ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2024


ეს სამშობლოა...

ოქროს ყანების ჩამესმის სუნთქვა,
ვუსმენ და რას არ გაიგებს ყური:
ერთ, სულ ყველაზე ძველ, თავთავს უთქვამს,
რომ ეს მიწაა სამშობლო პურის.

თვალს რომ მოავლებ ჩვენს ვრცელ ვენახებს,
მზე ღრუბლებიდან როცა იცინის,
გახარებული გული შეგძახებს:
ეს ქვეყანაა სამშობლო ღვინის!

ჩამოიცლება ბრინჯაოს სურა
და შეივსება თიხის სასმისი,
ერთხმად დალოცავს ქართული სუფრა:
ეს სამშობლოა "ოქროს საწმისის".

იქ, სადაც არაგვს შეირთავს მტკვარი
და მუხლს მოიდრეკს, სადაც, ყოველი,
ზემოდან პირჯვარს დასახავს "ჯვარი" -
ეს სამშობლოა "სვეტიცხოველის"!

"ვეფხისტყაოსანს" რომ წაგიკითხავს
ეს სამშობლოა სამი ანბანის.
ამ ენით ღმერთი ხალხს განიკითხავს
და "გასრულდება ესე ამბავი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს