| ავტორი: დათო33 ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2024 |
წამით ქუჩაში მომიცვა, აზრმა დაძრულმა გულისკენ, ჩემ ეზოს ახსოვს ორი ძმა, თეთრი და შავი თუთის ხე. რადგან ნაფიქრი მიმეტებს, დავაშავებდი, არ მეთქვა, გვქონდა საერთო სიკეთე მეზობლებს თუთის დაბერტყვა. განა გვინდოდა მთლიანად, გულს ვიხარებდით მცირედით და მხოლოდ თუთას კი არა, სიყვარულს ვინაწილებდით. მახსოვს რამდენჯერ შეგვკრიბა, დაგვმალა - შემოგვარბინა, ტოტებზე აშენებულმა ჩემი ბავშვობის შტაბ-ბინამ. ავაგდეთ ბედის მონეტა, იყო აზარტი ამაში, ვწუხვარ, მათ ჩრდილში რომ მეტად ვერ მოვასწარი თამაში. თვალი ხედავდა სხვაგვარად, ღამით წაკითხულ ოლივერს, დრომ თავის სისხლი დაღვარა, როცა მოვჭერით ორივე დამშვიდობების გარეშე, სანთლად ჩამოდნა ტაძართან, ამ პაწაწინა ეზოში, რამდენი ბავშვი გაზარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა ბავშვობა გამახსენდა , გურიაში ბებია და ბაბუას ეზოში. ოდის წინ მდგარი ბჟოლის ხე. ტკბილი, თეთრი იყო ბჟოლი. მომეწონა ბავშვობა გამახსენდა , გურიაში ბებია და ბაბუას ეზოში. ოდის წინ მდგარი ბჟოლის ხე. ტკბილი, თეთრი იყო ბჟოლი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|