| ავტორი: დათო33 ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2024 |
პირველს შენ მოგნახავ, დრო რომ შევაჩერო, მხოლოდ მანძილია მეტი, როგორ მენატრები ახლა დედაჩემო, როგორ მომენატრე, დედი. გუშინ დახეული ქარი უბერავდა, გარეთ სევდიანად წვიმდა, ისევ მენატრება თხილის ჩურჩხელა და შენი მოქსოვილი წინდა. ჩემთვის გიტირია, ახლაც სულს მიდუღებს შენი ცრემლიანი სახე, ბევრჯერ დაგირღვიე მშობლის იდილია ბევრჯერ უმიზეზოდ გძრახე, ახლა რა აზრი აქვს შენთან აღსარებას ცრემლი შეშრობია ღაწვებს, ღმერთმა მაპატიოს შენი გაწვალება და რაც ამ კისერზე მაწევს. დილის სილამაზეს ნისლი ავაჭერი, მზე კი შენს წამწამებს გავდა, ახლა ღმერთმა იცის არ მსურს არაფერი შენი ჩახუტების გარდა. ახლა სიყვარული მინდა შეგაშველო, თმაში ჭაღარას რომ ვხედავ, როგორ მენატრები იცი დედაჩემო?! როგორ მომენატრე დედა! თითქოს გზას მიშუქებს სახე მზის სადარი შენი გათენება თვალთა, ნეტა ახლა მთხვრიდეს შენი წინსაფარი, შენი ფქვილიანი კალთა. დრომ თუნდ სველი წლებით ბევრი გუბე ავსოს, შენ ვერ დაგასველებს ბედი, ჩემო პაწაწინავ, ჩემო ბუმბერაზო, როგორ მომენატრე, დედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა :) მეც ყველა სიკეთეს გისურვებთ. დიდი მადლობა :) მეც ყველა სიკეთეს გისურვებთ.
1. დედაზე დაწერილი ლექსი ყველა კარგია, მაგრამ ასეთი, გულიანი, სიყვარულიანი, ცრემლიანი ,აღსარებიანი ლექსი კარგა ხანია არ წამიკითხავს. ძAლიან მომეწონა, ჩემი სათქმელიც შენ თქვი. ავტორო გაიხარე, საუკეთესო სურვილებს გიგზავნი, დედაზე დაწერილი ლექსი ყველა კარგია, მაგრამ ასეთი, გულიანი, სიყვარულიანი, ცრემლიანი ,აღსარებიანი ლექსი კარგა ხანია არ წამიკითხავს. ძAლიან მომეწონა, ჩემი სათქმელიც შენ თქვი. ავტორო გაიხარე, საუკეთესო სურვილებს გიგზავნი,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|