ეზოში პიტნის სუნი ტრიალებდა, ისმოდა ბუზის გაფრენა... შენ - კროკოსმიას კოცნიდი. ისიც გეხებოდა ყვრიმალებთან, ეჭვით ივსებოდა ზაფრანა, გაყვითლებულიყო კროცინით. როგორ მოგვეპარა ენკენისთვე, ფოთლები როგორ შეწითლდნენ, შენი თმაც როგორ გაღიავდა?! მე კი ამ თაიგულს შენკენ ვისვრი, რუდბეკიებია მეტწილად, ლიახვზედ დავკრიფე. ბაგიათას.