ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წიგნისფერი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2024


დაბადების დღე

ეს ქვიშა , ალბათ, არ იჭმევა.
ამ ტყემლის ყვავილებს დაკრეფს
ქარი და ქვიშის ტორტს მოაწყობს -
ჩემი ბავშვობის სარკეს .

ეს ბავშვი სხვებივით არ იცინის,
ეს ბავშვი აღრჭიალებს სველ ყბას :
სოფელში სუნია „სალიცინის“,
ბებია ტყემლის ამბავს ჰყვება :

ქვიშას ჰყრი ქოთნებში, ცრემლით ალბობ ,
მერე აპირქვავებ შენს ფერხთით.
შლის ბებო ბავშვობის ვიწრო ალბომს,
ფოტოებისგან შეფერთხილს.

ტყემლის ყვავილები ქვიშის ტორტზე,
ჯოხები - ჩამქრალი სანთლები...
მოაქვს ბავშვს მოტეხილ თეთრ ტოტზე
მიბმული პატარა სათლივით

ამბავი, ეს ბავშვი არ იცინის,
ეს ბავშვი აღრჭიალებს სველ ყბას.
სოფელში სუნია „სალიცინის“,
ბებია ძველ ამბავს ჰყვება...
ნატალი დარასელია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს