ოცდა ექვსი წლის იყო ლეა, უკვე ერთი კვირაა, ყოფილი ჟურნალისტური სააგენტოს, ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად უმუშევარი, თუმცა თავის გატანას (დროებით) ახერხებდა დედის ერთგვარი „დაშანტაჟებით“ _ როგორ ხარ? _ მიწერდა დედა სოციალურ ქსელში. _ არამიშავს, თქვენ როგორ ხართ? _ პასუხობდა ლეა. _ ჩვენ რა გვიშავს? შენზე მითხარი, როგორ ხარ? რას ჭამ? რას სვამ? _ ჰოო, ძალიან დელიკატურ საკითხს შეეხე! _ დელიკატურს რატომ? _ რა გითხრა დედა, მთელი დღეა არაფერი მიჭამია, ბოლოს წუხელ ვჭამე, ერთმა ორმოცი წლის კაცმა პიცერიაში დამპატიჟა. რაღაცნაირი, საზიზღარი ვინმეა, მაგრამ რა მექნა, ძალიან მშიოდა და უბრალოდ პიცა ვჭამე მასთან ერთად. ბოლოს მითხრა, ხვალაც შევხვდეთო, და ახლა ვუცდი როდის მოვა რვა საათი, რომ ისევ ვჭამო. _ რას მიყვები შვილო, სრულ ჭკუაზე ხარ? _ აბა რა ვქნა დედა, თქვენმა სანაქებო ხელისუფლებამ დახურა ჩემი სააგენტო, თან უბრალოდ პიცის საჭმელად მივყვები, საწოლში კიარ ვუგორდები. _ დაურეკე ახლავე და უთხარი რომ აღარ შეხვდები, და გპირდები, ათი პიცის ფულს ჩაგირიცხავ. _ კარგი დედა. _ ამ ყველაფერს გულის სმაილს მიაყოლებდა და არ არსებულ ორმოცი წლის კაცთან არ არსებული ზარის განხორციელების, დედასთან დადასტურების თანავე, მის ანგარიშზე ერთი-ორი კვირის საარსებო თანხა ირიცხებოდა. ესეც იმიტომ, რომ საჭმელში და კომუნალურებში არაფერს იხდიდა, რადგან ამ ყოველივეს სხვა დამფინანსებელი ჰყავდა. კაცი, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ეკიდა ყველა ის მთავრობა თუ პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც სიცოცხლეში მოსწრებოდა, ეს ბაბუამისი იყო, შემოივლიდა კვირაში ერთხელ, პროდუქტებს დაუტოვებდა და მიდიოდა, ხოლო მაშინ, როდესაც ლეას სამსახური დაიხურა, საპენსიო სესხი გაუკეთა, რომ რამოდენიმე თვით ქირის პრობლემა არ ჰქონოდა. ოღონდ ამ ყველარსის სანაცვლოდ, დუმილს თხოვდა ბაბუა ლეას, რადგან, მისივე თქმით, არა და არ ჰქონდა „იმათი“ ნერვები. ასე იყო თუ ისე, მშვენვრად ცხოვრობდა ლეა, თუ სამუშაო იყო, მუშაობდა, თუ არ იყო და, ხან რით ერთობოდა, ხან რით. ურთიერთობებში ყოფნა დიდად არ ხიბლავდა, თუმცა ერთხელ ძალიან ავარდა ერთ ტინდერში გაცნობილ ჰოლანდიელ ტურისტზე, რომელთან ერთადაც ფაქტიურად ოჯახი შექმნა, ოღონდ მხოლოდ ფაქტიურად და მხოლოდ ერთი კვირით, რადგან მერე ტურისტი მშობლიურ როტერდამს დაუბრუნდა. ამის მერეც სცადა ერთთან, მაგრამ ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს და ზოგჯერ, როცა წინა ურთიერთობას ადარებდა, თავი ზიზღდებოდა, ამიტომ დაასრულა და მარტოობა აირჩია. ურთიერთობის დასრულებას, ცოტა პრობლემები, ცოტა ისტერიკები, გაგრძელების ბევრი მცდელობები და მსგავსი სისულელეებიც მოჰყვა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, მარტივად გვარდებოდა ყველაფერი. ბოლოს ისიც მიწყნარდა და როგორც იქნა, საკუთარ თავთან, მარტო დარჩა. მარტო ყოფნისა და უმუშევრობის დროს, საკუთარი „ბლოგების“ გვერდს ააქტიურებდა ხოლმე და როდის, თუარა ახლა, შესანიშნავი დრო იყო, რომ ძველების გადახედვით მოსული ემოციით, რაღაც ახალი შეექმნა. პირველ ბლოგზე გაეცინა. მიუხედავად იმისა, რომ თვლიდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ იყო, რაც ოდესმე დაეწერა, გაახსენდა რომ სწორედ ამ ნაწერმა დააპირისპირა პირველად ოჯახის წევრებთან. თემა არც ისე შორეულ წარსულში შემოგდებულ „ პროპაგანდას“ ეხებოდა, კერძოდ სექსოლოგიის, როგორც სასკოლო საგნად დამატებას. ლეას ბლოგი: „ცხოვრებაში ერთხელ ვიფიქრე, რომ თავი მომეკლა. ოღონდ არა იმ დღეს, როდესაც მეოთხე კლასში ჩემს თანაკლასელ ბიჭს ვუთხარი მიყვარხართქო და ლოყაზე ვაკოცე, მერე კი მან ატირებულმა უთხრა მასწავლებელს და მასწავლებელმაც მთელი კლასის თვალწინ დამამცირა. არც იმავე საღამოს, როცა მამაჩემმა ამის გამო მცემა, არც იმ დღეს, როცა ჩემი კატა, ჯერი მოკვდა. არა, არც იმ დღეს. მაგრამ მაშინ, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს, კლასში გაკვეთილს ხსნიდა მასწავლებელი, მე მუცელი საშინლად ამტკივდა. ტკივილი წინა დღეებშიც მაწუხებდა, მაგრამ ვიფიქრე გადამივლისთქო, თუმცა არა. ნელ-ნელა მოიმატა და იმ დღეს, გაკვეთილზე, პიკი იყო. გარეთ გასვლა ვითხოვე, გამომიშვეს, ტუალეტისკენ გავიქეცი და როდესაც სისხლით მოთხვრილი ჩემი რეიტუზი დავინახე, ისე შემეშინდა, როგორც არასდროს. ვიკივლე, სწორედ ამ კივილმა გადამარჩინა. წამიერად გავიფიქრე თუ რას მიზამდა მამა, ვაგინიდან წამოსული სისხლის გამო, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი მიზეზი, ვფიქროდი რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩემს თავს და ამ ყველაფრის გააზრებას, ყველაფერი მერჩივნა. ტუალეტის ჭერზე, ჩემი დასვრილი რეიტუზი დავკიდე, როდესაც დამლაგებელი, რომელმაც კივილის ხმა გაიგონა, ტუალეტში შემოვიდა. ჯერ მიყვირა, გაკვეთილზე რატომ არ ხარო, მერე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მანაც ატეხა კივილი. ოღონდ მას, ჩემგან განსხვავებით, კისერზე შესაბმელად ჭერზე ჩამოკიდებული რეიტუზის დანახვის შეეშინდა. მალე ტუალეტი გოგონებით გაივსო, ყურებში ზუზუნი მესმოდა, როგორც მახსოვს მამშვიდებდნენ, მიხსნიდნენ, მაგრამ აზრზე მანამ ვერ მოვედი, სანამ საპირფარეშოში გაცინებული დედაჩემი არ შემოვიდა. აღარ გავაგრძელებ... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომ არ მეკივლა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი, თუმცა გაკვეთილზე რომ აეხსნათ ჩემთვის ეს, საკივლელადაც არ გახდებოდა საქმე.“ _ გაგიჟდი შენ? რა ინტერნეტ სივრცეში გამოსადები ამბავი კი ეგ იყო? _ აღრიალდა მამა. _ რატომაც არა _ პასუხობდა ლეა _ თუ ამით ერთ ჩემნაირ უმეცარს მაინც დავეხმარები, რატომაც არა? თანაც, ეს ხომ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამომხატველია, სკოლაში სექსოლოგიის საგნად შეტანის თაობაზე? _ რაო? და შენ მაგ მარაზმს ემხრობი? _ ხმას ვერ აწყნარებდა მამა. _ რა არის მამა მარაზმი რა? _ ის, რომ თითის ტოლ ბავშვებს, სექსზე უნდა ელაპარაკონ მასწავლებლები, ეს მარაზმიც არის, საზიზღრობაც, საშინელებაც, სატანიზმიც, გადაგვარებაც... მამიდას, რომელიც ძალაუნებურად ესწრებოდა ამ დიალოგს, გულმა ვერ გაუძლო და პირჯვრისწერით გაიქცა სამლოცველო კუთხისკენ! _ გასაგებია _ ჩხუბში აჰყვა ლეაც მშობელს _ ესეიგი შენი წარმოდგენა სექსოლოგიის გაკვეთილზე ეგეთია: შემოდის მასწავლებელი, გოგო-ბიჭს ერთად სვამს, მერე თხოვს რომ ერთმანეთს გახედონ, ტუჩები ტუჩებს მიადონ, გემო გაუგონ ერთმანეთის ტუჩებს, ბოლოს ჩათვლას უწერს და ამბობს რომ მეექვსე კლასიდან ენის გამოყენებაზეც გადავლენ? _ რამდენს ტლიკინებ ლაწირაკო? _ ჰო, ასეა მამა, ასეთია შენი წარმოდგენა, და გაფიქრებაც არ მინდა იმის თაობაზე, თუ როგორი წარმოგიდგენია გაკვეთილი დამამთავრებელ კლასებში, როგორ ფიქრობ? ჩანთას როგორ ჩაალაგებს მოსწავლე? ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, კონდომი... _ ჩაიგდე ენა _ ღრიალებს მამა და სახეში ურტყამს ლეას. ლეა სახლიდან გარბის, სწორედ ის არის ბოლო დღე, როდესაც ლეას მშობლიურ სახლში გაეღვიძა. მეორე დღესვე იქირავა სახლი, ხოლო იმ ღამეს, სად და ვისთან დარჩა, არავინ იცის ორი ადამიანის გარდა, ამ ორში, ერთი თავად ლეა არის, მეორე კი, მოზრდილი საამქროს ღამის დარაჯი, არც მეტი, არც ნაკლები, ბაბუამისი, რომელმაც იმ ღამის მარაგი, სამი მეოთხედი ლიტრი არაყი, ნერვებდამწყდარ შვილიშვილს გაუყო, თანაც ისე, რომ ნერვებზე მოშლის მიზეზი არც კი უკითხავს. ყველაფერი ცხადად წარმოუდგა გონებაში ლეას, ნერვები მოეშალა იმის ახლიდან გაფიქრებაზეც, რომ მამამ სახეში გაარტყა, თანაც მაშინ, როცა ცამდე მართალი იყო. თუმცა სიმართლე _ ცნება როგორც ასეთი, ყველას თავისებურად წარმოუდგება ხოლმე, და ნერვებს მხოლოდ იმით იწყნარებდა რომ თავისი აზრით მამაც მართალი იყო. ამ გააზრებაში კამათის და პოზიციის დაცვის მცდელობების მარტივად მიღება ნამდვილად შეეძლო ლეას, მაგრამ გარტყმა? სახეში გარტყმა? მშობლის მიერ? არამც და არამც, ამას არასოდეს მოითმენდა. შემდეგი ბლოგი განსხვავებული იყო, მისი წაკითხვისას ნამდვილად არ აუჯანყდებოდა მშობლები, რადგან ამჯერად თემა, სწორედ ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრა წლის ცხრა აპრილი იყო, გაშინაარსებულ-გაანალიზებული, სოხუმიდან დაწყებული აქციების გამოხმაურებით აგებული ტექსტი გმირებზე, რომლებიც ალაგ-ალაგ დღესაც არიან. ამ ბლოგმა სასკოლო თემა გაახსენა, აი ის, ცხრა აპრილზე რომ დაწერა და მეორე ადგილიც რომ დაიკავა კლასში, მერე დაფიქრდა რომ ამ რეალობაზე, ოჯახიდან წამოსვლისა და იდეოლოგიების დამტვრების დაწყებიდან მოყოლებული არ უფიქრია, ამიტომ უბრალოდ სკამზე, რომელზეც იჯდა, თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და პარალელებზე დაყრდნობით შეეცადა მაშინდელის კადრებად აღქმას. ერთიან კაბაზე მოცმული ჯინსით მიუყვება ლეა გზას რუსთაველისკენ, იქ ხალხია, ხალხი, რომელიც ხმამაღლა ითხოვს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხალხი რომლებიც გრძელი თერმოსებით და თეთრი სარძევეებით წყალს ასმევს ერთმანეთს, ხალხი რომელიც ლიდერის გამოსვლას ელის, და აი ლიდერიც... როგორი საოცარი გამოსვლა აქვს, წრფელი, მართალი, უტყუარი, თან რა ეფექტი აქვს?! ქუხს ტაში, გრგვინავს ტაში, ქუხს ქაშვეთიც... ნუთუ ყველაფერი მართლა ასე იყო? ასე წრფელი და სუფთა? ასე და ამდენად საამაყო? ნუთუ არ იყო იქ და მაშინ რამე ისეთი რაც... ჰოო, როგორ არა, იყო, იყო, აი ლიდერის გამოსვლის დასასრულს ხალხი მღერის იმ სიმღერას, რომელიც ლეას მამიდაშვილებმა იმღერეს გუშინ. მოტივი გასაგებია მაგრამ ასეთი უნიჭო ტექსტის მომღერალი ხალხი, უნაკლო და ულაფსუსო როგორ იქნებიან? არა, არა და არა, უნდა მიმოიხედოს, რაღაც მაინც იქნება ისეთი რაც არ მოეწონება, აი თუნდაც ძირს, რამდენი მოწეული სიგარეტი ყრია, ფეხსაცმლით გასრესილი. ისინი საშინელებას მღერიან და ქალაქს აბინძურებენ... კიდევ? სხვა? ნუთუ არავინ არის მოსული იმისათვის, რომ ფიქრობს _ აქციაზე გამოსული ქალი ადვილი შესაბმელი იქნებაო? ნუთუ არავინ არის აქ ისეთი ვინც სხვის ჯიბეში აფათურებს ხელებს? ნუთუ არავინ ღრიალებს ბოლო ხმაზე სიტყვა _ სამშობლოს, იმ მიზნით რომ ვინმეს თავს მოაწონებს და გათხოვდება? იქნებიან, ასეთებიც იქნებიან, უარესებიც... თვალებს ახელს, უსიამოვნოდ შემოდის ბოლო წუთების ფიქრი მის მუცელში, თუმცა ფიქრებს ზარის ხმა ფანტავს, ტელეფონია, ძმა ურეკავს, ციხიდან! არა და ეგონა გუშინდელი სპექტაკლი მხოლოდ ერთმოქმედებიანი იყო, ახლა თავიდან უნდა მოესმინა სულელური მოთხოვნა ბოდიშის თაობაზე, ბოდიშის, რომელსაც არასდროს და არაფრის დიდებით არ მოიხდიდა, მაგრამ გარკვეულ წილად, ძმის, როგორც პატიმრის მდგომარეობაში შესვლასაც საჭიროდ მიიჩნევდა, ეცოდებოდა ძმა, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რა ყველაფრითაც მისი ცხოვრების შეზღუდვასა და შევიწროებას ცდილობდა ბავშვობიდან. _ გისმენ _ უპასუხა ტელეფონს ლეამ! _ როგორ ხარ? _ მოესმა ტელეფონიდან ხმა, რომელიც ძლივს იცნო, რადგან აღარ მოეჩვენა ისეთი მკაცრი და ომახიანი, როგორც ყოველთვის იყო. _ მე კარგად, შენ როგორ ხარ? _ უთხრა გაკვირვებულმა! _ ახლა კარგად, გამომწერეს უკვე. _ გამოგწერეს? საიდან? _ გაიკვირვა გოგომ, რადგან ბოლო ორი თვის მანძილზე, აღარ ჰქონდა ნალაპარაკები მასთან. _ ციხის საავადმყოფოში ვიწექი, აქ რაღაც მოხდა და... ერთი სიტყვით ახლა კარგად ვარ, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ერთი პატარა თხოვნა მაქვს შენთან თუ ძალიან არ შეგაწუხებ. თუ ძალიან არ შეგაწუხებ? _ ეს რაღაც ახალი იყო, დროზე გააკეთე გოგო_საგან რადიკალურად განსხვავებული! _ მართლა კარგად ხარ? _ ინსტიქტურად ანერვიულდა ლეა. _ კარგად ვართქო, კარგად... აბა, რას იზამ? შემისრულებ ერთ თხოვნას? _ მითხრი რა გინდა, ვეცდები მაინც. _ ხვალ დედა ფულს ჩაგირიცხავს, წადი ამ ფულით წიგნების, ან საეკლესიო მაღაზიაში, ბიბლია და რამე სასულიერო წიგნები მიყიდე, წმინდა მამების ნაწერები და ასეთები, ფული ბევრი იქნება, რაც მოგრჩება შენთვის დაიტოვე, წიგნები კიდე, როგორმე შემომიგზავნე ძალიან გთოვ. ძალიან გთხოვ... წიგნები... წმინდა მამები... ლეამ კალენდარს დახედა, პირველი აპრილი უკვე გასული იყო, სხვაგვარად ვერაფრით ხსნიდა მიმდინარე სატელეფონო საუბარს. _ კარგი, რა პრობლემაა _ უთხრა დაბნეული ხმით _ მაგრამ მეც მინდა ერთი რაღაც გითხრა. _ მითხარი რაც გინდა. _ ჯობია ჩემგან გაიგო სანამ ვინმე ისედაც გეტყოდეს, _ შეეცადა არ გასცინებოდა საუბრისას _ მოკლედ ორსულად ვარ და ბავშვის მამა ზუსტად არ ვიცი ვინ არის. _ რაო? _ დაიბზარა ცოტათი ხმა ტელეფონში. _ არა, რამოდენიმე ვერსია კი მაქვს მაგრამ... _ ლეა რატომ მაგიჟებ? _ ხმა ნელ-ნელა ემსგავსებოდა იმ ადამიანისას, ვისაც ასე კარგად იცნობდა ლეა. _ რატომ გაგიჟებ? _ იყო პასუხი _ შენ ხომ მთხოვე რომ ტყუილი არ მეთქვა შენთვის... _ სულ ეს იყო, სიცილი ვეღარ შეიკავა. _ ლეა... ლეა... ლეა... _ ისმოდა ხმა ტელეფონში. _ კარგი ხო, კარგი, დამშვიდდი, უბრალოდ გადავამოწმე შენ იყავი თუ არა, ერთი სიტყვით, მაგაზე უარს როგორ გეტყვი, შემოგიგზავნი წიგნებს, ნამდვილად არ დაგზარდები, თან, რომ გითხრა დიდად დაკავებული ვართქო, არც ეს იქნება მართალი. _ მადლობა. _ არაფრის, რას ამბობ. ეგეთ რამეზე როგორ გაწყენინებ. _ ისე... _ ამჯერადაც შეერია ცოტა ბზარი ხმას. _ მართლა გყავს ვინმე? _ არა, არავინ არ მყავს, დამშვიდდი. _ მშვიდად ვარ მშვიდად, უბრალოდ არ მინდა ვინმემ მოგატყუოს, თორემ შენ როდესაც ვინმესთან ერთად ბედნიერი იქნები, როგორ გგონია, მე არ გამიხარდება და მას რამეს დავუშავებ? _ მისმინე _ ამჯერად ლიამ შეაუხეშა ტონი _ თუ ვინმე მომატყუებს, ეგეც ჩემი ცხოვრების არჩევანი და თავგადასავალი იქნება, მოდი იცი რა? მიხედე შენ შენს ცხოვრებას, მე კიდე ჩემი მაცადე და ნუ გამოგყავარ სულელად, რომელიც შენს წარმოდგენაში ყველა არსებული იდიოტის ნაშობაზე ოცნებობს გესმის? _ კარგი რა ლეა, ეგრე როდის მითქვამს ან მიფიქრია? _ ასე გამოდის შენი საუბრიდან, მოკლედ, წავედი ახლა, უნდა გაგითიშო, ხვალ წიგნებს შემოგიგზავნი, და სხვა დროს, შეეცადე ან ასეთი თხოვნით, ან უბრალოდ მონატრების მიზნით დარეკო. ასე დაასრულა უცნაური საუბარი, რომელმაც გაკვირვებასთან ერთად ცოტა შიშიც დაუტოვა. თითქოს სუიციდური ფიქრები ამოიკითხა ძმის საუბარში, მაგრამ ფიქრმა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სუიციდის მაძიებელი, ამდენი წიგნის შეგზავნას არ მოთხოვდა, ამან ცოტა დაამშვიდა, ჯერ სიგარეტი მოსწია, ცოტა სული ამოითქვა და ისევ ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრაში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად მისი ძმის ის ვერსია გაასეირნა რუსთაველზე, რომელსაც იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე ამ უცხოს, ახლა რომ ესაუბრა ტელეფონით. შუბლზე წვრილად გაკრული სამხედრო ცხვირსახოცი, რეიბანები, ხელში კი ორტარიანი ჯიბის დანა, რომელიც ხელში ისე გემრიელად ტრიალებს, რომ შეუძლია კრიალოსანიც კი ჩაანაცვლოს, თავისუფლად. _ რა ხდება აქ? _ კითხულობს აქციის სხვა მონაწილესთან. _ ვაპროტესტებთ _ არის პასუხი. _ რას აპროტესტებთ? _ რას და, საბჭოთა... ერთი წუთით ძმაო... _ მონაწილე თვალის ცეცებით ეძებს ვიღაცას _ ტაროო _ ეძახის დანახვის თანავე. _ რა ხდება? _ პასუხობს ტარო. _ ერთი წუთით მოდი, თუ შეგიძლია. მოდის ტარო, ხსნის იმას, თუ რას აპროტესტებენ მომიტინგეები, ხსნის გასაგებად, მარტივად, რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ესა, ისა... ყვება თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ტარომ იცის, ტარო გარკვეულია ყველაფერში, მაგრამ რამდენია იქ ტაროსნაირი? ლეას ძმა კი, მიუხედავად დაღეჭილისა, ვერაფერს იგებს, თუმცა სიტუაცია მოსწონს, აქ იმდნი ლამაზი გოგოა, თანაც თანმხლებლების გარეშე, მას კი ჯიბეში გაუხსნელი შნაფსიც უდევს, ჰოდა რატომაც არა, _ „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს...“ _ გაუმარჯოს... _ ესმის უკნიდან ხმა. კარავთან რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა არის პლედზე ჩამომჯდარი. ვაჟკაცსაც მეტი რა უნდა? უღიმის, ჯიბიდან შნაფსს ამოაყოფინებს თავს და გოგონებს თვალს უკრავს. ერთ-ორ ჭიქაზე ვინ იტყვის უარს? თუმცა ჭიქისა რა მოგახსენოთ, პირდაპირ ბოთლიდან... _ აბა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს გოგონებო! _ სვამს, პლედზე თავისთვის გამოყოფილ ადგილზე ჯდება, და ბოთლს ერთ-ერთ გოგონას აწვდის. _ ჩემი აზრით _ მოჰყვა გოგონა სადღეგრძელოს _ ადამიანი, რომელიც მტრისა და მოყვარის ერთმეთისაგან გამიჯნვას ისწავლის, იმ წუთიდანვე იმსახურებს თავისუფლებას, ჩვენმა ქვეყანამ გადაიარა 1937 წელი, კაგრი, გასაგებია რომ მერე ომი იყო მაგრამ, ომის მერე ორმოცდაოთხი წელი გავიდა, და როგორც იქნა, ჩვენ ახლა აქ ვართ და როგორც იქნა დაიწყო ბრძოლა, ამიტომ მე, როგორც ამ ბრძოლის ერთ-ერთ მონაწილეს, მინდა თითოეული თქვენგანი, ანუ ჩემი თანამებრძოლები დაგლოცოთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ და რაც მთავარია, მიზნისთვის მიგვეღწიოს დებო და ძმებო. _ მთლად და-ძმური გულით არ მოვსულვარ ჩიტებო, მაგრამ ამ ეტაპზე ეგეც საკმარისია _ ამბობს ვაჟკაცი და ეცინება. ეცინებათ გოგონებსაც, ოღონდ ნაძალადევად და ეს სიცილიც კი, უხერხულ სიტუაციას ბადებს. _ „ დავიბადე საქართველოს მოდარაჯედ შავმა ჩოხამ ჩემი ტანი დაამშვენა“ _ სიტუაცია სიმღერით განმუხტა სხვამ, და ბოთლსაც მოავლო ხელი. სწორედ ამ დროს, წინა რიგებში ერთიანი ხმაური ატყდა. „ არა, არა“ მთელი ხმით ღრიალებდა ხალხი. გოგონები ფეხზე წამოდგნენ და სიტუაციაში გარკვევა სცადეს. _ ტარო, ტარო, რა ხდება? _ მიაძახა ერთმა იქვე თვალმოკრულ ტაროს, რომელმაც გამოიხედა, შნაფსს მოკრა თვალი, კარავთან მივიდა, ბოთლი აიღო, პირჯვარი გადაიწერა, მოსვა და სწორედ ამის შემდეგ შეუდგა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. _ პატრიარქმა დაშლისკენ მოგვიწოდა, ჩვენ კი უარი ვუთხარით, ახლა დაშლა დანებებას ნიშნავს ხომ ხვდებით? ეს არ უნდა ეკადრებინა, ცეცხლი მიკიდია გულზე! _ უი რას ამბობ _ შეიცხადეს გოგონებმა. _ კი მაგრამ _ აღელდა ვაჟკაცი _ პატრიარქმა რახან თქვა ესეიგი ასე არის საჭირო! _ რას ამბობ ძმაო? ახლა დაშლა იქნება? _ კიდე უფრო აღელდა ტარო. _ მისმინე ჯიგარო, _ გაგულისდა ვაჟკაციც _ პირადად ჩემთვის, პატრიარქის სიტყვა კანონია, და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ აქ რომელიმე მასზე ჭკვიანია, ან თქვენში, ან კიდე იმ ვითომ პოლიტიკოსებში, ზემოთ რომ წამომჯდარან და ასეც და ისეც თავი ქუდში აქვს. მე მივდივარ აქედან და ერთს ვიტყვი, ვისაც პატრიარქის არ გჯერათ ყველას მოგიტყანთ დედები _ ბოლო სიტყვები ხმამაღლა თქვა, ჯიბიდან ისევ დანა ამოაძრო, ტაროს ხელიდან შნაფსი წაართვა, მოსვა და თავის გზას ეწია. გინების შემდეგ, ალაგ-ალაგ გაისმა ტაში, რომელსაც მერე შელაპარაკებებიც მოჰყვა. თვალები გაახილა ლეამ, ხან ეცინებოდა ამ წარმოსახვაზე, ხან ღრმად აანალიზებდა, წუთიერად ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ დავწერო ეს ყველაფერიო, მაგრამ მანდ ბევრი რამ იქნებოდა გასარკვევი, მაგალითად ის _ ჰქონდათ თუ არა მაშინ კარვები გაშლილი, ან კიდე, იყო თუ არა მაშინდელი კრიმინალური მენტალობის მატარებელი ახალი თაობისთვის პატრიარქი ისეთივე იდეოლოგი და კუმირი, როგორიც დღეს გახლდათ, იმ ამბიდან ოცდათხუთმეტი წლის მერე. ამიტომ წერა გადაიფიქრა, მაგრამ გადაწყვიტა რომ წარმოსახვითი კადრების აღდგენას აუცილებლად დაუბრუნდებოდა, რადგან ასეც კი შეიძლებოდა რაღაც ისეთი საინტერესოსთვის მიეგნო, რომელიც მის გონებაში ჯერ არ თუ ვერ დასმული კითხვების პასუხებად გამოადგებოდა საბოლოოდ.
გაგრძელება იქნება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ისე, მართლა არ არის ეს ცუდი ნაწერი :D ისე, მართლა არ არის ეს ცუდი ნაწერი :D
10. ქალბატონო ნინო, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ფაქტია, რაც გაწყობთ, იმას პასუხობთ, კომენტარის ნაწილს კი უპასუხოდ ტოვებთ. არ გავაგრძელებ ჩემ მიმართ უსამართლობასა და სამართლიანობაზე საუბარს, მაგრამ იქნებ თქვენც შეიკავოთ თავი სხვა ადამიანების აზრების კრიტიკისგან ( ამ შემთხვევაში პაპუნა არა, ანა იგულისხმება, რომელიც სულაც არ გესაუბრებოდათ). სჯობს ისევ რჩეულ ავტორებს გაანდოთ საკუთარი აზრი ან იმათ, ვისი „გადარჩენაც” შეგიძლიათ. მე სხვა რაღაცებს მივხედავ. ქალბატონო ნინო, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ფაქტია, რაც გაწყობთ, იმას პასუხობთ, კომენტარის ნაწილს კი უპასუხოდ ტოვებთ. არ გავაგრძელებ ჩემ მიმართ უსამართლობასა და სამართლიანობაზე საუბარს, მაგრამ იქნებ თქვენც შეიკავოთ თავი სხვა ადამიანების აზრების კრიტიკისგან ( ამ შემთხვევაში პაპუნა არა, ანა იგულისხმება, რომელიც სულაც არ გესაუბრებოდათ). სჯობს ისევ რჩეულ ავტორებს გაანდოთ საკუთარი აზრი ან იმათ, ვისი „გადარჩენაც” შეგიძლიათ. მე სხვა რაღაცებს მივხედავ.
9. ქალბატონო ნინო, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ფაქტია, რაც გაწყობთ, იმას პასუხობთ, კომენტარის ნაწილს კი უპასუხოდ ტოვებთ. არ გავაგრძელებ ჩემ მიმართ უსამართლობასა და სამართლიანობაზე საუბარს, მაგრამ იქნებ თქვენც შეიკავოთ თავი სხვა ადამიანების აზრების კრიტიკისგან ( ამ შემთხვევაში პაპუნა არა, ანა იგულისხმება, რომელიც სულაც არ გესაუბრებოდათ). სჯობს ისევ რჩეულ ავტორებს გაანდოთ საკუთარი აზრი ან იმათ, ვისი „გადარჩენაც” შეგიძლიათ. მე სხვა რაღაცებს მივხედავ. ქალბატონო ნინო, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ფაქტია, რაც გაწყობთ, იმას პასუხობთ, კომენტარის ნაწილს კი უპასუხოდ ტოვებთ. არ გავაგრძელებ ჩემ მიმართ უსამართლობასა და სამართლიანობაზე საუბარს, მაგრამ იქნებ თქვენც შეიკავოთ თავი სხვა ადამიანების აზრების კრიტიკისგან ( ამ შემთხვევაში პაპუნა არა, ანა იგულისხმება, რომელიც სულაც არ გესაუბრებოდათ). სჯობს ისევ რჩეულ ავტორებს გაანდოთ საკუთარი აზრი ან იმათ, ვისი „გადარჩენაც” შეგიძლიათ. მე სხვა რაღაცებს მივხედავ.
8. პაპუნა, შენთან ბოდიში, რადგან ეს ნაწარმოები არ წამიკითხავს და აქ ვაკომენტარებ. ქალბატონო ნინო, 2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს, რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს. თუმცა იქიდან გადახვევა, ახლის ძიება და ადამიანური გრძნობები არ გააჩნია და შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის დამუშავებისა და გენერირებისთვის. პოეზია, ცოცხალია, როგორც ადამიანი, - თავისი განცდებით, აღქმებით, შეცდომებით, ქაოსით, დაბნეულობით, სიხარულით და ა.შ. ნუ გაჯიუტდებით, ჩემი რჩევაა.)) და ნურც ნიჭიერ ავტორებს მოახვევთ (თან ასეთი ფორმით) იმ ცოდნას, რომლის მოძებნაც თუ დასჭირდათ, 2 წამშია შესაძლებელი.
მეორე რჩევა, ჩემს წინადადებებს და ამბებს ნუ დაათრევთ, მე ამით არაფერი მაკლდება, თუ შეამჩნიეთ, რეაგირება არ მაქვს არანაირ შეურაცხყოფაზე, თუ კონკრეტულად მე მეხება და თუ ზოგადი მავნებლობა არაა. შეურაცხმყოფელთან დისკუსიაში არ შევდივარ..მარტო ვტოვებ. ჰოდა, პატივი ეცით თქვენს თავს. პაპუნა, შენთან ბოდიში, რადგან ეს ნაწარმოები არ წამიკითხავს და აქ ვაკომენტარებ. ქალბატონო ნინო, 2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს, რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს. თუმცა იქიდან გადახვევა, ახლის ძიება და ადამიანური გრძნობები არ გააჩნია და შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის დამუშავებისა და გენერირებისთვის. პოეზია, ცოცხალია, როგორც ადამიანი, - თავისი განცდებით, აღქმებით, შეცდომებით, ქაოსით, დაბნეულობით, სიხარულით და ა.შ. ნუ გაჯიუტდებით, ჩემი რჩევაა.)) და ნურც ნიჭიერ ავტორებს მოახვევთ (თან ასეთი ფორმით) იმ ცოდნას, რომლის მოძებნაც თუ დასჭირდათ, 2 წამშია შესაძლებელი.
მეორე რჩევა, ჩემს წინადადებებს და ამბებს ნუ დაათრევთ, მე ამით არაფერი მაკლდება, თუ შეამჩნიეთ, რეაგირება არ მაქვს არანაირ შეურაცხყოფაზე, თუ კონკრეტულად მე მეხება და თუ ზოგადი მავნებლობა არაა. შეურაცხმყოფელთან დისკუსიაში არ შევდივარ..მარტო ვტოვებ. ჰოდა, პატივი ეცით თქვენს თავს.
7. ისევ აქ უნდა შეგაწუხოთ. საცაა, აქაც ამომეწურება ლიმიტი. ვიფიქრე, მოდი ასეთ სტრატეგიას მივმართავ: ხელს არ შევუშლი, რომ, რაც შეიძლება, მეტი ნონსენსი დაფიქსირდეს; რა მეჩქარება, დაველოდები, ერთი ვნახოთ, რამდენი ადამიანი წამოვა გუნდად ჩემი - ერთი ქალის წინააღმდეგ და იმათში რამდენი იქნება კაცი, სხვაფრივ ძაან კაცობაზე თავს რომ დებს. მერე დავიდებ იმათ ტექსტებს და ვეცდები, ერთიანად გავცე პასუხი, ისე, რომ ცოტა, მკითხველიც გავამხიარულო-მეთქი, მაგრამ მოვიწყინე და გადავწყვიტე ცოტა ტაქტიკური ცვლილება შევიტანო გეგმაში; ასე ვთქვათ, საქმე დავიწინაურო და ტერმინები დავიზუსტო. ხომ როგორი სასტიკი ვჩანვარ ზანდახან, არა?! სინამდვილეში ისეთი გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი ვარ, აგერ, დახმარებისთვის ისევ ოპონენტებს მივმართავ, მათი გულმოწყალების იმედი მაქვს: თქვენი მუხლების ჭირიმე, თქვენი ჯანის ჭირიმე, იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს 1.უნივერსალური ხედვა, 2. აიხ, ამ აბრაკადაბრას მერე ცოტა მეტიც გავიგოთ, კერძოდ , რას ნიშნავს “ამ უნივერსალური ხედვის შეგრძნება, პლიუს სიღრმე და გადმოცემა”
თორემ ასეთი კომენტარი დაუტოვებია თქვენგუნდელს, გადავქექე გუგლი და ლექსიკონები და მხრებს იჩეჩავენ ვირტუალური ბრძენთა- ბრძენები, ასეთი არაფერი გაგვიგიაო.
ჰოდა, ვზივარ ახლა, ვცდილობ რამე გავიგო და ვწვალობ,, ” რაო ვალიკო, რა მინდაო?” , კინოფილმ “მიმინოსი” არ იყოს. არადა, ჩემი სულცხონებული მასწავლებელი, (გვარს არ დავასახელებ, ბრექით თუ ,, დუხით” გვაშინებსო, თბილისურად რომ არ დაასკვნან პატივცემულმა ოპონენტებმა), სულ იმას მინერგავდა, ვიდრე ტერმინებზე არ შეთანხმდები, არავითარ პოლემიკაში არ ჩაებაო.
იქნებ , ჩემგან განსხვავებით, თქვენ მთლიანი ციტატის მოყვანა დაგეხმაროთ აზრის გამოტანაში. აი, ისიც -
“მე ასე ვიტყოდი, ამ უნივერსალური ხედვით, ამ ხედვის შეგრძნებით, სიღრმით და გადმოცემით, მართლა არავინ წერს აქ( მე რაც წამიკითხავს). “
ისე, არაა საინტერესო, თვითონ ლექსის ავტორმა თუ გაიგო რამე ნათქვამიდან , თავაზიანი მადლობა რომ გადაუხადა.? ღუ მუნჯის ენა რომ დედამ იცის, აქ ის შემთხვევაა?
ნუ, ფინალმა ხომ მომცელა და დამცა! “რა დროს ვერსიფიკაციაა, როცა ასეთი ლექსიაო”. ნეტა თუ იცის ამის მთქმელმა, რომ ვერსიფიკაცია ლექსმცოდნეობის ნაწილია. ხოლო ლექსი, პოეტური ხელოვნება - ლექსმცოდნეობის, ფართოდ ლიტმცოდნეობის მიერ შეისწავლება. დარგია ასეთი. მის უცოდინრად, ელემენტარულ ტერმინებში გაურკვევლად, ლექსზე, პოეზიაზე, სიტყვიერი ხელოვნების ნებისმიერ, კარგ თუ ცუდ ნიმუშზე აზრის გამოთქმისას - მუდამ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც ახლა ჩაიგდო თავი.
ისევ აქ უნდა შეგაწუხოთ. საცაა, აქაც ამომეწურება ლიმიტი. ვიფიქრე, მოდი ასეთ სტრატეგიას მივმართავ: ხელს არ შევუშლი, რომ, რაც შეიძლება, მეტი ნონსენსი დაფიქსირდეს; რა მეჩქარება, დაველოდები, ერთი ვნახოთ, რამდენი ადამიანი წამოვა გუნდად ჩემი - ერთი ქალის წინააღმდეგ და იმათში რამდენი იქნება კაცი, სხვაფრივ ძაან კაცობაზე თავს რომ დებს. მერე დავიდებ იმათ ტექსტებს და ვეცდები, ერთიანად გავცე პასუხი, ისე, რომ ცოტა, მკითხველიც გავამხიარულო-მეთქი, მაგრამ მოვიწყინე და გადავწყვიტე ცოტა ტაქტიკური ცვლილება შევიტანო გეგმაში; ასე ვთქვათ, საქმე დავიწინაურო და ტერმინები დავიზუსტო. ხომ როგორი სასტიკი ვჩანვარ ზანდახან, არა?! სინამდვილეში ისეთი გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი ვარ, აგერ, დახმარებისთვის ისევ ოპონენტებს მივმართავ, მათი გულმოწყალების იმედი მაქვს: თქვენი მუხლების ჭირიმე, თქვენი ჯანის ჭირიმე, იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს 1.უნივერსალური ხედვა, 2. აიხ, ამ აბრაკადაბრას მერე ცოტა მეტიც გავიგოთ, კერძოდ , რას ნიშნავს “ამ უნივერსალური ხედვის შეგრძნება, პლიუს სიღრმე და გადმოცემა”
თორემ ასეთი კომენტარი დაუტოვებია თქვენგუნდელს, გადავქექე გუგლი და ლექსიკონები და მხრებს იჩეჩავენ ვირტუალური ბრძენთა- ბრძენები, ასეთი არაფერი გაგვიგიაო.
ჰოდა, ვზივარ ახლა, ვცდილობ რამე გავიგო და ვწვალობ,, ” რაო ვალიკო, რა მინდაო?” , კინოფილმ “მიმინოსი” არ იყოს. არადა, ჩემი სულცხონებული მასწავლებელი, (გვარს არ დავასახელებ, ბრექით თუ ,, დუხით” გვაშინებსო, თბილისურად რომ არ დაასკვნან პატივცემულმა ოპონენტებმა), სულ იმას მინერგავდა, ვიდრე ტერმინებზე არ შეთანხმდები, არავითარ პოლემიკაში არ ჩაებაო.
იქნებ , ჩემგან განსხვავებით, თქვენ მთლიანი ციტატის მოყვანა დაგეხმაროთ აზრის გამოტანაში. აი, ისიც -
“მე ასე ვიტყოდი, ამ უნივერსალური ხედვით, ამ ხედვის შეგრძნებით, სიღრმით და გადმოცემით, მართლა არავინ წერს აქ( მე რაც წამიკითხავს). “
ისე, არაა საინტერესო, თვითონ ლექსის ავტორმა თუ გაიგო რამე ნათქვამიდან , თავაზიანი მადლობა რომ გადაუხადა.? ღუ მუნჯის ენა რომ დედამ იცის, აქ ის შემთხვევაა?
ნუ, ფინალმა ხომ მომცელა და დამცა! “რა დროს ვერსიფიკაციაა, როცა ასეთი ლექსიაო”. ნეტა თუ იცის ამის მთქმელმა, რომ ვერსიფიკაცია ლექსმცოდნეობის ნაწილია. ხოლო ლექსი, პოეტური ხელოვნება - ლექსმცოდნეობის, ფართოდ ლიტმცოდნეობის მიერ შეისწავლება. დარგია ასეთი. მის უცოდინრად, ელემენტარულ ტერმინებში გაურკვევლად, ლექსზე, პოეზიაზე, სიტყვიერი ხელოვნების ნებისმიერ, კარგ თუ ცუდ ნიმუშზე აზრის გამოთქმისას - მუდამ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც ახლა ჩაიგდო თავი.
6. მაშინ, მარიამს რატომ უკარგავთ მარია ანჯელოუსებს ხედვას აღნიშნულ ტექსტში? აქ საუბარია ფემინურ გააზრებაზე,არასწორად მოწოდებულ რელიგიასა და ამ რელიგიაში დაკნინებულ ქალის როლზე.
სიახლე _ ისაა რასაც სახელი ჯერ არ აქვს, ხოლო სოციალური თემა, მითუმეტეს ეპოქალური, ყოველთვის იქნება სიახლე,
გაგიკვირდებათ და, ბექაცა და თემურიც ჩემი ოჯახის წევრები არიან, ლიტერატურულ სამყაროში, ძალიან ცოტასთან ვარ ისე ახლოს, როგორც მათთან, მე მათ არაფერს ვუკარგავ,
მაგრამ... დაკარგვა _ სწორედ ის მგონია, როცა უშრეტი ლექსიკის მქონე ბავშვზე ამბობთ, ლექსიკა აკლიაო.
ნებისმიერმა გადახედოს საკუთარ ნაწერებს ამ ასაკში, თუნდაც თქვენ, და მერე დავჯდეთ და შევადაროთ, მაგრამ მე, არ ვსაუბრობ ამ ასაკში ასე დაწერა_ზე! მე ვსაუბრობ დადებულ შედეგზე. რომელიც ფაქტია და ამ ფაქტს უფრო დიდი გამოხმაურება აუცილებლად ესაჭიროება!
პლიუს ამას, პოეზია გამბედაობაა, და გაბედვა არის როცა ამბობს ავტორი _ მუნჯი ალაჰი! ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამ თემაზე, ყურანში დაკნინებულ ქალის როლზე, მან კი ამ საუბრის შედეგი ასე დადო! ახლა კი, ვანახოთ თუნდაც ეს ტექსტი, თუნდაც ბექასა და თემურს, და დანარჩენი შეფასება მათთვის მიმინდია! მაშინ, მარიამს რატომ უკარგავთ მარია ანჯელოუსებს ხედვას აღნიშნულ ტექსტში? აქ საუბარია ფემინურ გააზრებაზე,არასწორად მოწოდებულ რელიგიასა და ამ რელიგიაში დაკნინებულ ქალის როლზე.
სიახლე _ ისაა რასაც სახელი ჯერ არ აქვს, ხოლო სოციალური თემა, მითუმეტეს ეპოქალური, ყოველთვის იქნება სიახლე,
გაგიკვირდებათ და, ბექაცა და თემურიც ჩემი ოჯახის წევრები არიან, ლიტერატურულ სამყაროში, ძალიან ცოტასთან ვარ ისე ახლოს, როგორც მათთან, მე მათ არაფერს ვუკარგავ,
მაგრამ... დაკარგვა _ სწორედ ის მგონია, როცა უშრეტი ლექსიკის მქონე ბავშვზე ამბობთ, ლექსიკა აკლიაო.
ნებისმიერმა გადახედოს საკუთარ ნაწერებს ამ ასაკში, თუნდაც თქვენ, და მერე დავჯდეთ და შევადაროთ, მაგრამ მე, არ ვსაუბრობ ამ ასაკში ასე დაწერა_ზე! მე ვსაუბრობ დადებულ შედეგზე. რომელიც ფაქტია და ამ ფაქტს უფრო დიდი გამოხმაურება აუცილებლად ესაჭიროება!
პლიუს ამას, პოეზია გამბედაობაა, და გაბედვა არის როცა ამბობს ავტორი _ მუნჯი ალაჰი! ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამ თემაზე, ყურანში დაკნინებულ ქალის როლზე, მან კი ამ საუბრის შედეგი ასე დადო! ახლა კი, ვანახოთ თუნდაც ეს ტექსტი, თუნდაც ბექასა და თემურს, და დანარჩენი შეფასება მათთვის მიმინდია!
5. ახლა ნებისმიერი ჭკვიანი ადამიანი წყნარად გაივლიდა. მაგრამ მე ხომ ნინო გივის ასული დარბაისელი ვარ! პალატამერვესთანაც და ბექა ახალაიასთანაც, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობა მაკავშირებს პიროვნულად, მაგრამ ლექსებთან არაა ეს შუაში. ბექა ახალაიას ,, მტრედების იონა” - თანამედროვე ქართული პოეზიის შენაძენია, თვალი მოვუხუჭო ამას?! პალატამერვემ მიაგნო თავის ნიშას ქართული კონვენციური ლექსის განვითარებაში. მუშაობს დიმეტრიასა და პოლიმეტრიაში, ეს რაც შეეხება ვერსიფიკაციას, გარდა ამისა, მას აქვს თანდაყოლილი მეტაფორული ხედვა და ენაც “მოჰყვება” - დავუკარგო? ახკ ლა თქვენ თუ შეგიძლიათ, რაკი თქცენ დაუპირისპირეთ მთელს თანამედროვე ქართულ პოეზიას ეს ერთი ლექსი, სამი არგუმენტი დაასახელოთ მის სასარგებლოდ. იქნებ რაღაც გვეშლება, დავფიქრდებით და დაგიჯერებთ… თორემ ასე, უარგუმენტოდ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ ვიღაცას ვიღა აზე ძლიერი ქიმია აქვს, როგორც რბილი ენით ითქმის ამერიკულად, რელიგიური ღირებულებები შეულახოს, მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად, არც ცხოვრებაში, არც პოეზიაში
ახლა ნებისმიერი ჭკვიანი ადამიანი წყნარად გაივლიდა. მაგრამ მე ხომ ნინო გივის ასული დარბაისელი ვარ! პალატამერვესთანაც და ბექა ახალაიასთანაც, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობა მაკავშირებს პიროვნულად, მაგრამ ლექსებთან არაა ეს შუაში. ბექა ახალაიას ,, მტრედების იონა” - თანამედროვე ქართული პოეზიის შენაძენია, თვალი მოვუხუჭო ამას?! პალატამერვემ მიაგნო თავის ნიშას ქართული კონვენციური ლექსის განვითარებაში. მუშაობს დიმეტრიასა და პოლიმეტრიაში, ეს რაც შეეხება ვერსიფიკაციას, გარდა ამისა, მას აქვს თანდაყოლილი მეტაფორული ხედვა და ენაც “მოჰყვება” - დავუკარგო? ახკ ლა თქვენ თუ შეგიძლიათ, რაკი თქცენ დაუპირისპირეთ მთელს თანამედროვე ქართულ პოეზიას ეს ერთი ლექსი, სამი არგუმენტი დაასახელოთ მის სასარგებლოდ. იქნებ რაღაც გვეშლება, დავფიქრდებით და დაგიჯერებთ… თორემ ასე, უარგუმენტოდ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ ვიღაცას ვიღა აზე ძლიერი ქიმია აქვს, როგორც რბილი ენით ითქმის ამერიკულად, რელიგიური ღირებულებები შეულახოს, მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად, არც ცხოვრებაში, არც პოეზიაში
4. ახლა ნებისმიერი ჭკვიანი ადამიანი წყნარად გაივლიდა. მაგრამ მე ხომ ნინო გივის ასული დარბაისელი ვარ! პალატამერვესთანაც და ბექა ახალაიასთანაც, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობა მაკავშირებს პიროვნულად, მაგრამ ლექსებთან არაა ეს შუაში. ბექა ახალაიას ,, მტრედების იონა” - თანამედროვე ქართული პოეზიის შენაძენია, თვალი მოვუხუჭო ამას?! პალატამერვემ მიაგნო თავის ნიშას ქართული კონვენციური ლექსის განვითარებაში. მუშაობს დიმეტრიასა და პოლიმეტრიაში, ეს რაც შეეხება ვერსიფიკაციას, გარდა ამისა, მას აქვს თანდაყოლილი მეტაფორული ხედვა და ენაც “მოჰყვება” - დავუკარგო? ახკ ლა თქვენ თუ შეგიძლიათ, რაკი თქცენ დაუპირისპირეთ მთელს თანამედროვე ქართულ პოეზიას ეს ერთი ლექსი, სამი არგუმენტი დაასახელოთ მის სასარგებლოდ. იქნებ რაღაც გვეშლება, დავფიქრდებით და დაგიჯერებთ… თორემ ასე, უარგუმენტოდ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ ვიღაცას ვიღა აზე ძლიერი ქიმია აქვს, როგორც რბილი ენით ითქმის ამერიკულად, რელიგიური ღირებულებები შეულახოს, მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად, არც ცხოვრებაში, არც პოეზიაში
ახლა ნებისმიერი ჭკვიანი ადამიანი წყნარად გაივლიდა. მაგრამ მე ხომ ნინო გივის ასული დარბაისელი ვარ! პალატამერვესთანაც და ბექა ახალაიასთანაც, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობა მაკავშირებს პიროვნულად, მაგრამ ლექსებთან არაა ეს შუაში. ბექა ახალაიას ,, მტრედების იონა” - თანამედროვე ქართული პოეზიის შენაძენია, თვალი მოვუხუჭო ამას?! პალატამერვემ მიაგნო თავის ნიშას ქართული კონვენციური ლექსის განვითარებაში. მუშაობს დიმეტრიასა და პოლიმეტრიაში, ეს რაც შეეხება ვერსიფიკაციას, გარდა ამისა, მას აქვს თანდაყოლილი მეტაფორული ხედვა და ენაც “მოჰყვება” - დავუკარგო? ახკ ლა თქვენ თუ შეგიძლიათ, რაკი თქცენ დაუპირისპირეთ მთელს თანამედროვე ქართულ პოეზიას ეს ერთი ლექსი, სამი არგუმენტი დაასახელოთ მის სასარგებლოდ. იქნებ რაღაც გვეშლება, დავფიქრდებით და დაგიჯერებთ… თორემ ასე, უარგუმენტოდ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ ვიღაცას ვიღა აზე ძლიერი ქიმია აქვს, როგორც რბილი ენით ითქმის ამერიკულად, რელიგიური ღირებულებები შეულახოს, მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად, არც ცხოვრებაში, არც პოეზიაში
3. მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაზე, და შემიძლია ყველა ავტორზე კონკრეტულად გაგცეთ პასუხი, პატივცემულ პალატა მერვეს რაც შეეხება, კი ბატონო, მშვენიერი ლირიკოსია, მაგრამ ამ ეპოქის საქართველოში, მსგავსი ტექსტები, არ ვთვლი რომ საჭიროც კი არის! ლამაზია, მაგრამ ახლა სილამაზე რაში მჭირდება? რომ ვიყოთ დანიაში ან ნორვეგიაში, კი ბატონო,
რაც შეეხება ჩემი რჩეული ავტორის ტექსტში, არა მარტო ჩვენი რეალობისა და კულტურის, არამედ სამყაროს მოპოვებული პრობლემების სრული აღქმა, და სარკისებრი ეფექტით გადმოცემაა, ლექსიკის პრობლემები? სად? რა ადგილას? ერთი შეხედვით მარტივად სათქმელ კრიტიკას, ბავშვისადმი, არანაირად არ დავტოვებ პასუხგაუცემლად. რა, რა და ლექსიკის პრობლემა ყველაზე ბოლოა, რაც შეიძლება აღნიშნულ ავტორს ჰქონდეს. ბოდიშსაც, ბოდიში მაგრამ, არ მოვიხდი, მითუმეტეს მაშინ, როცა ძველმოდურ ლირიკასთან ამხელა ძალის ტექსტის შედარებას მიპირისპირებთ!
მე ამ საიტზე გავიცანი ბექა ახალაია, აქ ლექსებს დებს გიო ლომიძე, იდუმალი პალატა მერვეც, რომელიც თემურ ელიავა გახლავთ, კიდე ბევრი კარგი და მაგარი ვინმე, მაგრამ მე ჩემს სიტყვებში, ისეთივე მყარი ვარ ახლა, როგორიც თუნდაც რინგზე :) <3
მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაზე, და შემიძლია ყველა ავტორზე კონკრეტულად გაგცეთ პასუხი, პატივცემულ პალატა მერვეს რაც შეეხება, კი ბატონო, მშვენიერი ლირიკოსია, მაგრამ ამ ეპოქის საქართველოში, მსგავსი ტექსტები, არ ვთვლი რომ საჭიროც კი არის! ლამაზია, მაგრამ ახლა სილამაზე რაში მჭირდება? რომ ვიყოთ დანიაში ან ნორვეგიაში, კი ბატონო,
რაც შეეხება ჩემი რჩეული ავტორის ტექსტში, არა მარტო ჩვენი რეალობისა და კულტურის, არამედ სამყაროს მოპოვებული პრობლემების სრული აღქმა, და სარკისებრი ეფექტით გადმოცემაა, ლექსიკის პრობლემები? სად? რა ადგილას? ერთი შეხედვით მარტივად სათქმელ კრიტიკას, ბავშვისადმი, არანაირად არ დავტოვებ პასუხგაუცემლად. რა, რა და ლექსიკის პრობლემა ყველაზე ბოლოა, რაც შეიძლება აღნიშნულ ავტორს ჰქონდეს. ბოდიშსაც, ბოდიში მაგრამ, არ მოვიხდი, მითუმეტეს მაშინ, როცა ძველმოდურ ლირიკასთან ამხელა ძალის ტექსტის შედარებას მიპირისპირებთ!
მე ამ საიტზე გავიცანი ბექა ახალაია, აქ ლექსებს დებს გიო ლომიძე, იდუმალი პალატა მერვეც, რომელიც თემურ ელიავა გახლავთ, კიდე ბევრი კარგი და მაგარი ვინმე, მაგრამ მე ჩემს სიტყვებში, ისეთივე მყარი ვარ ახლა, როგორიც თუნდაც რინგზე :) <3
2. მაპატიეთ, რომ აქ გაწუხებთ და არა - იმ პოსტთან, სადაც ჩვენი დიალოგი მიმდინარეობდა. იქ არც დადებულს მასწორებინებს, არც სხვას მადებინებს ლიმიტი.
არ ვიქნები ისეთი მართალი ადამიანი, როგორადაც თავი წარმომიდგენია, პირდაპირ რომ არ გითხრათ სათქმელი.
კერძოდ, ის, რომ თქვენი გულწრფელი სურვილით, აღგენიშნათ ვინმესადმი პირადი აღტაცება, შეურაცხყოფა მიაყენეთ საიტის არაერთ გამორჩეულ წევრს, როგორც ავტორს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ თვითონ მსგავსი არც არაფერი დაგიწერიათ და არც წაგიკითხავთ, მაგრამ ლაპარაკი სხვების სახელით, მათი შემოქმედების დაკნინება - მათთან შეუთანხმებლად - საჯარო ვერბალური ძალადობა გამოგივიდათ და დარწმუნებული ვარ, ამის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ყველასთვის. რაკი კონკრეტიკა უმჯობესია, ვიტყვი, რომ თქვენი რჩეული ჯერ ლექსიკის პრობლემებს ვერ გამკლავებია და არსებობს თუნდაც “პალატამერვე”( ვწუხვარ, ნამდვილი სახელი ვიცოდი და დამავიწყდა ამწუთას), რომელიც ჩვენ თვალწინ პოეტური მეტყველების მაღალი რანგის ამოცანებს წყვეტს, თანაც დიდი წარმატებით და რომლის ნაწერებსაც ველოდებით. საბედნიეროდ, ის ერთი როდია. ვისურვებდი, მეტი პატივისცემა, სიფრთხილე და ობიექტურობა გამოგეჩინათ სხვა ავტორთა მიმართ.
ვგულისხმობ ამ და ანალოგიური შინაარსის მეორე კომენტარს იმავე ავტორთან:
“3. ამ საუკუნის საჩუქარია ეს ლექსი, ამაზე მაგარი არავის არაფერი დაგვიწერია... ამას გულწრფელად ვამბობ... პაპუნა გიორგაძე. 2024-09-14 00:37:40”
მაპატიეთ, რომ აქ გაწუხებთ და არა - იმ პოსტთან, სადაც ჩვენი დიალოგი მიმდინარეობდა. იქ არც დადებულს მასწორებინებს, არც სხვას მადებინებს ლიმიტი.
არ ვიქნები ისეთი მართალი ადამიანი, როგორადაც თავი წარმომიდგენია, პირდაპირ რომ არ გითხრათ სათქმელი.
კერძოდ, ის, რომ თქვენი გულწრფელი სურვილით, აღგენიშნათ ვინმესადმი პირადი აღტაცება, შეურაცხყოფა მიაყენეთ საიტის არაერთ გამორჩეულ წევრს, როგორც ავტორს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ თვითონ მსგავსი არც არაფერი დაგიწერიათ და არც წაგიკითხავთ, მაგრამ ლაპარაკი სხვების სახელით, მათი შემოქმედების დაკნინება - მათთან შეუთანხმებლად - საჯარო ვერბალური ძალადობა გამოგივიდათ და დარწმუნებული ვარ, ამის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ყველასთვის. რაკი კონკრეტიკა უმჯობესია, ვიტყვი, რომ თქვენი რჩეული ჯერ ლექსიკის პრობლემებს ვერ გამკლავებია და არსებობს თუნდაც “პალატამერვე”( ვწუხვარ, ნამდვილი სახელი ვიცოდი და დამავიწყდა ამწუთას), რომელიც ჩვენ თვალწინ პოეტური მეტყველების მაღალი რანგის ამოცანებს წყვეტს, თანაც დიდი წარმატებით და რომლის ნაწერებსაც ველოდებით. საბედნიეროდ, ის ერთი როდია. ვისურვებდი, მეტი პატივისცემა, სიფრთხილე და ობიექტურობა გამოგეჩინათ სხვა ავტორთა მიმართ.
ვგულისხმობ ამ და ანალოგიური შინაარსის მეორე კომენტარს იმავე ავტორთან:
“3. ამ საუკუნის საჩუქარია ეს ლექსი, ამაზე მაგარი არავის არაფერი დაგვიწერია... ამას გულწრფელად ვამბობ... პაპუნა გიორგაძე. 2024-09-14 00:37:40”
1. პერსონაჟი ლეა, რა უბედო ვარსკლავზე გაჩენილა, შემეცოდა საწყალი. ძალიან ემოციურად და დინამიურად მოგვითხრობ, თუმცა იმ რეიტუზის და ტუალეტის ამბავის გარეშე შეიძლებოდა გაგრძელება, იმ დროს ისეთი ამბები ხდებოდა და არც დამალული არაფერი იყო, აქ, რო იმდროინდელი მიტინგების ამბები მოგვითხრო არ გეყოფა არვ ფურცლები და არც ნებისყოფა, არა და მართლაც კარგად წერ, აუცილებელიც არის და საინტერესო. პერსონაჟი ლეა, რა უბედო ვარსკლავზე გაჩენილა, შემეცოდა საწყალი. ძალიან ემოციურად და დინამიურად მოგვითხრობ, თუმცა იმ რეიტუზის და ტუალეტის ამბავის გარეშე შეიძლებოდა გაგრძელება, იმ დროს ისეთი ამბები ხდებოდა და არც დამალული არაფერი იყო, აქ, რო იმდროინდელი მიტინგების ამბები მოგვითხრო არ გეყოფა არვ ფურცლები და არც ნებისყოფა, არა და მართლაც კარგად წერ, აუცილებელიც არის და საინტერესო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|