მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2024
ის შენს თვალებში ვიპოვე...
ბედნიერებას ვეძებდი,
როგორც აკაკი - სულიკოს...
ის შენს თვალებში ვიპოვე
და მინდა შენთან სულ იყოს.
წინ მთამსვლელივით მივიწევ,
თუმც მწვერვალამდე შორია...
ვცადე და ვერ დაგივიწყე,
შენს ცქერას არც რა სჯობია.
ისე გიხდება ღიმილი,
ვით მთას - შველი და ჯიხვი - კლდეს...
ღმერთმა გაშოროს ტკივილი,
მსურს რომ ყოველთვის გილხინდეს.
ბედნიერებას ვეძებდი,
როგორც აკაკი - სულიკოს...
ის შენს თვალებში ვიპოვე
და მინდა შენთან სულ იყოს.
ოთარ რურუა
2024
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
სულ სიხარული და ბედნიერება ოთარ ბატონო.
სულ სიხარული და ბედნიერება ოთარ ბატონო.
მუხა.
2024-08-15 22:55:09
მონაცემები არ არის
25.08.2026 16:14:10