ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერა21
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2024


666

შენ შეგიძლია იპოვო ღმერთი,
რომელიც რაღაცით ძალიან გგავს.
არ მინდს ვიყო, ის ერთადერთი
რომელსაც ბოლოს აკრავენ ჯვარს

შენ შეგიძლია იპოვო ღმერთი,
თუ განუდგები განსჯა-ძაგებას
ბევრი ,რამეა რაც უკვე ვერ ვთქვი
მაგრამ, ვაგრძელებ აქ ქადაგებას

შენ შეგიძლია აქ ნახო ღმერთი,
ჩათვალე ზეცა , მხოლოდ სარკეა.
როცა შეგეხე, უარი ვერ თქვი
და გაგრძელება, ფიქრობ საფრთხეა.


შენ შეგილია იხილო ღმერთი
თუ დაივიწყებ აღქმას საგნების.
კაენი, ნოე, მოსე თუ სეთი
ვარ გენეტიკა იქნებ აბელის

ვერაფერს გეტყვი , არაფრის მწამს
და ჩემი დილებიც ერთმანეთს გავს
სულ არ ვაპირებ , ვიდარდო რამით
არ დაგაშორებ , დამშვიდდი ქმარს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს