ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 აგვისტო, 2024


●●●(ალგებრა)

დაუოკებელი სურვილი აქვთ ადამიანებს გაიგონ ვინ ხარ.
რომ მიეცეთ შესაძლებლობა შეგაფასონ.
როგორც პატარა ბავშვებს
სურთ გემო გაუსინჯონ იმას,
რაც ხელში მოხვდებათ
და ამით მიიღონ გარკვეული ინფორმაცია.
ზრდასთან ერთად რთულდება შესაცნობად საჭირო ქმედებები.
გემოს ემატება სუნი,
მერე ფერი და ფორმა,
სტრუქტურა,
საზოგადო თუ დროის მოთხოვნით შესაბამისობასთან მიახლოვებული სტანდარტები,
ჩვევები,
წარმომავლობა,
სქესი,
რადგან  თვალსაჩინოება აღარაა სანდო.
პოლიტშეხედულებები,
თუ გემოვნება,
აქტივობები,
მეგობართა წრე,
ფინანსური მდგომარეობა თუ შემოსავლები.
სხვა შესაძლებლობები.
აწყმო,
წარსული.
ყველაფერი იმისათვის
რომ საკუთარი,
არც თუ უნაკლო შეფასების კრიტერიუმები მომართონ
და გადაწყვიტონ:
დაგიწუნონ
(ასე გერჩივნოს),
თუ მოგიწონონ
(ღმერთმა ნუ ქნას)
თქვან: რა საყვარელია
და იგულისხმონ:
ამას შევჭამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს