ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2024


* * *

                                                                      გ.-ს                                                     
როგორ გითხრა, რომ არავინ მყვარებია
(გულის ფსკერზე უამრავი კარებია).
რომ სიყალბე უცხო არის ჯერაც ჩემთვის,
რომ მე თვითონ არ ვეძებდი ფიცს და ღალატს!
მოგონება სინამდვილეს ისევ ერთვის...
ნუ გგონია, რომ შენ იყო ერთადერთი.
უამრავი ტკბილი წუთი ფიქრებს წაშლის -
მიხაროდა, რომ ვხედავდი გულს გადაშლილს.

          დღეს მე წავალ მონასტერში,
          აღარ მინდა ვიყო მტვერში,
          განწმენდილი დავბრუნდები
          და როდესაც შენ შემხვდები -
          ყურში გეტყვი - რომ
                            მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები