| ავტორი: დათო33 ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2024 |
ეს ოქტომბერი, ტიტე , ავდრიანია ახლაც, ნელი ნაბიჯით მივდევ გრიბოედოვის აღმართს. ჩემზე რა გითხრა, აგერ ამინდთან წუხილს ვიყოფ, ისევ ისეა საქმე როგორც ყოველთვის იყო. გაგეცინება, ტიტე , გზას მივყვებოდი აღმა და რამდენიმე წვეთი შავ ფეხსაცმელზე ამყვა, შინ რო დავბრუნდი კიდევ შევამჩნიეღა მაშინ, რომ მე და წვიმა, ტიტე , ერთად მივსულვართ სახლში. (7 წლის შემდეგ)
ნაბიჯი მშრალი გახდა, თუ სველდებოდა წინად და რა ხანია სახლთან აღარ მომყვება წვიმა. მივუახლოვდი წვეთთა, მელოდიების კიდეს, სხვა - სხვასთან, ჩემი- ჩემთან, ასე დალაგდა, ტიტე. ეს ოქტომბერი ავდრობს, არეულია ახლაც, დილით მივყვები ამ დროს, მირიან მეფის აღმართს. როგორ ჰგავს ეს ამბავი, გზის მარადიულ განცდას, ვერ დავივიწყე ბიძგი, ამბოხიანმა კაცმა, გაჩერებაზე ვიცდი და ავტობუსი გამცდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია. გარდიანია,, ავდრიანია. კარგია. გარდიანია,, ავდრიანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|