 | ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 4 სექტემბერი, 2024 |
მზერა
წვიმს. დღეს პირველი სექტემბერია. დღეს ვიბადები კიდევ თავიდან. ქარია, მაგრამ ქალაქი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ზაფხულის ფერებს. ჭადრები სანამ ფოთოლცვენას ისევ დაიწყებს, მოდი და მაშინ, მოკითხე ჭკუა შემოდგომას! დღეს ვიბადები! უჭირს ბუნებას ჩემი მოსმენა, ფიქრობს, წვალობს, ებრძვის, მაგრამ მე მისი ყველაზე კარგად მესმის. საოცარი საყურებელია ჩიტების ვალსი. იგულისხმა დედაჩემმა შემოჩვეული მტრედები, რომლებიც მორცხვად კეკნავდნენ დაფხშვნილი პურის ნამცეცებს. გრძნობით მოფენილი ქუჩები, დახრებზე დარჩენილი სიმარტოვე და ლამპიონთან თავდახრილი სითავხედე. ესაც ერთგავარი თეატრია, სადაც ეთამაშებიან სიკვდილს, დასცინიან, აბუჩად იგდებენ, აღარ იციან როგორ აჯობონ მატერიალისტებს, წარმოადგენენ სიხარბეს, გაუმაძღრობას, ძალადობას, ბედნიერების სცენებს თამაშობენ და მერე მიფრინავენ, რათა ისევ ითამაშონ სიკვდილთან.
ყველაფერი ალბათ სხვაგვარად იქნებოდა, რომ არა ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც ხუთი წლის წინ მივიღე. დავტოვე სახლი, ოჯახი, მეგობრები და ცხოვრება უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლივ დავიწყე. ვერ გეტყვით, რომ ვარდებით მოფენილ არე-მალე დამხვდა, თუმცა ისევ ჩემი მონდომებით, ძალიან მალე, ვიპოვე საკუთარი თავი. თავიდან დისტრიბუციაში ვმუშაობდი, შემდეგ ფოსტაში და ახლა რედაქციაში ვარ. რამდენჯერაც გადავწყვიტე ამ ყველაფერზე უარი მეთქვა, დამეტოვებინა უცხო ქევეყანა და სახლში დავბრუნებულიყავი იმდენჯერ დაჟინებით ვუყურებდი იმ ყველაფერს, რაც ჩემი შექმნილი იყო და მაშინვე ვჩერდებოდი. გამთენისას ვიდეო ზარით მირეკავს დედაჩემი და პირველი რასაც მეკითხება. ,,შვილო, დღეს შეჭამე რამე?’ ან განა რადროს ჭამაა, როცა თვალი ჯერ ახლახანს გავახილე. დედაჩემი ერთადერთი ქალია, ვის გამოც ალბათ ყველაფერს დავთმობ, მაგრამ მას არასდროს უთქვამს: ,,შვილო, დატოვე ყველაფერი და სახლში დაბრუნდი“. არასდროს მაგრძნობინებს დარდს და არც ცრემს დამანახებს, ეს როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მისთვის.
გუშინ საღამოს, ერთ-ერთ ჩაბნელებულ სადარბაზოში რომ შევედი შევნიშნე, გაცრეცილ როიალზე გოგონა უკრავდა. ზურგით დავინახე და ვერ აღვიქვი, რომ შეიძლებოდა, ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონოდა. შეუძლებელია იმ ბინაში ცუდი ადამიანები ცხოვრობდნენ, რადგან მეტისმეტად მოკრძალებული ავეჯი იდგა. დახრებზე ძველისძველი წიგნებს მაშინვე შეამჩნევდით. დიასახლისს ჩაი დაუყენებიათ და სურნელიც ისეთი იყო სახლს გაგახსენებდა. ,,ჩემი ჭკვიანი გოგო!“ მოულოდნელად მამამ გოგონას აკოცა. სამზარეულოდან ქალი გამოდის თაფლით და ჯემით ხელში, მეუღლეს და ქალიშვილს მაშინვე მაგიდასთან იხმობს. მე კი ასე ვიდექი, 20 წლის ბიჭივით და მივშტერებოდი სხვის ცხოვრებას. იქამდე ვიდექი სანამ ცა ფეხად ძირს არ ჩამოვიდა და სულ მთლად არ გავილუმპე.
** ეს ის დღეა, როცა ვიყიდე ბილეთები და ორი კვირით გადავწყვიტე ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. გამთენიისას, აეროპორტში ჩემი მეგობარი დამხვდა. შეიცვალა, წარსულს არ გავს არაფრით. მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი რამ მკითხა: ,,რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?“ მეც ამაზე ძალიან მოკლედ ვუპასუხე, რომ მთავარია რაიმე დაისახო მიზნად და შეუძლებელია იქედან რამე არ გამოვიდეს. შეშის, წვიმის, ქუჩების სურნელი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ჩემს ბავშვობაში. სალხლის კართან თვალცრემლიანი დედაჩემი შემეგება და ისეთი ელვის სისწრაფით ჩამეხუტა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ,,ჩემი ერთადერთი შვილი!“ პატარა ბავშვივით ქვითინი დაიწყო და მეც ამიყოლია. ვიკრავდი გულში და ეს ჩახუტებაც არ გავდა უწინდეს. სულ სხვანაირია მონატრებული დედის ნახვა. ამ დროს, თითქოს მის თმას, ხელებს, კალთან ებღაუჭები და არ გინდა, რომ ჩამოსცილდე. მამაჩემი ჩემს წასვლამდე რამოდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და ამ სახლში მე და დედა მარტო დავრჩით. მოგვიანებით დეიდა და მისი ქალიშვილი გადმოვიდნენ ჩვენთან საცხოვრებლად. მეც მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ დედას მარტო არ ვტოვებდი. უკან გავბრუნდი და კერებში დატოვებული ვარდები ჩემს ქალბატონებს გადავეცი. ალბათ ჯელტმენი ვიქნებოდი, რომ ეს უფრო ხშირად გამეკეთებინა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, ახლა დავბრუნდი სახლში და ისაც მხოლოდ ორი კვირით.
ორი დღეა სახლში ვარ. დედის და დეიდის მიერ მომზადებულ კერძებს მივრთმევ. დედაჩემს თითქოს არ გამოელია რეცეპტები, ყოველ წუთს რაღაც ახალს მოიფიქრებს. აჟიტირებული ანა ოთახიდან გამორბის და გვამცნობს, რომ ზუსტად იმ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც მას ყველაზე მეტად უნდოდა. ანა ჩემი დეიდაშვილია და ახლა, ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადავიდა. ,,შვილო, როგორ ვამაყობ შენით!“ დეიდამ შვილი გულში ისე ჩაიკრა, რომ ამოსუნთქვის საშვალებაც არ მისცა.
** - დეიდაშვილო, შენ არაფერს მეტყვი? - ჩემგანაც იგივე გინდა , რომ მოისმინო? - ხო, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 70% _ იანი გრანტი ავიღე. - აი, ახლა მართლა ვამაყობ შენით, _ ხვევნა კოცნა იქამდე გაგრძელდა სანამ კარზე ზარი არ დაირეკა. - ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?_იკითხა დედამ. - გაუღეთ, გიორგი იქნება. ერთი საათის წინ დამირეკა, მოსვლას ვაპირებო. - საღამო მშვიდობისა ქალბატონებო, ეს თქვენთვის არის, _ ტკბილეულით სავსე კალათა გიორგიმ დედაჩემს მიაწოდა, _ ეს კი ჩემ ძმას და მეგობარს. - ეს რა არის, რა მოგიტანია? - ძმაო, ეს ის ვისკია წასვლისას, რომ მითხარი შეინახეო. - ხო, როგორც ვხედავ არ გაგიხსნია... **
სექტემბერი, ალბათ ყველაზე, კარგი თვეა. ზაფხულის თავბრუსდამხვევი დღეები გადავლილია. სიცხე სასიამოვნოდ დამცხრალია. ხმაურიან ქალაქშიც კი იგრძნობა ბუნების სასიამოვნო დუმილი. კურიერების თავშეყრა ობიექტებთან უკვე მეტისმეტად შესამჩნევი გახდა. ზოგი შეკვეთას იღებს და მაშინვე გარბის, ზოგი კი დგას და თავის რიგს უცდის. ახალგაზრდების უმეტესობას დღეს აქ თუ შეხვდებით. გზაზე, რომ ბორგავს ფოთოლი სიკვდილის ნიშანი კი არ არის, არამედ, კიდევ ერთხელ, თავიდან დაწყების წყულვილია. მეგობრებს ჩემთვის წვეულება გაუმართავთ. როგორ კი მივედი მაშინვე ყვირილი ატეხეს. ვხედავ ჩემს ძველ თანამშრომლებს, უბნის მეგობრებს და ერთი-ორი უნივერსიტეტის მეგობარიც მოუწვევიაით. იყვნენ უცხოებიც, თუმცა მე დიდად მოყვარული არ ვარ ხმამაღალი მუსიკის. მე უფრო სიმშვიდე და წყნარი გარემო მირჩევნია. სასმელში, ყვირილში, ჭამაში... გაილია შემდეგი რამდენიმე საათი და სანამ წამოსვლას დავაპირებდი მაჩერებს გოგონა, რომელის მეტისმეტად ცნობისმოყვარე იყო.
- მეჩვენება თუ ამ ყველაფრით უკმაყოფილო ხარ. - არ გეჩვენება. - ვერ გავიგე? - არ გეჩვენება! _ ხმას კიდევ უფრო ავუწიე. - გავიგე, რა გაყვირებს? - გამატარეთ თუ შეიძლება, _ გოგონა წინ გადამეღობა და წასვილს საშვალებას არ მაძლევს. - მიდიხარ, მიუხედავად იმისა, რომ აქ, ყველაფერი შენს გამო გააკეთეს? - ვინ ხარ და რატომ მისმევ ამდენ შეკითხვას? _ სანამ პასუხს ველოდებოდი ეს გოგონა ისე გაუჩინარდა, თითქოს იქ არც ყოფილიყო.
** მწერალი დიდს პატარაში ეძებს. ცუდში კარგს, ტყუილში სიმართლეს, მახინჯში ლამაზს და იქამდე არ გაჩერდება, სანამ მკითხველის გულს არ მოიგებს. მწერალიც, უპირველეს ყოვლისა ჩვეულებრივი ადამიანია, გააჩნია გრძნობები, ემოციები და იმას არასდროს დაწერს, რაც არ უგრძვნია, არ განუცდია. მწერლობა არა მხოლოდ სახე, არამედ თქვენი სულიცაა. არამარტო ამბავია ვიღაცის, არამედ პროცესიც. ისიც ზოგჯერ ჩამოფარებული ფარდების მიღმა ზის, ცრემლებს მალავს და არ აძლევს თავს უფლებას სიბნელეში დაიკარგოს. ყველაფერს გააკეთებს, ფეხზე წამოდგება და იპოვის გზას, რომელიც აუცილებლად გახდის წარმატებულს.
ვიჯექი სანაპიროზე. ჩემთვის თავდახრილი და გავყურებდი ზღვას, რომელიც მეტისმეტად მშვიდი მომეჩვენა. ჩემდაუნებურად ისევ ის გოგონა გამახსენდა, რომელიც იმ საღამოს ვნახე. ერთი შეხედვით თითქოს ბავშვური იყო, მაგრამ მისი გამოხედვა სულ სხვას ამბობდა. ლაპარაკობდა, პაუზა არ ჰქონდა, სულ ლაპარაკობდა. მისი თვალებიც ზუსტად ისთივე იყო, როგორიც ეს ტალღები, რომელიც ზოგჯერ კლდეს ეხეთქება. მშვიდი, მაგრამ ზოგჯერ თავბრუსდამხვევი. მას მერე ბევრჯერ ვცადე ამ გოგონას მოძებნა, თუმცა უშედეგოდ. გიორგის ვუხსნიდი, ვუმტკიცებდი, რომ ის გოგონა განსაკუთრებული იყო, მაგრამ საპასუხოთ ვისმენდი მსგავს ფრაზებს. ,,არა, ძმაო მსგავსი არავინ ყოფილა ჩვენს წვეულებაზე“.
- ახლა არ მითხრა, რომ ისევ იმ გოგოზე ფიქრობ? - რაღა დაგიმალო და კი. - როგორი იყო? - არ ვიცი, ძმაო, მაგრამ მას ისეთი მზერა ჰქონდა, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს. - ახლა დავლიოთ ეს ლუდი და ცოტახანში ავიდეთ ბიჭებთან, იქნებ მათ მაინც იცოდნენ რამე.
ერთი ქალბატონი ამბობდა: ჩემი ფიქრები ყოვეთვის ჩემი კაბის ფერიაო! მწერლების ნიჭი გარკვეულ წილად სიჯიუტეს მიუთითებს, რომელსაც შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო თავის ნამდვილს პიროვნებასთან. ბავშვობაში, აქ, ჯიხური იდგა და მენაყინე ნაყინს ყიდდა. მახსოვს, მამაჩემი მოკიდებდა ხელს უბნის ბავშვებს და აქ ნაყინის საჭმელად წამოგვიყვანდა. განსაკუთრებით ნაღების ნაყინი მიყვარდა და დღემდე ასეა. ახლა, ამ ადგილას კაფე გაუხსნიათ, სადაც მეტისმეტად გამომწვევი ქალები და კაცები ისხდნენ. ყავა ვიყიდე და დალევა არ დამცალდა. მოულოდნელად ვიღაც ელვის სისწრაფით დამეჯახა და ცხელი ყავა ზედ გადამესხა.
- მაპატიეთ, როგორი მოუხერხებელი ვარ, _ გოგონამ მაშინვე მაგიდიდან ხელსახოცი აიღო და ჩემი პერანგის გაწმენდა დაიწყო. - რას აკეთებთ, _ ვცდილობ მის შეჩერებას. - ნება მომეცით, _ გოგონამ ახლა თავი ზემოთ აწია და გვერდით მდგომ ბიჭს რაღაც მიუთითა. - შენ... _აქ, მეგონა რომ ენა ჩამივარდა. - კარგად ხართ? - კარგად ვარ, _ ხელები დავუჭირე და ასე ვცადე მისი შეჩერება. - რას აკეთებთ? _ გოგონა შეცბა. - შენი შეშიება არ მინდოდა. უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეჩერებინე. - მე და შენ აქამდე არასდროს გვინახავს ერთმანეთი? არადა ამ ქალაქში, ყველა ჩემ სტუმარს ვიცნობ. - აქ მუშაობ? - კი, ეს ლიტერატურული კაფე ჩემია.
**
ბედის ირონია, როცა ვიხსენებ, როგორ ვეძებდი მას და თურმე ერთი კვირის განმავლობაში თვალსა და ხელს შუა მისხლლტებოდა ხელიდან. მეორე დღეს ვერაფრით მოვისვენე და ნაშუადღევს ისევ იმ კაფეში მივედი. თვალმა მაშინვე მას დაუწყო ძებნა, პირით კი სულ სხვა რაღაცას ვეკითხებოდი კონსუნტანტს. ,,აქ, რაიმე შეხვედრები თუ ტარდება? მაგალითად მწერლებთან.“ ბიჭმა მაშინვე არ დააყოვნა პასუხი და მიპასუხა, რომ საღამოს პოეზიის საღამო იმართება. მუსიკალურად კი ახალგაზრდული ბედნი იზრუნებს. მეც მაშივე წამოვედი და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩვენი მეორე შეხვედრა.
პოეტი, ალბათ, ყველაზე მრავალფეროვანი არსებაა ამ დედამიწაზე. სულ ერთს ამტკიცებს, რადგან ზოგჯერ მისი სტრიქონი ან გაუგებარი რჩება ან არ ესმით და, მე თუ მკითხავთ ეს უკვე საინტერესოა. პოეტი და ზოგადად მწერალი პირველ რიგში პასუხისმგებელია საკუთარ თავთან. ვინ, როგორ და რანაირად გაიგებს უკვე მკითხველზეა დამოკიდებული. პოეტების ხმამ შეიძლება მოგაგონოთ ბავშვობა, პირველი სიყვარული, პირველი წარმატება... ისინი უმეტესაც იმედგაცრუებებს ებღაუჭებიან და სწორედ ამიტომ გამოდის მათი ლექსი სასიამოვნო წასაკითხი. ხო, სულ რამოდენიმე საათის წინ ვიყავი აქ, მაგრამ ახლა აქაურობა ნამდვილ მისტიურ სამყაროდ გადაუქცევიათ. კაფეს დიდი და ყვავიებით მოფენილი ეზო აქვს. ახლო-ახლო სარკეები დაუდგამთ და გარშემოც ფერადი პუფები დაულაგებიათ. განათებებიც ისე იყო განლაგებული, რომ ძალიან შემაწუხებელი არ ყოფილიყო. მარჯვნივ, კუთხეში პატარა მოკრძალებული სცენა აუწყიათ. ეს ალბათ ბენდისთვის. აქ, დიზაინი იმდენად გემოვნებიანად იყო შესრულებული, რომ მეც სიამოვნებით გავმართავდი ჩემი შემოქმედების საღამოს.
- ხელი როგორ გაქვს? - კარგად მადლობა. აქ, ყველაფერი უბრალოდ შთამბეჭდავია. - მიხარია, რომ მოგეწონა. სასიამოვნო საღამოს გისურვებ.
წითელი კაბა ჩაუცვამს და ამჯერად უფრო მეტისმეტად გამომწვევი მზერა ჰქონდა. თითქოს ყველგან არის. ყველას ყურადღებას აქცევს: სტუმრებს, მუსიკოსებს, მწერლებს, მომსახურე პერსონალს და მაინც არ ეტყობა დაღლა. ვხედავ, რომ ეს საქმე ძალიან უყვრს და სიამოვნებით აკეთებს. ,,მელანია, შეგიძლია ეს ნახო?“ კონსუნტატნმა მოულოდნელად დაუძახა და როცა ჩემს გვერდით ძალიან ახლოს დადგა თავი ვერ შევიკავე და ვიგრძენი, რომ სახელთან ერთად მომაჯადოვებელი სურნელი ჰქონდა. მისი სილამაზით, შარმით, თუ მზერით გაბრუებულმა დავიკავე ჩემი ადგილი. პოეტებმა დაიწყეს საკუთარი ლექსების კითხვა, ბენდმაც შეასრულა რამოდენიმე სიმღერა და როცა ხალხმა არევა დაიწყო, ხმადაბლა მესმის შემდეგი სიტყვები ,,იქ, სადაც სდუმან პირამიდები.“ ეს ალბათ გზავნილია ავტორის, მაგრამ მანამდე ამ სიმღერის და თავად ავტორის პატარა ისტორიას მოგიყვებით. (ამ ლექსის ავტორი ცნობებში პაულო იაშვილია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მისი ლექსების ნაწილი ელენე დარიანი - ბაქრაძეს ეკუთვნოდა. ქალი, რომელიც იმ ეპოქაში საზოგადოებამ ვერ მიიღო. მიზეზი კი მისი თამამი ლექსები გახლდათ.) ,,არის აქ ვინმე, ვისაც სურვილი აქვს რომ ლექსი წაგვიკითხოს?“ მოულოდნელად იკითხა ბიჭმა. თავითან ვიყოყმანე, მაგრამ მერე ზუსტად ისე ავწიე ხელი, როგორც საკლასო ოთახში, როცა გაკვეთილი კარგად მქონდა მომზადებული. მელანიას მზერა მაშინვე დავიჭირე. დავიწყე თუ არა საუთარი ლექსის წაკითხვა იქაურობა კიდევ ერთხელ გაირინდა, მუსიკას კიდევ უფრო ჩაუწიეს და ბოლომდე ისე ჩავიკითხე აღარაფერზე აღარ მიფიქრია. მსახიობი, რომ ასრულებს მონოლოგს და უცდის ხალხის მქუხარე ტაშს, აი, ზუსტად ეგრე ვიდექი მეც და ველოდებოდი ოვაციებს.
