდი!... ...რა დაგიშავე?!... ...მე ხომ მიყ...ვარ.........! მთვარემ ძრწოლით აიფარა შავი პირბადე... ...დაყრუვდა არე... მიწამ მდუმარედ მიიღო სისხლი და წილი თვისი... ...დააწვა ტვირთი... კაცის მცდელობით, კაცთან ერთად, კაცში პირველად მოკვდა რაინდი.
წინებს აუცილაბლად წავიკითხა ჩემო კარგო, საოცარია .... ,,...კაენ, შეჩერდი!... ...კაენ, დაფიქრდი!... ...რა დაგიშავე?!... ...მე ხომ მიყ...ვარ.........! მთვარემ ძრწოლით აიფარა შავი პირბადე... ...დაყრუვდა არე... მიწამ მდუმარედ მიიღო სისხლი და წილი თვისი... ...დააწვა ტვირთი... კაცის მცდელობით, კაცთან ერთად, კაცში პირველად მოკვდა რაინდი.
წინებს აუცილაბლად წავიკითხა ჩემო კარგო, საოცარია ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|