დღეს მზეა მშვიდად,დაესვენა ვიღაც ნიღაბით, კმაროდა შავი ,აღარავის აღარ ესმოდა, მითხარი ნიღბით ომში მყოფი ახლა ვინ არის? დავწერე მასზეც სანამ მტერი მასაც ესროდა, თუ ცამ და მიწამ ერთდროულად სუსხით შეგამკო, მაშინაც წმინდა შერჩენია მასაც სიცივე, მოკლავენ მსაჯულს,კითხულობენ მერე ვინ რატომ? ამაზე მართლა გულიანად გუშინ ვიცინე, შველოდი ისე?თუ გაგექცა მანდაც ფიქრები? იცოდა მიწამ უსიამო ვისმე შემკობა, ომი ვარ ისევ სხვისი არ ვარ და არც ვიქნები, მჯერა რომ სათქმელს სახილავად ესეც ეყოფა, ქარბუქი იყო და საჩემო ვერად ვიხილე, ავად ვარ ომით , დაქცეულა ჩვენი ავდარი, წლები გადიან და სახიერს ქვია სიცივე, არ არის მშვიდად სხივოსანი ჩვენი ზამთარი, წამით დავფიქრდი,უშენობა ისევ დამჩემდა, და საგზალივით უგემური ჩემი ფიქრები, მაშინ რომ ღმერთი აღსასრულსაც ასე არჩევდა, ის მოვა ისევ და უღმერთოდ აღარ ვიქნებით, ვახ მე და ზეცას,უცილობამ ისევ დაგვნაცრა, რომ განსხვავება? საგრძნობია ომის დიდება, ვიომებთ სიტყვით და გვაჩვენე,ცოტაც დაგვაცა, ვიცი რომ სიტყვა ტყვიის მსგავსად მკვლელი იქნება, წამიც ვერ მისდევს ,ტყვიის მაგვარს არსი შეეკრა, წამია ჩუმი გაყიდული ვისზე ქარები? ომია ისევ და იტყოდა ალბათ სენეკა, ომის საგზალი უსათუოდ არის თვალები. თუ გჯერა წამის,მაშინ ჩემი ძმობილი ჩანხარ, თუ გჯერა წუთის ,მაშინ მაინც ძმებში ჩაგთვალე, არ დაგავიწყდეს საგზალი და სამხედრო ჩანთა, და მკვდრები ისევ მეგობრებად რომ გადათვალე.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აქტუალური თემაა. აქტუალური თემაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|