- ეს ლექსი შენ დაწერე? - დიახ, მელანია ეს ჩემი ლექსი იყო. - როგორც ჩანს ჩემი სახელი უკვე იცი. - ვიცი, მაგრამ სურვილი მაქვს უფრო მეტი ვიცოდე შენზე. - 12_ზე, სანაპიროზე გელოდები.
** კი არ ვტრაბახობ, მაგრები ვართ, არ ავიტანთ, ვერ დავთმობთ, ვერ შევეგუებით, მაგრამ რაც თავი მახსოვს მაინც ვითმენთ, ვუძლებთ, ვეგუებით სიმარტოვეს... აი, როგორც იქნა მოვიდა. მეტისმეტად სპორტულად იყო გამოწყობილი და თმაც მჭიდროდ შეუკრავს. ახლა, ასე უფრო ჩანდა მისი მგვალი სახე, მუქი თაფლუსფერი თვალები და თვალის ჭრილთან სამი ნაკეცი, რომელიც კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა მის მზერას.
** - ლუდი წამოგიღე. იმედი მაქვს გიყვარს, _ მაშინვე გამომიწოდა. - კი, თანაც ძალიან. - მელანია ბერძნული სახელია. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი - საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი მზადდებოდა. - ახლა ყველაფერი გასაგებია. - და შენზე რას მეტყვი? - მე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს, _ თითქოს ახლა მხოლოდ მისი მოსმენა მინდოდა. - ძალიან ლამაზი ლექსი წაიკითხე, თუმცა სევდიანი იყოს. - ვხედავ, რომ ზუსტად გესმის ავტორის. - ხო, ეგ ხშირად უთქვამთ ჩემთვის. - ეგ ლექსი წლების წინ დავწერე. მაშინ როცა პირველად დავრჩი ოჯახის, მეგობრების გარეშე. - ახლა გამახსენდა. წვეულებაზე მიყვებოდნენ შენს შესახებ. - შენ, _ ვცდილობ სიტყვებს თავი მოვუყარო, მაგრამ პატარა ბიჭივით აქაც ენა ჩამივარდა. - სასმელის მოსატანად წავედი, მაგრამ სანამ მოვბრუნდი იქ აღარ დამხვდი. - მეძებდი? - არა, მე არავის ვეძებ, _ ჩაეცინა.
დავწექი. დაჟინებით შევყურებ ჩემი ოთახის ჭერს. ასეთი აჟიტირებული არც მაშინ ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. ვტრიალებ საწოლში, არ მასვენებს ფიქრი. უცნაური გოგოა. მალევე მომენდო და წამოსვლისას ისე ჩამეხუტა თითქოს დიდი ხანია მიცნობს. რატომღაც მგონია, რომ ეს გამიზნული იყო. ასეა ყველა. ქალის ყველა მოქმედება წინასწარ გათვლილია. სულ რომ არაფერი უნდოდეს კაცისგან მაინც ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი დაგამახსოვროს. დაძინებამდე ყოველთვის არის ერთი გარდამტეხი წამი: ფიქრი ჩაძინებამდე და ახალი დღის დაწყების წყულვილი. გათენდა მეორე დღე. დედაჩემმა საუზმედ ღვეზელები მოამზადა. მეც ყავა დავლიე თუ არა მაშინვე გარეთ გავედი. ,,მოიცადე, შვილო რამე მაინც გეჭამა!“ სახლის კარამდე ამედევნა. ,,ჩემო ქალბატონო, გპირდები დღეს ადრე დავბრუნდები სახლში და ერთად ვივახშმოთ.“ როგორც კი მანქანაში ჩავჯექი გიორგის დავურეკე და მასთან ოფისში ავედი. არც დაველოდე მის მდივანს, მის კაბინეტში შევედი.
** - რატომ არ მითხარი, რომ მელანია შენი მეწილე იყო? - ძმაო, დაჯექი და მშვიდად ვისაუბროთ. დალევ რამეს? - არ მინდა არაფერი. - დაივიწყე ეგ გოგო რა. - არ მესმის, რატომ? - ვიღაც ყავს. ნუ მართალია არ აჩენს, მაგრამ ფაქტია რომ მარტო არ ცხოვრობს. - რა სისულელეა. გოგოს ვიღაც ყავდეს და არსად მასთან ერთად არ იჩითებოდეს? - ლამაზი გოგოა, ნიჭიერია, მიზანდასახული და სწორედ ამ თვისებებით უკვე ბევრ კაცს აურია თავგზა. - და მერე შენ ეგ ცუდი გგონია? - ცუდია აბა რა არის. ერთ დღესაც შეგხვდება და გეტყვის: იცი რა, კარგი ხარ, მაგრამ მოდი დავიშალოთ. ძმაო, ამას იმიტომ გეუბნები, რომ უკვე ბევრს გაუჩალიჩა ასე და არ მინდა, შენც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდე. - ძალიან გთხოვ, ახლა ეს გოგო მანიაკი ნუ გამოგყავს. მე შევხვდი გუშინ მელანიას და პირიქით, ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. - აი, სწორედ ეგ არის, რაც ცოტა ხნის წინ გითხარი. ნეტავ ვცდებოდე ძმაო, ნეტავ.
გაგრძელება იქნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ,,გუშინ საღამოს, ერთ-ერთ ჩაბნელებულ სადარბაზოში რომ შევედი შევნიშნე, გაცრეცილ როიალზე გოგონა უკრავდა." ვინაიდან მთავარი პერსონაჟი ხუთი წელია, ოჯახისგან შორს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სწორედ ამან განაპირობა სახლში დროებით დაბრუნებაც. (ასე რომ ეს წარმოსახვა არ ყოფილა) მიხარია, რომ ,,მზერამ" თქვენი გული მოიგო. რათქმაუნდა იქნება გაგრძელებაც. ,,გუშინ საღამოს, ერთ-ერთ ჩაბნელებულ სადარბაზოში რომ შევედი შევნიშნე, გაცრეცილ როიალზე გოგონა უკრავდა." ვინაიდან მთავარი პერსონაჟი ხუთი წელია, ოჯახისგან შორს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სწორედ ამან განაპირობა სახლში დროებით დაბრუნებაც. (ასე რომ ეს წარმოსახვა არ ყოფილა) მიხარია, რომ ,,მზერამ" თქვენი გული მოიგო. რათქმაუნდა იქნება გაგრძელებაც.
2. საინტერესოა. ველი გაგრძელებას საინტერესოა. ველი გაგრძელებას
1. საინტერესო და აქტუალურ თემაზე წერ, საინტერესოა მელანიას პერსონაჟი , მიუხედავად იმისა ,რო მასზე ჭორაობენ, მესამე აბზაცში წერ, ჩაბნელებულ სადარბაზოში შევედიო და შევამჩნიეო, გოგო გაცრეცილ როიალზე უკრავდაო, ეს ვერ გავიგე(წარმოსახვაა თუ რეალობა) გაგრძელებას წავიკითხავ. საინტერესო და აქტუალურ თემაზე წერ, საინტერესოა მელანიას პერსონაჟი , მიუხედავად იმისა ,რო მასზე ჭორაობენ, მესამე აბზაცში წერ, ჩაბნელებულ სადარბაზოში შევედიო და შევამჩნიეო, გოგო გაცრეცილ როიალზე უკრავდაო, ეს ვერ გავიგე(წარმოსახვაა თუ რეალობა) გაგრძელებას წავიკითხავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|