ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2024


ამერიკული გარსი,ნაცნობი ფარსი სოციოპათებისთვის(USA RAM)

    სურვილებს რომელსაც ჩვენ გავექეცით ერთი სახელი ქვია,თავისუფლება.მისი წყურვილი ათრობს უკუნეთის სულებს.როცა გარემო მშვიდია და მისი ნაყოფი გემრიელი,როცა სუფევა ჭარბობს არსებობის არსის მომხდურს,მაშინ ყოველი ფარსირებული წააგავს უკმეხ ხუმრობას,ჩვენ ასეთ დროს ვერ ვიხილავთ ის იდეალების სამყაროა და არა მატერიალურად უზრუნველი მომავალი.ახლა ის დროა როცა საზოგადოდ ცნობილი მეცნიერიც კი ვერ გამართავს მოწყობილობას თუ მისი იარლიკი ამერიკაში არ არის დამზადებული,ათწლეულებია ასეა,ეს მათი სიძლიერის წინათქმა არ არის,არამედ მათი რეალური სახის ალეგორია.მათი სითბო იმდენად არის სითბო რამდენადაც გცივა,თუმცა როცა დაგცხება არავინ გაგაგრილებს,ეს ყოფის დღიურია.მარტივი და ჩუმი რო იყოს სამყარო ალბათ ამერიკელები სიბნელეს დაუმატებდნენ სიმძიმის დაზუსტების მიზნით.არ ვფიქრობ რომ  მარტივი გამოსავლის ძიება სისულელეა თუმაცა მისმა მიუგნებლობამ ბევრჯერ გადამრია,ვამბობდი რა არის წუხილითქო მაგრამ მაინც ვერ მივაგენი პასუხებს.მერამდენედ შემოსეს სამყარო წითელი ფერით და უკვე განგაშივით გამაყრუებელი სამყარო მერამდენედ აქციეს მეტყველად,მერამდენედ ვეწვიეთ შიშსა და აღგზნებას და მაინც ჩვენ არ შევცვლილვართ,უკვე მარტოობაც კი შავი ზეწარია ამ სამყაროში.ის აქ არის ,ის ყველაფერი რაც ჩვენ ტვინში როდესღაც იყო, ყოველი დეტალი და ყოველი ნასკვი ძვირფასია,მითუმეტეს რომ დეტალები სიხშირესთან გვაახლოვებს ხოლო ნასკვი ნაყოფთან,აი ამერიკის ნაყოფის გამოღების სიხშირე თუ არის ისეთი სწრაფი როგორ სწრაფებადაც თავი მოაქვთ მაშინ შეუძლიათ ჟანდარმის ფუნქცია შეითავსონ,მაგრამ დროებით.
    მათი შინაგანი სამყარო მრავალფეროვანი მაგრამ ცოტა არ იყოს უმწიფარია,მისი აღქმა იქ ხდება ადვილი სადაც ყველას თავისი ხედვის ჩრდილი უქადის ხოლმე გალაღებას,თუმცა ჰავაის ნაპირებზე ჩრდილი ბევრს არ უყვარს,ჩემთვის ამერიკა მაინც დიდი სანაპიროა რომელთანაც იმდენჯერ დაღვარეს სისხლი სანამ ერთიან და უსასრულო უარყოფად არ აქციეს საკუთარი ყოფა.მე მესმოდა მათი ვიდრე არ გავიგე მათი ხელოვანების განდიდების ისტორია,ეჰ ეს ისტორია დიდი ხანია თაროზე დევს და ელოდება მკითხველს იმიტომ რომ ქართულია,ახლა უკვე ამერუკლზეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას და ვინმე თუ ამყვება ჯადოსნური შემოდგომა გვექნება.საიქიოს წასული მხატვარი რომ გეტყვის ჩემი ქვეყანა ჩემი ასპარეზიაო მერე ვხდებით საერთო მოჯადოებული წრის ნაწილი რომელსაც ეშმაკები პარადოქსს უწოდებენ.
  თავზარი დამცა ამ მდგომარეობამ და ვიფიქრე ინსტაგრამის რილებით გავერთობი მაინც ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი ვერ ეს ნაწერი მოიპოვებს თავფურცელზე ადგილს და ვერ რამის შეცვლას მოვახერხებ თქო,ხოდა ჩავრთე ერთ-ერთი მადგანი და მისმა აზრობრივმა პროტოტიპმა დამაინტერესა,გეტყვით რატომ,შინაარსობრივად რომ შემხედოთ იუმორისტული ჟანრის იყო და დიდი აზრი არ იდო მაგრამ გაშარჟებული იყო  self defense coaching,არ გამოვრიცხავ იგივე პრინციპით ექცეოდნენ სწავლებების და წვრთნების დროს პარტნიორებს.მიზეზი მარტივია არც ერთი გახმაურებული თავიდან არიდებული ეთნიკური კონფლიქტი და არც ერთი თავიდან არიდებული მასშტაბური ტერორისტული აქტი არ ყოფილა მათი მიღწევა,მხოლოდ ნარკოტრეფიკის გახმაურებული შემთხვევები და რამდენიმე ათეული კარტელის წევრის აყვანა. ეს ის ქვეყანაა რომელმაც საკუთარ ხალხს  ისრაელის ორი ფრონტის შესახებ FOX ნიუსით მხოლოდ იმიტომ აცნობა რომ დანარჩენი ტელევიზიებს  სიტყვა ''weird'' ეკერათ პირზე.
  სულისკვეთება ნამდვილად აქვთ ისტორიული,აბორიგენებისგან დაცლილი მათი სამყოფელი კიდევ ერთ გადაშენებას ნამდვილად ვერ აიტანს,ამიტომ მათი მიზნები შეტევაზე ორიენტირდა და არა თავდაცვაზე,ომის კანონების ცოდნა კი მათი ყოვლისმცოდნელი ეგოს პრივილეგიაა.რაც შეეხება მათი ასეთი კუთხით დანახვას,მხოლოდ იმიტომ არ ხდება ასე რომ მათი მიზნები მარგინალური და ანტიდემოკრატიულია,არამედ იმიტომ რომ ყველას ერთ აზრზე დაყვანას მაინც ახერხებენ იმის მიუხედავად რა შეგნების დონე აქვთ ამ კონკრეტულებს.რაც შეეხება დემოკრატიას,იგი მაშინ ქრება როცა იზრდება მსხვერპლი. იქ იცვლება მთავრობა უშედეგო მიზნებისკენ სვლისთვის და რა თქმა უნდა იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ ამერიკაში კონგრესია მმართველობითი ორგანოს ციტადელი პრეზიდენტის მრავალმხრივი პოლიტიკური სვლები სრულიად იმართება მათ მიერ.
  სად ჩანს რომ ისინი საუკეთესოები არიან?მაგალითად : ტაქტიკური მახასიათებლები ამ შეკითხვის გადის მათი ტექნოლოგიების;მობილურების,კამერების მანქანების,ლეპტოპების,ლედ განათებების,მზის ბატარების და ათასობით მსგავსი გამოგონების გასწვრივ.არ მგონია ვინმემ ამერიკა იმიტომ დაიწუნოს ტურისტულად რომ მათ ავღანეთში და ერაყში სასაკლაო მოაწყვეს,ვიდრე ხალხი არ მიხვდება რომ ეს პასაჟი იმ თემის ნაწილია რომელიც მათ მარგინალიზმის აღზევებას მიეწერა,მანამდე მათი აზროვნება გამოქვაბულის ყელში გაჩხერილ დიდ ლოდს დაემსგავსება ,რომელიც რეალურად კარის ფუნქციას ნამდვილად არ ასრულებს.
  რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს,ლგბტ თემს და კიდევ ბევრ მსგავს ჯგუფს რომელსაც უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ დღეს,მათი ბედი ლიბერალურმა პოლიტიკის მანქანამ გადაწყვიტა და მათ მიანიჭა აწ განსვენებული სტატუსი თავისუფლებისა.ჩემი წინათქმებით თავი რომ არ მოგაბეზროთ გეტყვით რომ სიტყვა ''თავისუფალი'' ჩვენ ენაზე საუკეთესოდ ჟღერს და ამას არც კვლევა სჭირდება და არც გამოძიება,რომელი ენა დაიტევს იმდენ სათქმელს რამდენსაც  ერთ ქართული სიტყვა თავისუფალი გვაჩვენებს,მაგრამ  წინასწარმეტყველებისთვის საუკეთესო ენა მაინც ინგლისურია იმიტომ რომ ინგლისურად სიტყვა თავისუფლება ორი სხვადასხვა ენის სინთეზია ასე ჟღერს  Freedom ,რაც საჩვენოდ რომ დავმარცვლოთ ინგლისურად Free უფასოს ხოლო რუსულად DOM სახლს ნიშნავს,მეტი არაა ჩემი მტერი ვინმემ ჩვენ უფასო სახლი მოგვცეს ამერიკაში ,სანამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში არ მოხვდებით და ახლა ჩვენ  მოწმე ვართ იმის რომ რუსეთი და ამერიკა სოციოპატების ოცნების სამყაროებია,ადამიანებს რომელთათვისაც სიცივე ყოველდღიურობაა იმ სამყაროში უპოვნეს ბინა სადაც გლობალური დათბობაა პრობლემა,მეტი ხელშეწყობა რაღა გინდა.მაგრამ როგორც კი სიტყვას Freedom აბრევიატურად აღვიქვავთ და კითხვის ნიშანს დავუსვავთ მაშინ ჩვენი სამყაროც ინგლისურად იწყებს ლაპარაკს,იგი იშიფრება როგორც Free revolution, east ever dreamed over me?

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები