ობოლმა ბიჭმა, გაპარულმა თავშესაფრიდან, ( ჯერ კიდევ გუშინ ბავშვი იყო, დღეს კი არ არის. თავის ბავშვობა ჰაერბურთში ჩასვა , ჩატუმბა და ფრინველივით, უცხო მხარეს გადააფრინა ). ათას ნემსკავზე წამოაცვა თავის ზღაპარი.
ბიჭს, მუჭში ჰყავდა მომწყვდეული დედის აჩრდილი. გუშინ ჯერ ისევ ლაღი იყო, გუშინ ანცობდა. დღეს კი, სიმხნევე დაკარგული დიდი კაცივით, შორს გზას გაუდგა, ამ სამყაროს ამოსაცნობად.
და არ იცოდა, საგანგაშო არის დიდობა, როცა გახნულ ღარს მოშორდება ხორბლის მარცვალი, სიცოცხლის წყურვილს მყისვე უნდა დაემშვიდობოს და სიცხე, როგორც ბიჭის შლეგი მამინაცვალი
გულგრილობითაც მოუსწრაფავს ყველა სიცოცხლეს.
ობოლმა ბიჭმა, არც ის იცის, რომ ეს დიდები, საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით. ცრემლით არ ვამკობთ, რომ ეს ქალები, დიდედები , და ეს დედები, სხვა ათას წვრილმანს ვუღრმავდებით სალაპარაკოდ
და ყვავილებიც, მხოლოდ მაშინ გვეთანაღრება, როცა ლარნაკი გაგვიხდება გადასაგდები და არაფერი ღირებული , გარდა საგნების.
ობოლმა ბიჭმა, არც ის იცის, რომ პურის ყუებს მაშინ ვუტეხავთ ქუჩის ძაღლებს როცა შორიდან ვიღაც გვხედავს და ინტერესით ვიღაც გვიყურებს.
( და ჩვენ, დიდები ამ ოინით თავებს ვიტყუებთ, რომ საკუთარ თავს სიკეთე და სითბო დავცინცლეთ, მაგრამ ძაღლები არც კი ჭამენ იმ პურის ყუებს, ციცქნა ნატეხებს, ათასად რომ დავანაწილეთ. ძაღლის თვალებში ძველებური კრთება შიმშილი და განცდა, რომ სხვა გამვლელივით, ჩვენც გავაწბილეთ. )
ობოლმა ბიჭმა, არაფერი იცის სიკვდილზე. არც ცოცხალ-მკვდრებზე არ სმენია , ალბათ, ობოლ ბიჭს. დიდი კაცივით, სიმართლისკენ ისე მიდის, რომ სიცრუე უნდა გახეული ბადით მობოჭოს.
ისწავლის, ცალი ფრთა დატოვოს მუდამ უვნებლად. დასამარცხებლად, დასახვრეტად, დასაბრუნებლად, რომ ასეთია ამ სამყაროს ზნე და ბუნება და ჭრილობაზე არც არავის ესალბუნება.
რომ არსებობენ უფრო მკაცრი თავშესაფრები ფიცარნაგებში, ღია ცის ქვეშ, როცა ობლები წვებიან , დედის მოგონებაც ეარაფრებათ და დედის ძუძუ ემლაშებათ ჩვეულ ოფლივით
როცა საკუთარ სიმარტოვეს ეზიდებიან. მხოლოდ სიზმრები. ზმანებები და კვლავ სიზმრები. ობოლი ბიჭიც ერთ დროს მაინც გაიზრდება და კვლავ თავის ჩვეულ ჩვილ ობლობას შეეხიზნება.
ნატალი დარასელია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უფრო მოკლედაც შეიძლებოდა. თითქოს
უფრო მოკლედაც შეიძლებოდა. თითქოს
4. რა კარგად მიგნებული სახეებია...
ნატალი :)
რა კარგად მიგნებული სახეებია...
ნატალი :)
1. ალბათ ეს მიძღვნაა, საინტერესოა დეტალები. ღრმა ბავშვობაში მინდოდა ხოლმე ასეთ თემებზე წერა. ალბათ ეს მიძღვნაა, საინტერესოა დეტალები. ღრმა ბავშვობაში მინდოდა ხოლმე ასეთ თემებზე წერა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|