ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2024


  ჩამოტვირთვა

უცნაური დიალოგი

რა ვუყოთ თუკი დღეს არაა ჩემი დღე,
დემონი დღეს სამუსაიფოდ მიბარებს,
მე ვისხამ ალკოჰოლს ჭიქაში ჩემითვე
და ჩემთვის სულ პირველს ვუკიდებ სიგარეტს.

იცის რომ აღარ ვარ ნორჩი და სულელი,
ამჯერად ადვილად ვერ შესძლებს გამაბას ,
თუმც არგუმენტები კვლავაც აქვს ულევი
და სჯერა - მოიგებს ამ მორიგ კამათაც.

მე ვჯდები სარკის წინ უტეხი იერით,
მზადა ვარ შევხედო თამამად თვალებში,
ყველა გამოწვევა ხარბი და ცბიერი,
სურს რომ გამიქვითოს მომავლის ვალებში.

მაგრამ მას გამორჩა საკითხი პატარა,
ვალების გადახდა რომ აღარ მაშინებს,
რომ ბედმა ისეთი უღრანით მატარა,
მისი შემოძლევა ვეღარ დამაკნინებს.

საუბრის შინაარს აქ მე არ მოვყვები,
ეს ვიცი მხოლოდ მე და იცის მხოლოდ მან,
თუმც იმის შემდეგაც როცა კი მოვკვდები,
დიდხანს ვერ მოიშლის ვიზიტს ფსიქოლოგთან ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები